გალვუსმეტ / GalvusMet


დიაბეტის შემთხვევაში გამოყენებული მედიკამენტი, პერორალური შაქრის დამწევი პრეპარატი
დახასიათება და შემადგენლობა 
ფარმაცევტული ფორმა
50 მგ/500მგ: ღია ყვითელი ფერის, დამრეცი კიდის მქონე ოვალური აბი, აფსკით, ცალ მხარეს ამოტვიფრული აქვს წარწერა “NVR“, მეორე მხარეს „LLO“.
50 მგ/850 მგ: ღია ყვითელი ფერის, დამრეცი კიდის მქონე ოვალური აბი, აფსკით, ცალ მხარეს ამოტვიფრული აქვს წარწერა “NVR“, მეორე მხარეს „SEH“.
50/1,000 მგ: მუქი ყვითელი ფერის, დამრეცი კიდის მქონე ოვალური აბი, აფსკით, ცალ მხარეს ამოტვიფრული აქვს წარწერა “NVR“, მეორე მხარეს „FLO“.

აქტიური ნივთიერებები
ვილდაგლიპტინი
მეტფორმინის ჰიდროქოლორიდი
ხელმისაწვდომია სამი დოზა. გალვუს მეტის ერთი აბი შეიცავს:
50მგ ვილდაგლიპტინი და 500მგ მეტფორმინის ჰიდროქოლორიდი
50მგ ვილდაგლიპტინი და 850მგ მეტფორმინის ჰიდროქოლორიდი
50მგ ვილდაგლიპტინი და 1000მგ მეტფორმინის ჰიდროქოლორიდი
მოქმედი ნივთიერებები
ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი
ზოგიერთი დოზირების აბი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში

დამხმარე ნივთიერებები
 რკინის III ოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი და ტალკი.
ფარმაცევტული შემცველობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყნებში.

ჩვენება
II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის (T2DM):
გალვუსი მეტ ინიშნება დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომელთა დიაბეტი სათანადოდ არ კონტროლდება მეტფორმინის ჰიდროქლორიდით ან მხოლოდ ვილდაგლიპტინით ან რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ მკურნალობა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის  ცალკეული აბების კომბინაციით.
„გალვუსი მეტ“ ინიშნება  სულფონილშარდოვანასთან (SU) კომბინაციაში (ე.ი. სამმაგ კომბინაციაში), დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს პაციენტებში, როცა სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას საშუალებით.
„გალვუსი მეტ“ ინიშნება  ინსულინზე დანამატის სახით, დიეტის და ვარჯიშების 
დროს გლიკემიის ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად პაციენტებში,   
როდესაც მარტო ინსულინის და მეტფორმინის სტაბილური დოზა ვერ 
უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.
„გალვუსი მეტ“ ინიშნება  საწყისი თერაპიის სახით T2DM დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა დიაბეტის ადეკვატური კონტროლი არ ხორციელდება მხოლოდ დიეტისა და ვარჯიშის მეშვეობით.

დოზირება და მიღების წესი
დოზა
II ტიპის შაქრის დიაბეტის მკურნალობაში ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის გამოყენება უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს ეფექტურობისა და გადატანის მიხედვით. „გალვუსი მეტ“ გამოყენებისას არ უნდა იქნას გადაჭარბებული ვილდაგლიპტინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (100 მგ).
„გალვუსი მეტ“ რეკომენდირებული საწყისი დოზა უნდა ემყარებოდეს პაციენტის მდგომარეობას და /ან ვილდაგლიპტინის და/ან  მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე რეჟმს.
საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც არასათანადოდ კონტროლდებოდნენ  ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჩვეულ საწყის დოზაზე დაყრდნობით (500 მგ დღეღამეში ორჯერ ან 850 მგ დღეღამეში ერთხელ) „გალვუსი მეტ“ შესაძლებელია მიღებული იქნას 50 მგ/500 მგ აბის სახით დღეღამეში ორჯერ და თანდათანობით შემცირდეს თერაპევტული პასუხის ადეკვატურობის შეფასების შემდეგ.
საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც არასათანადოდ კონტროლდებოდნენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიის დროს
პაციენტის მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე დოზაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დაინიშნოს 50 მგ/500 მგ, 50 მგ/850მგ ან 50 მგ/1,000 მგ აბი დღეღამეში ორჯერ.
საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადმოვიდნენ ვილდაგლიპტინი +მეტფორმინი ცალკეული აბებით კომბინირებული თერაპიიდან
უკვე მიღებული ვილდაგლიპტინის ან  მეტფორმინის დოზის მიხედვით „გალვუსი მეტ“ შესაძლებელია დაინიშნოს ან 50 მგ/500 მგ, 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1,000 მგ აბის სახით.
საწყისი დოზა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ ჩატარებიათ კვლევა
იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც ჯერ არ ჩატარებიათ კვლევა, შესაძლებელია დაენიშნოთ 50 მგ/500მგ დღეში ერთჯერ „გალვუსი მეტ“ და თერაპევტული პასუხის შეფასების შემდეგ თანდათანობით მიიყვანონ დოზა მაქსიმუმ 50მგ/1000მგ-მდე დღეში ორჯერ.
მიღება სულფონილშარდოვანასთან  ან ინსულინთან ერთად: 
„გალვუს მეტ“–ის დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ვილდაგლიპტინის 50 მილიგრამიან დოზას დღეღამეში ორჯერ (სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მიმდინარე პერიოდში მიღებული მეტფორმინის ანალოგიურ დოზას.
ძირითადი მიზნობრივი პოპულაცია
18 წლის ასაკის პირები და ზემოთ
სპეციალური პოპულაცია
პაციენტები თირკმელების უკმარისობით 
„გალვუს მეტ“–ი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა თირკმლების უკმარისობით, მაგ. კრეატინინის დონით ≥1.5 მგ/dL (>135 micromol/L) მამაკაცებში და კრეატინინის ≥1.4 მგ/dL (>110 micromol/L) დონით ქალებში (იხ. კარი „უკუჩვენებები“ და „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
„გალვუს მეტ“–ი არ არის რეკომენდირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობის კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნები, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც ჩაუტარდათ წინასწარი მკურნალობა ALT ან AST >2.5X ნორმის ზედა ზღვართან დაკავშირებით (იხ.კარი „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).

