Nuk
ფუროტალგინი / FUROTALGIN


 რას შეიცავს ფუროტალგინი
–        აქტიური შემადგენელი ნაწილები: ნიტროფურალი (ნიტროფურალ) 2.5 მგ,  ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი (ტეტრაცაინე ჰყდროცჰლორიდე) 31.25 მგ, ფენაზონი (ფენაზონე) 87.5 მგ ხსნარის 1 მლ-ში.
–        სხვა  შემადგენელი ნაწილი – გლიცეროლი.

როგორ გამოიყურება ფუროტალგინი და რას შეიცავს შეფუთვა
გამჭვირვალე, ყვითელი სითხე მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.
 
პირველადი შეფუთვა
პრე­პა­რა­ტის 5 მლ მო­თავ­სე­ბუ­ლია ყა­ვის­ფე­რი მი­ნი­სა­გან დამ­ზა­დე­ბულ მრგვალ ფლა­კონ­ში.
ფლა­კო­ნი და­ხუ­ფუ­ლია ხრახ­ნი­ა­ნი თალ­ფა­ქით საწ­ვე­თე­ლა­თი.
პრე­პა­რა­ტის 5 მლ მო­თავ­სე­ბუ­ლია პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნის მრგვალ ფლა­კონ­ში. ფლა­კონს აქვს საწ­ვე­თე­ლა და და­ხუ­ფუ­ლია “პილ­ფერ­პრუ­ფის” ტი­პის თალ­ფა­ქით.
 მეორეული  შეფუთვა
1 (ერთი) ფლაკონი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რა არის ფუროტალგინი და რისთვის გამო­ი­ყე­ნება ის?
ფუ­რო­ტალ­გი­ნი ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი ,კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტია, ან­თე­ბა­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ტკი­ვილის ­გასა­ყუ­ჩე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბით. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სასმენი მილისა და შუ­ა ყუ­რის მწვა­ვე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის შემ­თხვე­ვა­ში.
 
რა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფუ­რო­ტალ­გი­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის დაწ­ყე­ბამ­დე
არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ფუ­რო­ტალ­გი­ნი:
- თუ გაქვთ ალერ­გია (მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა) აქ­ტი­უ­რი (ნიტ­რო­ფუ­რა­ლი, ტეტ­რა­კა­ი­ნი, ფე­ნა­ზო­ნი) ან დამ­ხმა­რე ნივ­თი­ე­რე­ბის მი­მართ;
-  მკურ­ნა­ლი ექი­მი ფუ­რო­ტალ­გინს არ და­გი­ნიშ­ნავთ, თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გაქვთ და­ფის აბ­კი ან ყუ­რის ინ­ფექ­ცია გა­მოწ­ვე­უ­ლია სო­კო­თი (ოტო­მი­კო­ზი).
  
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
უცი­ლობ­ლად აც­ნო­ბეთ მკურ­ნალ ექიმს ან აფ­თი­ა­ქის ფარ­მა­ცევტს, თუ იღებთ ან ახ­ლო წარ­სულ­ში იღებ­დით სხვა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტებს, მა­ში­ნაც კი, თუ ეს პრე­პა­რა­ტე­ბი ურე­ცეპ­ტოდ გა­ი­ცე­მა.
 
ორ­სუ­ლო­ბა და ლაქ­ტა­ცია
ორ­სუ­ლო­ბი­სა და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ფუ­რო­ტალ­გი­ნი ინიშ­ნე­ბა ექი­მის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ.
თუ ორ­სუ­ლად ხართ, ნე­ბის­მი­ე­რი წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე მი­მარ­თეთ კონ­სულ­ტა­ცი­ი­სათ­ვის ექიმს ან ფარ­მა­ცევტს.
 
როგორ გამოიყენება ფუროტალგინი?
ფუ­რო­ტალ­გი­ნი ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ნე­ბის­მი­ე­რი ეჭ­ვის წარ­მოქ­მნი­სას მი­მარ­თეთ კონ­სულ­ტა­ცი­ი­სათ­ვის ექიმს ან ფარ­მა­ცევტს.
ფუ­რო­ტალ­გი­ნი ყურ­ში ჩა­საწ­ვე­თე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტია. არ ჩა­იწ­ვე­თოთ ის ცხვირ­სა და თვა­ლებ­ში! არ და­ლი­ოთ!
გა­მო­ი­ყე­ნეთ წვე­თე­ბი სას­მე­ნი მი­ლის გაწ­მენ­დის შემ­დეგ. გა­და­წი­ეთ თა­ვი ისე, რომ წვე­თე­ბი ყურ­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თი დარ­ჩეს, შემ­დეგ კი ჩა­ი­დეთ ყურ­ში ბამ­ბა. გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხსნა­რის გათ­ბო­ბა სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე, რა­თა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნო კონ­ტაქ­ტი ცივ წვე­თებ­თან.
დოზა:
მოზრდმლები და 3 წელზე უფროსი ბავშვები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
3 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ადგენს მკურნალი ექიმი, მაგრამ არა უმეტეს 10 დღი­სა.

თუ ფუროტალგინის გამოყენებული დოზა საჭიროს აღემატება
ფუროტალგინის სწორი გამოყენებისას მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
 
თუ ფუროტალგინის ერთი ჩაწვეთება გამოტოვეთ
არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
შესაძლო გვერდითი მოქმედება
ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სამ­კურ­ნა­ლო­ სა­შუ­ა­ლე­ბის მსგავ­სად, ფუ­რო­ტალ­გინ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გვერ­დი­თი ეფექ­ტი.
შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სას­მე­ნი მი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ში ან სი­წით­ლე­ში.
თუ რო­მე­ლი­მე აღ­წე­რი­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი ხდე­ბა ან პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­დე­ბა სხვა ისე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც ამ ფურ­ცელ-ჩა­ნარ­თში აღ­წე­რი­ლი არ არის, აც­ნო­ბეთ ამის შე­სა­ხებ მკურ­ნალ ექიმს ან ფარ­მა­ცევტს.

ფუ­რო­ტალ­გი­ნის შე­ნახ­ვა
შე­ი­ნა­ხეთ პრე­პა­რა­ტი ორი­გი­ნა­ლუ­რი შე­ფუთ­ვით, მშრალ და სი­ნათ­ლი­სა­გან და­ცულ ად­გი­ლას, 250ჩ-მდე ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში.
შე­ი­ნა­ხეთ ბავ­შვე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მელ ად­გი­ლას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი

და­უშ­ვე­ბე­ლია ფუ­რო­ტალ­გი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ფუთ­ვა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ.
ფუ­რო­ტალ­გი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფლა­კო­ნის გახ­სნი­დან.
არ შე­იძ­ლე­ბა წამ­ლის გა­დაგ­დე­ბა კა­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ში ან სა­ყო­ფაც­ხოვ­რე­ბო ნაგ­ვი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ კონ­ტე­ი­ნერ­ში. ჰკით­ხეთ ფარ­მა­ცევტს, რო­გორ უნ­და გა­ნად­გურ­დეს ის წამ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აღარ გჭირ­დე­ბათ. ასე­თი ზო­მე­ბი ხელს უწ­ყობს გა­რე­მოს დაც­ვას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით)
სად შევიძინოთ?