Nuk
ფლუიფორტი საშე / FLUIFORT


რა არის ფლუიფორტის პაკეტი და რისთვის გამოიყენება
ფლუიფორტის პაკეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს S-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილს, რომელიც წარმოადგენს მუკორეგულატორს, გააჩნია ლორწოს გათხევადების თვისებები.
ეფექტურია ჰიპერ- ასევე ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ყელ-ყურ ცხვირის დაავადებების შემთხვევაში.
 
ფლუიფორტის პაკეტის გამოყენების წესები
 
 ჩვეულებრივი დოზა მოცემულია ქვემოთ:
 
მოზრდილები:
 
დღეში 1 პაკეტი ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მიღების მეთოდი
პაკეტის შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში, კარგად აურიეთ.
ბავშვები:
ფლუიფორტის® პაკეტი არ მიიღება ბავშვებში.
 
ბავშვებში გამოიყენება ფლუიფორტის® სიროფი.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის და თირკმელების დაავადებები:
პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზებით.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები:
ფლუიფორტის®  შეიცავს მანიტოლს, შესაბამისად შესაძლებელია მიღება შაქრიანი  დიაბეტის მქონე
პაციენტებში.  ფლუიფორტის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები
 
რას შეიცავს ფლუიფორტის პაკეტი
-აქტიური ნივთიერება არის  s-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილი;
-სხვა ინგრედიენტებია: ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატურალური კედრის ფხვნილი, ფორთოხლის ფხვნილი, მანიტოლი.
 
როგორია ვიზუალურად ფლუიფორტის პაკეტი და რას შეიცავს იგი:
ფლუიფორტის პაკეტი წარმოადგენს მოყვითალო ფხვნილს ფორთოხლის სურნელით.
კოლოფში მოთავსებულია  50 პაკეტი .
 
 
სად შევიძინოთ?