პედიატრიული პაციენტები
„გალვუს მეტ“–ის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.  შესაბამისად, გალვუსის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 18 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმული პაციენტები
ვინაიდან მეტფორმინი გამოიდევნება თირკმელებიდან, ხოლო ხანდაზმული ასაკის პაციენტებს გააჩნიათ თირკმელების ფუნქციის შემცირების ტენდენცია, ხანდაზმულმა პაციენტებმა, რომლებიც იღებენ „გალვუს მეტს“, საჭიროა რეგულარულად შეამოწმონ თირკმელების ფუნქცია. „გალვუს მეტ“ უნდა დაენიშნოთ მხოლოდ  თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს (იხ. კარი „უკუჩვენებები“ და „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
მიღების მეთოდი
პერორალური გამოყენება
„გალვუს მეტ“–ის მიღება საჭიროა საკვებთან ერთად, რომ შემცირდეს მეტფორმინის ჰიდროქოლორიდთან ასოცირებული გვერდითი მოვლენები.
„გალვუს მეტ“–ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ მიღება, როგორც კი ეს გაახსენდება პაციენტს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა
„გალვუს მეტ“–ს აქვს უკუჩვენებები პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. კარი აღწერა და შემცველობა, ნაწილი“დამხმარე ნივთიერებები“).
თირკმლების უკმარისობა
„გალვუს მეტ“–ს აქვს უკუჩვენებები პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ თირკმლების უკმარისობა (მაგ კრეატინინის დონის მიხედვით: ≥1.5 მგ/dL (>135 micromol/L) მამაკაცებში და ≥1.4 მგ/dL (>110 micromol/L) ქალებში ან კრეატინინის შეცვლილი კლირენსი) რომელიც ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს გულ–სისხლძარღვთა უკმარისობით (შოკი),მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და სეფსისი (იხ.კარი „დოზირება და მიღების წესი“ და კარი „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
გულის უკმარისობა
„გალვუს მეტ“–ს აქვს უკუჩვენებები გულის მდგრადი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მედიკამენტოზური მკურნალობა (იხილეთ „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).

