ფლუკამი / FLUKAM


შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს: 150 მგ ფლუკონაზოლი.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც სელექტიურად მოქმედებს სოკოს უჯრედის კედლის სტეროლებზე. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციტოქრომ P450-ის ბლოკირებასთან. Candida spp.; Cryptococcus spp.; Microsporum spp. Trichophyton spp.. ფლუკონაზოლი ასევე ეფექტურია ენდემური მიკოზებისას, რომლებიც გამოწვეულია Blastomyces dermatitidis, Coccidioides immitis (ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით) და Histoplasma capsulatum.
ფლუკონაზოლის მიმართ რეზისტენტულია Candida glabrata და Candida krusei, მისი დანიშვნა არა არის რეკომენდებული ასპერგილოზისა და ზიგომიკოზისას.

ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლი პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება,მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90%. საკვების მიღება არ მოქმედებს მის შეწოვაზე. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-1,5 სთ-ში და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდია 30სთ. ფლუკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია დიზადამოკიდებულია და წონასწორული კონცენტრაციის 90%-იანი მაჩვენებელი დღეში ერთჯერ მიღებისას მიიღწევა მე-4-მე-5 დღეს. საწყისი დარტყმითი დოზის შეყვანისას (მკურნალობის პირველ დღეს), დღიურ დოზაზე 2-ჯერ მეტის, წონასწორული კონცენტრაციის 90%-იანი მაჩვენებელი მიიღწევა მეორე დღეს. განაწილების მოცულობა უტოლდება ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობას. Pლაზმის ცილებთან კავშირი 11-12%-ია. 
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში; ნერწყვსა და ნახველში მისი კონცენტრაცია პლაზმური კონცენტრაციის ტოლია; სოკოვანი მენინგიტით დაავადებულ პაციენტებში თავზურგტვინის სითხესი მისი კონცენტრაცია პლაზმური კონცენტრაციის 80%-ია. 
ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში მიიღწევა შრატის კონცენტრაციაზე მაღალი რიცხვები. ფლუკონაზოლი გროვდება ეპიდერმისის რქოვან შრეში და 50მგ ფლუკონაზოლის ყოველდღიური მიღებისას 12 დღის შემდეგ მისი კონცენტრაცია შეადგენდა 73მკგ/მ, ხოლო მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის შემდეგ 5,8მკგ/გ. 150მგ ფლუკონაზოლის კვირაში ერთჯერ მიღებისას ეპიდერმისის რქოვან შრეში მისი კონცენტრაცია 23,4მკგ/გ-ის, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ 7,1მკგ/გ. 150მგ ფლუკონაზოლის კვირაში ერთჯერ მიღებისას ჯანმრთელ ფრჩხილში მისმა კონცენტრაციამ 4,05მკ/გ შეადგინა, ხოლო დაზიანებულში – 1,8მკგ/გ. 
ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ფრჩხილში მკურნალობის კურსის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში ვლინდება. 
გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, მიღებული დოზის 80% ელიმინირდება შარდით შეუცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პირდაპირპროპორციულია. მისი მეტაბოლიტები სისხლში აღმოჩენილი არ არის. 
ხანგრძლივი ნახევრადდაშლის პერიოდი, საშუალებას გვაძლევს ფლუკონაზოლი დაინიშნოს ერთჯერადად ვაგინალური კანდიდოზისას და დღეში ერთჯერ ან კვირაში ერთჯერ სხვა ჩვენებებისას.