დიაბეტური კეტოაციდოზი
„გალვუს მეტ“–ს აქვს უკუჩვენებები პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი, დიაბტური კეტოაციდოზის ჩათვლით, კომის თანხლებით/კომის გარეშე. დიაბტური კეტოაციდოზის დროს საჭიროა ინსულინით მკურნალობა.
რადიოლოგიური კვლევები
„გალვუს მეტ“–ის მიღება დროებით უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებიც გადიან რადიოლოგიურ გამოკვლევას იოდირებული კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ვინაიდან ამგვარი პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის მწვავე ცვლილებები („საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
„გალვუს მეტ“
„გალვუს მეტ“–ი არ ცვლის ინსულინს. „გალვუს მეტ“–ი არ უნდა იყოს გამოყენებული I ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტების ან დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობაში. 
ვილდაგლიპტინი
ღვიძლის უკმარისობა
ვილდაგლიპტინი არ არის რეკომენდირებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, იმ პაციენტების, ჩათვლით, რომლებსაც ჩაუტარდათ წინასწარი მკურნალობა  ALT or AST >2.5X ნორმის ზედა ზღვართან დაკავშირებით. 
ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი
ვილდაგლიპდინთან დაკავშირებით მიღებულია ინფორმაცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ერთეული შემთხვევების (ჰეპატიტის ჩათვლით) შესახებ. ამ შემთხვევებში როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ  პაციენტები სიმპტომების, კლინიკური გამოვლინებების და ღვიძლის ფუნქციონალური შემოწმების  (LFT) გარეშე დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. LFT უნდა ჩატარდეს „გალვუს მეტ“–ით მკურნალობის დაწყებამდე. „გალვუს მეტ“–ით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციონალური შემოწმება სამთვიანი ინტერვალებით პირველი წლის განმავლობაში და შემდგომში პერიოდულად. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნათ ტრანსამინაზას დონის მომატება, საჭიროა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციის მეორე შეფასება დასკვნის დასადასტურებლად და შემდეგ ღვიძლის ფუნქციის ხშირი შემოწმება მანამდე, ვიდრე დარღვევ(ები)ა არ გამოსწორდება. იმ შემთხვევაში, თუ AST ან ALT 3–ჯერ აღემატება ზედა ზღვარს ან უფრო მაღალია, რეკომენდირებულია „გალვუს მეტ“-ით მკურნალობის შეწყვეტა. თუ პაციენტებს განუვითარდებათ სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები, რეკომენდირებულია „გალვუს მეტ“-ით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება. „გალვუს მეტ“–ით მკურნალობის შეწყვეტის და ღვიძლის ფუნქციონალური ტესტის (LFT) ნორმალიზების შემდეგ,   ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ უნდა განახლდეს.
„გალვუს მეტ“–ით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
გულის უკმარისობა
ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) პაციენტებში ჩატარებულმა ვილდაგლიპტინის კლინიკურმა კვლევებმა, I-III ფუნქციონალური კლასი, უჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მურნალობა არ იყო ასოცირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან ადრე არსებული გულის უკმარისობის გაუარესებასთან (CHF) პლაცებოსთან შედარებით. კლინიკური გამოცდილება 
NYHA  III ფუნქციონალური კლასის პაციენტებში კვლავ შეზღუდულია და შედეგები დამაჯერებელი არ არის (იხილეთ „კლინიკური კვლევები),
არ არსებობს NYHA ფუნქციონალური IV კლასის პაციენტებში ჩატარებული კლინიკური კვლევის დროს ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება და შესაბამისად მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ამ პაციენტებში.
მეტმორფინის ჰიდროქლორიდი
ლაქტოაციდოზი
ლაქტოაციდოზი წარმოადგენს ძალზე იშვიათ, მაგრამ სერიოზულ მეტაბოლურ გართულებას, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას მეტფორმინის დაგროვებასთან დაკავშირებით. რძის აციდოზის რეგისტრირებული  შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს, ძირითადად გამოვლინდა თირკმლების მნიშნელოვანი უკმარისობის მქონე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. რძის აციდოზით დაავადების  შემთხვევები შეიძლება და უნდა შემცირდეს სხვა ისეთი რისკ– ფაქტორების შეფასების გზით, როგორიცაა ცუდად კონტროლირებადი დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა (იხ. აგრეთვე კარი „უკუჩვენებები და ურთიერთქმედება“). 
ლაქტოაციდოზის დიაგნოსტირება 
ლაქტოაციდოზს ახასიათებს აციდოზური ქოშინი, მუცლის ტკივილი და ჰიპოთრემია თანმდევი კომით. დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შედეგებით დადგინდა სისხლის შემცირებული pH, ლაქტატის პლაზმის დონე 5 mmol/L–ზე ზემოთ და მომატებული ანიონური სხვაობა და ლაქტატის/პირუვატის თანაფარდობა. თუ ეჭვი აქვთ მეტაბოლური აციდოზის არსებობაზე, მედიკამენტური საშუალებით მკურნალობა უნდა შეწყდეს  და პაციენტი დაუყონებლივ იქნას ჰოსპიტალიზირებული   (იხ. კარი „დოზის გადაჭარბება“).
თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი
როგორც ცნობილია, მეტფორმინი ჰიდროქლორიდის დიდი რაოდენება გამოიყოფა თირკმელებიდან და მისი აკუმულირების და რძის აციდოზის რისკი იზრდება თირკმელების უკმარისობის ხარისხის მიხედვით. პაციენტებისთვის,  რომლებსაც ასაკთან შედარებით  მაღალი აქვთ კრეატინინს დონე,  „გალვუს მეტ“–ი ნაჩვენები არ არის. რადგან ასაკი დაკავშირებულია თირკმელების ფუნქციის შემცირებასთან, საჭიროა „გალვუს მეტ“–ის დოზის თანდათანობით შემცირება ასაკოვან პაციენტებში, მინიმალური დოზის მიღწევამდე ადეკვატური გლიკემიური შედეგის მისაღწევად, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი. გარდა ამისა, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მაშინ, როდესაც თირკმელების ფუნქცია შესაძლოა  დაირღვეს ანტიჰიპერტენზიული ან დიურეტიკებით თერაპიის დროს ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის  პროცესში. საჭიროა თირკმელების ფუნქციის შემოწმება და ნორმალურად მიჩნევა „გალვუს მეტ“–ით მკურნალობის დაწყებამდე, შედგომში კი შემოწმება განმეორდეს მინიმუმ ერთხელ წელიწადში  თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, მინიმუმ 2–დან 4–მდე წელიწადში იმ პაციენტებისთვის,  რომლებსაც კრეატინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, პაციენტებმა, რომლებიც სავარაუდოა, რომ დაემართოთ თირკმელების დისფუნქცია, უფრო ხშირად უნდა გაიარონ შემოწმება. თუკი სახეზე იქნება თირკმელების დისფუნქცია, საჭიროა  შეწყდეს „გალვუს მეტ“–ის მიღება.
თანმხლები პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა თირკმელების ფუნქციაზე ან მეტფორმინ ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა
თანმხლები პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა თირკმელების ფუნქციაზე, იწვევენ მნიშვნელოვან ჰემოდინამიკურ ცვლილებებს ან ხელს უშლიან მეტფორმინი ჰიდროქლორიდის სწორ განაწილებას, როგორიცაა კატიონური პრეპარატები, რომლებიც გამოიდევნება თირკმლის სეკრეციული არხებიდან,  უნდა ინიშნებოდეს სიფრთხილით (იხ. კარი „ურთიერთქმედება“).
ინტრავასკულარული იოდირებული მასალების შეყვანა
„გალვუს მეტ“–ის მიღება დროებით უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ რადილოგიური კვლევები იოდირებული მასალების ინტრავასკულარული შეყვანით, რადგან ამგვარი მასალების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის მწვავე ცვლილება და ზრდის რძის აციდოზის განვითარების რისკს. ამგვარი კვლევების ჩატარების პერიოდში „გალვუს მეტ“–ის მიღება დროებით უნდა შეჩერდეს პროცედურის დაწყებამდე და მისი მსვლელობისას, დაცული იქნას 48–საათიანი შუალედი და განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება თირკმელების ფუნქციის ხელახალი შეფასება და დადასტურდება მათი ნორმალური ფუნქციონირება.
ჰიპოქსიის მდგომარეობა
გულს–სისხლძარღვთა უკმარისობა (შოკი), გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდის მწვავე ინფარქტი და სხვა მდგომარეობა, რომელსაც თან სდევს ჰიპოქსემია, დაკავშირებული იყო რძის აციდოზთან და ასევე შეუძლია პრერინალური აზოტემიის გამოწვევა. თუ ამგვარი მოვლენები აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა „გალვუს მეტ“–ით, პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეწყვეტილი.
ქირურგიული პროცედურები
 „გალვუს მეტ“–ით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის წინ (გარდა უმნიშვნელო პროცედურებისა, რომლებიც არ არის დაკავშირებული საკვების და სითხის შეზღუდვასთან) და არ უნდა იქნას აღდგენილი, ვიდრე არ შეჯამდება პაციენტის მიერ მისაღები პრეპარატები და არ დადასტურდება თირკმლების ნორმალური ფუნქციონირება.
ალკოჰოლის მიღება
ცნობილია, რომ ალკოჰოლი ზრდის მეტფორმინ ჰიდროქლორიდის გავლენას ლაქტატის მეტაბოლიზმზე. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება თავი აარიდონ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას „გალვუს მეტ“–ით მკურნალობის განმავლობაში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
იმის გამო რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა უკავშირდებოდა ლაქტოაციდოზის რამდენიმე შემთხვევას, რისკი უკავშირდებოდა  მეტფორმინ ჰიდროქლორიდს. „გალვუს მეტ“–ით მკურნალობა, როგორც წესი არ უნდა ტარდებოდეს ღვიძლის დაავადების კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნების მქონე  პაციენტებში.
B12 ვიტამინის დონე
„გალვუს მეტ“–ის შემადგენელი კომპონენტი მეტფორმინი უკავშირდება სისხლის შრატში ვიტამინ В12–ის შემცირებას კლინიკური გამოვლინებების გარეშე, პაციენტების დაახლოებით 7%–ში. იშვიათ შემთხვევებში ამგვარი შემცირება შეიძლება უკავშირდებოდეს ანემიას და გააჩნია სწრაფად შექცევადი ხასიათი  მეტფორმინი ჰიდროქლორიდის მიღების შეწყვეტისას ან ვიტამინი В12 მიღებისას. პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ „გალვუს მეტ“–ით, რეკომენდირებულია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების  მინიმუმ წელიწადში ერთხელ  გაზომვა და ნებისმიერი აშკარა დარღვევის შესაფერისი გამოკვლევა. ზოგიერთ ინდივიდს (მაგალითად ისინი, ვინც არასაკმარისი ოდენობით იღებენ ვიტამინ В12 ან კალციუმს, ან მათი ორგანიზმის მიერ ძნელად ხდება მათი ათვისება) შეიძლება გააჩნდეს წინასწარი განწყობა  ვიტამინი В12–ის არასაკამარისი გამომუშავებისადმი ორგანიზმში. ამგვარ პაციენტებში  რეკომენდირებული იქნებოდა ვიტამინი В12–ს რუტინული გაზომვა ორი–სამი წლის ინტერვალით.
ცვლილებები მანამდე კონტროლირებად II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების კლინიკურ სურათში
II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნათ ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა ან კლინიკური დაავადება (განსაკუთრებით გაურკვეველი ან ცუდად გარკვეული დაავადებები) დაუყოვნებლივ უნდა შეფასდნენ კეტოაციდოზზე ან ლაქტოაციდოზზე. თუ სახეზეა ნებისმიერი ფორმის აციდოზი, „გალვუს მეტ“–ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები.
ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემია ჩვეულებრივ არ გვხვდება პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ მხოლოდ „გალვუს მეტ“–ი, მაგრამ შეიძლება თავი იჩინოს იმ შემთხვევაში, თუკი ხდება კალორიების არასაკმარისად მიღება, როდესაც დაძაბული ვარჯიშების ფონზე  არ ხდება კალორიების შევსება ან ეთანოლის გამოყენება. ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილება აღენიშნებათ ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს ან მათ, ვინც არასაკმარისად იკვებება და თირკმელზედა ჯირკვლის და და ჰიპოზის დაავადების მქონე ავადმყოფებს, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს. ჰიპოგლიკემიის ამოცნობა ძნელია ხანდაზმულ პაციენტებში და ასევე იმ პირებში, რომლებიც იღებენ  ბეტა–ადრენერგიულ ბლოკატორებს. 
სისხლში გლუკოზის დონეზე კონტროლის დაკარგვა
როდესაც პაციენტი, რომლის მდგომარეობაც დასტაბილურდა ნებისმიერი ანტიდიაბეტური რეჟიმის ფონზე,  განიცდის დატვირთვას, როგორიცაა ციებ–ცხელება, ტრავმები, ინფექციები, ოპერაციები და ა.შ, შესაძლებელია მოხდეს გლიკემიაზე კონტროლის დაკარგვა.   ასეთ დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს „გალვუს მეტ“–ის მიღების შეწყვეტა და ინსულინის დროებითი მიღება. მწვავე შემთხვევის გავლის შემდეგ „გალვუს მეტ“–ით მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
 „გალვუს მეტ“–ი
აქ წარმოდგენილი მონაცემები უკავშირდება ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის მიღებას თავისუფალი ან ფიქსირებული დოზის კომბინაციის სახით.
რეგისტრირებული იქნა ანგიოედემის იშვიათი შემთხვევები ვილდაგლიპტინით მკურნალობის პროცესში. შემთხვევათა უმეტესი ნაწილი რეგისტრირებული იქნა, როდესაც ვილდაგლიპტინი მიიღებოდა  მაკონვერტირებელი ფერმენტის ინგიბიტორ ანგიოტენზინთან ერთად (ACE-ინგიბიტორი). შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი ხასიათის იყო და აღმოიფხვრა ვილდაგლიპტინით მკურნალობის პროცესში.
მიღებული იქნა ინფორმაცია ღვიძლის დისფუნქციის იშვიათი შემთხვევების შესახებ (ჰეპატიტის ჩათვლით) ვილდაგლიპტინთან დაკავშირებით. ამ შემთხვევებში პაციენტებს ძირითადად არ გააჩნდათ სიმპტომები, კლინიკური გამოვლინებები და მკურნალობის დასრულების შემდეგ  ღვიძლის ფუნქციონალური მაჩვენებლები (LFT) ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. კონტროლირებადი მონოთერაპიის მონაცემებში და დამატებით თერაპიულ ცდებში, რომელთა ხანგრძლივობა  24 კვირას შეადგენდა,   ALT ან AST–ს მომატების >= 3x ULN (კლასიფიცირდება როგორც არსებული მინიმუმ ორ თანმიმდევრულ გაზომვისას ან საბოლოო თერაპიული ვიზიტის დროს) შეადგენდა 0.2%, 0.3% და 0.2% 50 მგ ვილდაგლიპტინი დღიური დოზის შემთხვევაში, 50 მგ ვილდაგლიპტინის დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში  და შესაბამისად, ყველა კომპარატორში. ტრანსმინაზას აღნიშნული მომატება ძირითადად იყო ასიმპომატური, არაპროგრესირებადი და არ იყო დაკავშირებული ქოლესტაზთან ან სიყვითლესთან. 
კლინიკურ კვლევებში, სადაც კეთდებოდა კომბინაცია ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი, პაციენტების 0.4% შეუწყვიტეს დანიშნულება უარყოფითი რეაქციის გამო დღეღამეში 50 მგ ვილდაგლიპტინის ერთჯერად დოზაზე + მეტფორმინი სამკურნალო ჯგუფში. ინფორმაცია სატესტო ჯგუფებში მკურნალობის შეწყვეტის შესახებ დღეღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინის + მეტფორმინის ან პლაცებო+მეტფორმინის მიღებისას უარყოფითი შედეგების გამო მიღებული არ  ყოფილა.
კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემიის შემთხვევები იშვიათი იყო პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა 50 მგ ვილდაგლიპტინით დღეღამეში,   მეტფორმინთან კომბინაციაში (0.9%), პაციენტებში, რომლებსაც აძლევდნენ 50 მგ ვილდაგლიპტინს დღეღამეში ორჯერ,  მეტმორფინთან კომბინაციაში (0.5%) და პაციენტებში, რომლებსაც აძლევდნენ პლაცებო+მეტფორმინს (0.4%). ვილდაგლიპტინის ჯგუფში არ ყოფილა აღმოჩენილი ჰიპოგლიკემიის არც ერთი მძიმე შემთხვევა. 
ვილდაგლიპტინი არ მოქმედებს წონაზე, როდესაც ინიშნება მეტფორმინთან კომბინაციაში. 
გვერდითი მოვლენები კუჭ–ნაწლავის მხრიდან, როგორიცაა ფაღარათი და გულისრევა, როგორც წესი საკმაოდ გავრცელებულია მეტფორმინის ჰიდლოქლორიდის შეყვანისას. ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის კლინიკურ პროგრამაში (n =2,264) რომლის დროსაც ხდებოდა 50 მგ ვილდაგლიპტინის დღეღამეში ორჯერ მიღება, ან 100 მგ ვილდაგლიპტინის დღეღამეში ერთხელ მიღება, ფაღარათის შემთხვევები შეადგენდა  1.2%, 3.5% და 0.8 % შესაბამისად და გულისრევის სიჩქარე შეადგენდა 1.7%, 3.7% და 1.7% შესაბამისად, 2.9%–თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში (n = 347) და 26.2%–თან შედარებით და 10.3%–თან შედარებით მეტფორმინის ჰიდლოქლორიდის ჯგუფში (n = 252).
საერთო ჯამში, დარეგისტრირდა კუჭ–ნაწლავის 13.2% სიმპტომი (50 მგ დღეღამეში ერთხელ ან ორჯერ) პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა მეტფორმინის ჰიდლოქლორიდითა და ვილდაგლიპტინით,  იმ პაციენტთა 18.1% შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ მეტფორმინის ჰიდლოქლორიდს.
კლინიკური ცდების დროს მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეჯამება ცხრილში
გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებიც ორმაგ „ბრმა“ კვლევებში მონოთერაპიის სახით იღებდნენ ვილდაგლიპტინს, როგორც დამატებას მეტფორმინით მონოთერაპიაზე, მოყვანილია ქვევით, თითოეული დანიშნულებისთვის, MedDRA-ს სისტემურ–ორგანული კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. თითოეული სისტემის ორგანული კლასისთვის მედიკამენტის გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით, სადაც პირველ ადგილზე გვხვდება უფრო ხშირი რეაქციები. სიხშირის მიხედვით შექმნილ თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები მოცემულია სერიოზულობის კლების მიხედვით. სიხშირის შესაბამისი კატეგორია თითოეული გვერდითი მოვლენისთვის დაფუძნებულია შემდეგ პირობითობაზე (CIOMS III) ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); არც ისე ხშირად  (≥1/1,000, <1/100); იშვიათად (≥1/10,000, <1/1,000); ძალიან იშვიათად  (<1/10,000).