ჩვენებები
პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მიკოლოგიური ანალიზის შედეგების მიღებამდე, ანალიზის პასუხების მიღების შემდეგ საჭიროა მკურნალობის სქემის შესაბამისი კორეგირება. 
ფლუკონაზოლი ინიშნება პათოგენური სოკოებით გამოწვეული შემდეგი დაავადებებისას:
- კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკული მენინგიტისა და ამავე ინფექციის სხვა ლოკალიზაციების (ფილტვი, კანი და სხვა) ჩათვლით. - გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების სხვა ფორმების –მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების, სხვა ორგანოების – ჩათვლით. 
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი პირის ღრუსა და ხახის, საყლაპავის, არაინვაზიური ბრონქოპულმონალური კანდიდოზის, კანდიდურიის, კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზის, კბილის პროთეზის ხმარებით გამოწვეული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის ჩათვლით.
- გენიტალური კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზის (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე) ჩათვლით.
- სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიო და სხივური თერაპიის ფონზე.
- კანის მიკოზები ტერფის, სხეულისა და საზარდულის მიკოზის ჩათვლით; ქატოსებრი ლიქენი, ონიქომიკოზი და კანის კანდიდოზი.
- შისტემური ენდემური მიკოზები, მათ შორის კოქციდიომიკოზი, პარაკოქციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი ნორმალური იმუნიტეტის მკონე პირებში.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ფლუკონაზოლის დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის სახესა და სიმძიმეზე. მკურნალობა, როგორც წესი, მოითხოვს პრეპარატის მრავალჯერად მიღებას კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნების გაქრობამდე. მკურნალობის კურსის შეწყვეტისას შესაძლებელია რეციდივის განვითარება. 
მოზრდილებში:
- პირისა და ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზისას ინიშნება 50-100მგ დღეში 7-14 ან მეტი დღის განმავლობაში.
- პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზისას - 50მგ ერთჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (კბილის პროთეზის დეზინფექციის პირობებში).
- საყლაპავის კანდიდოზის, ფილტვის არაინვაზიური ინფექციის, საშარდე გზების ინფექციისა და ასევე, კან-ლორწოვანის კანდიდოზისას 50-100მგ ერთჯერ დღეში 14-30 დღის განმავლობაში.
- პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსიან პაციენტებში 150მგ კვირაში ერთჯერ.
- სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციისას -150მგ ერთჯერადად.
- ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზისას (3 და მეტი შემთხვევა წელიწადში) – 150მგ ერთჯერ თვეში 4-12 თვის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში უფრო ხანგრძლივად.
- ქატოსებრი ლიქენისას 300მგ კვირაში ერთჯერ 2 კვირა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მესამე მიღება 300მგ დოზის, მაშინ როცა, სხვა შემთხვევებში ერთჯერადი მიღება 300-400მგ ფლუკონაზოლის აბსოლიტურად საკმარისია. 
მკურნალობის სხვა სქემა მოიცავს 50მგ ფლუკონაზოლის მიღებას დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.
- ონიქომიკოზი -150მგ კვირაში ერთჯერ. ჩვეულებრივ, 3-დან 6 თვემდე (მტევანზე) და 6-დან 12 თვემდე (ტერფზე).
- შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციისას 400მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400მგ დღეში ერთჯერ. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობისას დოზის გაზრდა შესაძლებელია 800მგ-მდე დღეში.
- კანდიდოზური ინფექციის პროფილაქტიკისთვის რეციდივის განვითარების მომატებული რისკისას – 50-400მგ დღეში ერთჯერ რისკის პერიოდის გათვალისწინებით.
- შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკული ინფექციები – 400მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400მგ ერთჯერ დღეში 6-8 ან მეტი კვირის განმავლობაში. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობისას დოზის გაზრდა შესაძლებელია 800მგ-მდე დღეში.
- კრიპტოკოკული მენინგიტის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულ პაციენტებში 200მგ ერთჯერ დღეში განუსაზღვრელი დროით.
- კოქციდიომიკოზისას, პარაკოქციდიომიკოზისას, სპოროტრიქოზისა და ჰისტოპლაზმოზისას 200-400მგ ერთჯერ დღეში 2 ან მეტი წლის განმავლობაში.
ბავშვებში 4 კვირიდან 15 წლამდე:
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზისას 3მგ/კგ დღეში ერთჯერ პირველ დღეს, შემდეგ 6მგ/კგ დღეში.
- სოკოვანი ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა მომატებული რისკის პირობებში – 3-12მგ/კგ დღეში ერთჯერ.
- 3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში იგივე დოზები გამოიყენება 48სთ-ში ერთჯერ.
- 2 კვირის ასაკის ბავშვებში – 72სთ-ში ერთჯერ.
ხანდაზმულ პაციენტებში:
თირკმლის დაავადებების არარსებობისას ინიშნება ჩვეული დოზებით.
პაციენტებში თირკმლის დაავადებით:
შესაძლებელია დოზის შემცირება თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. 
დოზის გამოტოვების შემთხვევაში ჩვეული რეჟიმით მიიღება შემდეგი დოზა.
კაფსულები მიიღება მთლიანად წყალთან ერთად.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთიდაიმავე მონაკვეთში.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია Qროგორც ჭამის დროს, ასევე კვებათა შორის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები
ფლუკამი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება პაციენტის მიერ. იშვიათად გვხვდება დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი.

უკუჩვენება
ფლუკონაზოლისა და სხვა აზოლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. Aრ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ფლუკონაზოლის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაქტოზის დეფიციტისა და გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით.

ჭარბი დოზირება
ერთჯერადად ფლუკონაზოლის დიდი დოზით მიღებამ შესაზლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გართულება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვადის გასვლისშემთხვევაში არ გამოიყენოთ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაიცემა რეცეპტის გარეშე)