ცხრილი 1:  სხვა გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ ვილდაგლიპტინი დღეღამეში 50 მგ ოდენობით  (ნ=233) ან 50 ან დღეღამეში ორჯერ 50 მგ ოდენობით (ნ=183)  მეტფორმინზე დამატებული თერაპიის სახით, პლაცებო+მეტფორმინთან შედარებით  ორმაგ „ბრმა“ კვლევებში

ნერვული სისტემის აშლილობები

 

გავრცელებული

კანკალითავბრუსხვევათავის ტკივილი


2 წლამდე ხანგრძლივობის გრძელვადიანმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა  რაიმე დამატებითი  უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს+მეტფორმინი.
როდესაც მიმდინარეობდა ვილდაგლიპტინის, როგორც მეტფორმინთან ერთად საწყისი კომბინირებული თერაპიის შესწავლა, რაიმე დამატებითი  უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები არ აღინიშნებოდა.
ინსულინთან კომბინაცია
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა დღეღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინი ინსულინთან კომბინაციაში,  თანმხლებ მეტფომრინთან ერთად ან მის გარეშე, გვერდითი ეფექტებს გამო მკურნალობის შეწყვეტა ვილდაგლიპტინით მკურნალობის ჯგუფში შეადგენდა  0.3% და არ აღნიშნულა არც ერთი შემთხვევა პლაცებოს ჯგუფში.
ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ანალოგიური იყო ორივე ჯგუფში (14.0% ჯგუფში, სადაც დაინიშნა ვილდაგლიპტინი, პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულ  16.4 %–თან შედარებით). ორ პაციენტს აღენიშნა ძლიერი ჰიპოგლიკემია ვილდაგლიპტინის ჯგუფში, და ექვს პაციენტს – პლაცებოს ჯგუფში. 
კვლევის ბოლოს, გავლენა სხეულის საშუალო წონაზე იყო ნეიტრალური (+ 0.6 kg ცვლილება საწყისი დონიდან ვილდაგლიპტინის ჯგუფში და უცვლელი წონა პლაცებოს ჯგუფში). 
ცხრილი 2 გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ ვილდაგლიპტინი დღეღამეში ორჯერ 50 მგ ოდენობით, ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე (n=371))

ნერვული სისტემის აშლილობები

 

გავრცელებული

თავის ტკივილი

კუჭ–ნაწლავის აშლილობები

 

გავრცელებული

გულისრევა, გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადება

 

იშვიათი

დიარეა, მეტეორიზმი

საერთო აშლილობა და მედიკამენის შეყვანის ადგილის მდგომარეობა

 

გავრცელებული

ციება

კვლევა

 

გავრცელებული

 სისხლში გლუკოზის შემცირება


კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან
არ ყოფილა აღნიშნული გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში, შემთხვევათა 0.6% შედარებით პლაცებო+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში.
ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე გავრცელებული იყო ორივე ჯგუფში (5.1% ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში, და 1.9 % პლაცებო+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში). ძლიერი ჰიპოგლიკემიის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ვილდაგლიპტინის ჯგუფში. 
კვლევის ბოლოს, გავლენა სხეულის საშუალო წონაზე იყო ნეიტრალური (+ 0.6 კგ ცვლილება ვილდაგლიპტინის ჯგუფში და  –0.1 კგ პლაცებოს ჯგუფში). 


ცხრილი 3    გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ ვილდაგლიპტინი ორჯერ 50 მგ ოდენობით, მეტმორფინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (n=157)

ნერვული სისტემის აშლილობები

 

გავრცელებული

თავბრუსხვევა, კანკალი

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

 

გავრცელებული

ასტენია

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები

 

გავრცელებული

ჰიპოგლიკემია

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

 

გავრცელებული

ჰიპერჰიდროზი


ვილდაგლიპტინი
გვერდით რეაქციები ვილდაგლიპტინზე, მიღებული მონოთერაპიის დროს ორმაგ „ბრმა“ კვლევებში, წარმოდგენილია 4  ცხრილში.
ცხრილი 4:  გვერდით რეაქციები პაცეინტებში, რომლებიც იღებდნენ 50 მგ ვილდაგლიპტინს დღეღამეში ერთხელ (ნ=409) ან 50 მგ დღეღამეში ორჯერ (ნ=1,373) მონოთრეაპიის სახით ორმაგ „ბრმა“ კვლევებში


ნერვული სისტემის აშლილობები

 

გავრცელებული

თავბრუსხვევა

 

იშვიათი

თავის ტკივილი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

 

იშვიათი

შეკრულობა

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

 

იშვიათი

პერიფერიული ედემა


არ ყოფილა დაფიქსირებული რაიმე გვერდითი მოვლენა კლინიკურად მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლით, როდესაც ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს გამოყენებული იქნა მეტფორმინი. 
მონოთერაპიული კვლევების დასრულების საერთო სიხშირე უარყოფითი შედეგების მიღების გამო არ ყოფილა უფრო მაღალი იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა დღეღამეში 50 მგ ვილდაგლიპტინის ოდენობით (0.2%),   დღეღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინის ოდენობით (0.1%), ვიდრე პლაცებოს (0.6%) ან კომპარატორების ჯგუფში (0.5%). 
მონოთერაპიული კვლევებში ჰიპოგლიკემია წარმოადგენდა იშვიათობას, აღენიშნა პაციენტების 0.5%–ს (2 პაციენტი 409-დან), რომლებიც იღებდნენ  ვილდაგლიპტინის 50 მგ დოზას  დღეღამეში ერთხელ და 0.3%–ს (4 პაციენტი 1,373-დან) პაციენტებისა, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა 50 მგ დოზით ორჯერ დღეღამეში, იმ პაციენტთა 0.2%–თან შედარებით (2 პაციენტი 1,082-დან) ჯგუფებში, რომლებსაც ეძლეოდათ აქტიური კომპარატორი ან პლაცებო, სერიოზული ან მძიმე შემთხვევები გამოვლენილი არ ყოფილა. ვილდაგლიპტინი ნეიტრალურია წონის მიმართ, როცა მისი მიღება ხდება მონოთერაპიის სახით.
2 წლამდე ხანგრძლივობის გრძელვადიანმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა  რაიმე დამატებითი  უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები ვილდაგლიპტინით მონოთერაპიასთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები სპონტანური ანგარიშებიდან - რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების გამოცდილება (სიხშირე უცნობია)
მედიკამენტის შემდგომი გვერდითი მოვლენები მიღებულია „გალვის მეტ-ის“ რეგისტრაციის შემდგომი სპონტანური ანგარიშებიდან. რადგან ეს ანგარიშები მიღებულია ნებაყოფლობით იმ საზოგადოებისან, რომლის რაოდენობაც უცნობია, შეუძლებელია მათი სიხშირის შეფასება, რომლის კატეგორიზაციაც ხდება, როგორც უცნობი.
ჰეპატიტი, რევერსიული ხასიათით პრეპარატის შეწყვეტის შემდგომ (იხ.ასეე კარი „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“) 
ჭინჭრის ციება, პანკრეატიტი, ადგილობრივი აქერცვლა ან წყლულები.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
მეტფორმინით გამოწვეული ცნობილი გვერდითი მოვლენები თავმოყრილია 5 ცხრილში.
ცხრილი 5:  მეტფორმინით გამოწვეული ცნობილი გვერდითი მოვლენები

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ძალიან გავრცელებული     მადის დაკლება

ძალზე იშვიათად            რძის აციდოზი

ნერვული სისტემის აშლილობები

გავრცელებული   დისგევზია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან

ძალზე გავრცელებული  გულისრევაღებინება, ფაღარათიმუცლის ტკივილი

ჰეპატობოლიარული დარღვევები

ძალზე იშვიათად ჰეპატიტი**

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალზე იშვიათად    კანის რეაქციები, როგორიცაა ერითემაქავილიჭინჭრის ციება

კვლევა

ძალზე იშვიათად     B12 ვიტამინის ათვისების შემცირება*, ღვიძლის ფუნქციის ტესტი

ნორმასთან შეუსაბამო


* B12 ვიტამინის ათვისების შემცირება ძალზე იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც გრძელვადიანი მკურნალობის სახით იღებდნენ მეტფორმინს და ძირითადად არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. ამგვარი ეტიოლოგიის განხილვა რეკომენდირებულია, თუკი პაციენტს განუვითარდა მეგობლასტური ანემია.
**აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ჰეპატიტის გამოვლენის  ცალკეული შემთხვევები, რომლებიც აღმოიფხვრა მეტფორმინის მიღების შეწყვეტის შემდგომ.
არასასურველი მოვლენების კუჭ–ნაწლავის მხრიდან ყველაზე ხშირად თავს იჩენდა თერაპიის დასაწყისში და დამოუკიდებლად ქრებოდა შემთხვევათა უმეტესობაში. მათი თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია მეტფორმინის მიღება 2 სადღეღამისო დოზის სახით ჭამის დრის ან შემდეგ. დოზის თანდათანობით გაზრდას ასევე შეუძლია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ამტანობის გაუმჯობესება.
ურთიერთქმედებები
„გალვუს მეტ“
რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ ყოფილა დაფიქსირებული, როდესაც ვილდაგლიპტინი (100 მგ დღეღამეში ერთხელ) ერთდროულად იქნა გამოყენებული მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან ერთად  (1000 მგ დღეში ერთხელ). გალვუს მეტის თითოეული შემადგენელი კომპონენტის მედიკამენტური ურთიერთქმედება ყურადღებით იქნა შესწავლილი. თუმცა,  აქტიური ნივთიერებების ერთდროულმა გამოყენებამ პაციენტებში კლინიკური კვლევების დროს და ფართო კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოუწვევია რაიმე მოულოდნელი ურთიერთქმედება
შემდეგი განცხადებები ასახავენ არსებულ ინფორმაციას ცალკეული აქტიური ნივთიერებების შესახებ (ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი).
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინს გააჩნია მედიკამენტური ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ არის ციტოქრომ P (CYP) 450 ენზიმის სუბსტრატი და არც თრგუნავს და არც ააქტიურებს CYP 450 ენზიმებს, სავარაუდოა, რომ იგი არ ურთიერთქმედებს თანაპრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტების სუბტრატებს, ინგიბიტორებს ან ინდუქტორებს. 
გარდა ამისა, ვილდაგლიპტინი არ ახდენს გავლენას თანაპრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1, და CYP 3A4/5. პრეპარატების ურთიერთქმედების შესწავლა ტარდებოდა ჩვეულებრივ ერთობლიობაში დანიშნულ მედიკამენტებზე, II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან ვიწრო მედიკამენტური ჩარჩოს მქონე პრეპარატებზე. აღნიშნული კვლევების შედეგად რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დიაბეტის სამკურნალო სხვა პერორალურ საშუალებებთან (გლიბენკლამიდი, პიოგლიტაზონი, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი), ამლოდინი, დიგოკსინი, რამიპირილი, სიმვასტატინი, ვალსარტანი ან ვარფარინი, არ აღინიშნებოდა ვილდაგლიპტინთან ერთდროულად მიღების შემდეგ.
მეტმორფინის ჰიდროქლორიდი
მეტმორფინის კომპონენტების შესახებ ცნობილია შემდეგი: 
ფუროსემიდი
ფუროსემიდმა, მეტფორმინის თირკმლის კლირენსის ცვლილების გარეშე გაზარდა მეტმორფინის  Cmax და სისხლის AUC. მეტმორფინმა შეამცირა ფუროსემიდის Cmax და სისხლის AUC, ამასთან არ შეუცვლია  ფუროსემიდის თირკმლის კლირენსი.

ნიფედიპინი
ნიფედიპინმა გაზარდა აბსორბცია, მეტფორმინის Cmax და AUC და გაზარდა შარდში მეტფორმინის გამოყოფის დონე. მეტფორმინმა მინიმალური გავლენა მოახდინა ნიფედიპინზე.
გლიბურიდი
გლიბურიდმა არავითარი გავლენა არ მოახდინა მეტფორმინის PK/PD პარამეტრებზე. აღინიშნებოდა გლიბურიდის მიერ Cmax–ის, სისხლის AUC დაწევა, მაგრამ მონაცემები საკმაოდ ცვალებად ხასიათს ატარებდა. ამგვარად, ამ ფაქტის  კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.
კატიონური პრეპარატები
კატიონურ პრეპარატებს (მაგალითად ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინაქინა, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი ან ვანკომიცინი), რომლებიც გამოიყოფა თირკმელების არხების სეკრეციით, თერიულად გააჩნიათ მეტფორმინთან ურთიერთქმედების პოტენციალი. ამგვარად, ციმეტიდინთან ერთად სისხლში/პლაზმაში აღმოჩენილი იქნა მეტმორფინის მომატებული კონცენტრაცია და AUC, 60% და 40%, შესაბამისად.  მეტმორფინს არ მოუხდენია გავლენა  ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა  ამგვარი ურთიერთქმედების თეორიული შესაძლებლობა არსებობს, (გარდა ციმეტიდინისა), რეკომენდირებულია პაციენტების და მეტფორმინის, ასევე ამგვარი პრეპარატების გულმოდგინე მონიტორინგი.
სხვა
ზოგიერთ პრეპარატს გააჩნია ჰიპერგლიკემიის წარმოშობის ტენდენცია და  გლიკემიური კონტროლის დაკარგვის რისკი. აღნიშნულ პრეპარატებში  შედიან ტიაზიდები და სხვა შარდმდენები, კორტიკოსტეროიდები, ფენოტიაზინები,  ფარისებრი ჯირკვლის  პრეპარატები, ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპრივები, ფენიტიონი, ნიკოტინის მჟავა, სიმპათომიმეტიკები, კალციუმის არხის ბლოკატორები და იონიაზიდი. რეკომენდირებულია, ამგვარი პრეპარატების დანიშვნისას ან შეწყვეტისას ჩატარდეს გლიკემიური კონტროლი და დოზის კორექტირება.
არსებობს რძის აციდოზის მომატებული რისკი მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს (განსაკუთრებით დიეტის, არასაკმარისი კვების, შიმშილობის ან ღვიძლის უკმარისობის ფონზე) რაც გამოწვეულია “გალვუს მეტი”-ს აქტიური ნივთიერების, მეტფორმინით. ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და ალკოჰოის შემცველ პრეპარატებს (იხ. კარი „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები, ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
ორსულობა
ჩატარდა ტესტები ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე ვირთხებში და კურდღლებში (ტერატოლოგია), კომბინაციაში  ვილდაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 1:10, რომლებმაც არ აჩვენეს რაიმე სახის ტერატოგენურობა. თუმცა, არ არსებობს ორსული ქალების ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი რაიმე კვლევა და შესაბამისად,  “გალვუს მეტი” არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, თუკი დედისთვის მოტანილი სარგებლობა არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ორგანიზმის რეაქციის პროგნოზირებას.
ძუძუთი კვება 
„გალვუს მეტი“–ს კომბინირებულ კომპონენტებზე კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან უცნობია, გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი და/ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდი დედის რძეში, ამიტომ „გალვუს მეტი“ არ ინიშნება მეძუძური დედებისთვის. 

ნაყოფიერება
ნაყოფიერების კვლევები ჩატარდა ვირთხებში ვილდაგლიპტინით, სადაც გამოყენებული იყო დოზები, რომლებიც 200-ჯერ აღემატება ადამიანების შემთხვევაში გამოყენებულ დოზებს და არ გამოვლენილა ვილდაგლიპტინით გამოწვეული ნაყოფიერების დარღვევა და ემბრიონის ადრეული განვითარება. არ ჩატარებულია კვლევები ადამიანის ნაყოფიერებაზე გალვუს მეტის გავლენასთან დაკავშირებით.
დოზის გადაჭარბება
ნიშნები და სიმპტომები
ვილდაგლიპტინი
ჯანმრთელ პაციენტებში (შვიდიდან თოთხმეტ პაციენტამდე თითოეულ ჯგუფში), ვილდაგლიპტინი მიიღებოდა დღეღამეში ერთხელ, 25, 50, 100, 200, 400, და 600 მგ–იანი დოზით 10 დღე ზედიზედ. 200 მგ–მდე დოზას პაციენტები კარგად იტანენ. 400 მგ–ის მიღებისას აღირიცხა კუნთების ტკივილის სამი შემთხვევა, მსუბუქი და დროებითი პარესტეზია, ცხელება, შეშუპება და ლიპაზას დონის დროებითი მომატება (2x ULN). 600 მგ–ის მიღებისას ერთ პაციენტს აღენიშნა ფეხების და ხელების შეშუპება, კრეატინ ფოსფოკინაზას დონის (CPK) ჭარბი მომატება, რომელსაც თან სდევდა ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST),  C-რეაქტიული ცილის და მიოგლობინის მომატება. აღნიშნული დოზირების ჯგუფში სამ პაციენტს დამატებით აღენიშნა ორივე ფეხის შეშუპება, აქედან ორ პაციენტს ასევე აღენიშნებოდა პარესტეზია. ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული დარღვევები აღმოიფხვრა შესასწავლი პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. 
ვილდაგლიპტინი არ ექვემდებარება დიალიზს, თუმცა ჰიდროლიზის ძირითადი მეტაბოლიტი (LAY151) შეიძლება გამოყვანილი იქნას ჰემოდიალიზის დახმარებით.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
ადგილი ჰქონდა მეტფორმინის ჰიდროქლირიდის დოზის გადაჭარბებას, მათ შორის 50 გრ. მეტი მოცულობის დოზის ჩაყლაპვას.  შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში დაფიქსირდა ჰიპოგლიკემია, თუმცა არ ყოფილა აღმოჩენილი მიზეზ–შედეგობრივი კავშირი მეტფორმინის ჰიდროქლირიდის მიღებასთან. მეტფორმინ ჰიდროქლირიდის დოზის გადაჭარბებისას გამოვლენილი იქნა ლაქტოაციდოზის შემთხვევათა დაახლოებით 32%. მეტფორმინი ექვემდებარება დიალიზს, და კარგ ჰემოდინამიურ პირობებში კლირენსი შეადგენს 170 მილიგრამამდე/წთ. შესაბამისად, ჰემოდიალიზი შეიძლება სასარგებლო იყოს ჭარბად დაგროვილი მედიკამენტის გამოსაყვანად პაციენტებში, რომლებსაც სავარაუდოდ აღენიშნებათ მეტფორმინის ჰიდროქლირიდის დოზის გადაჭარბება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის დაწყება, პაციენტის კლინიკური ნიშნების და სიმპტომების შესაბამისად.

კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
გალვუს მეტი ახორციელებს ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინირებას, რომელთაც მოქმედების განსხვავებული მექანიზმები გააჩნიათ, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესების მიზნით: ვილდაგლიპტინი, რომელიც გახლავთ DPP-4-ის (დიპეპტიდილ-პეპტიდაზა-4) ინჰიბიტორების კლასის წევრი და მეტფორმინ ჰიდროქლორიდი, ბიგუანიდების კლასის წევრი.
ვილდაგლიპტინი, რომელიც ინსულინის სინთეზის სtიმულს იწვევს, არის ძლიერი და სელექციური დიპეპტიდილ-პეპტიდაზა-4 (DPP-4) ინჰიბიტორი, რომელიც აუნჯობესებს გლიკემიურ კონტროლს. ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირება იწვევს საკვების მიღებამდე და საკვების მიღების შემდეგ ინკრეტინული ჰორმონების GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და GIP-s (გასტროინჰიბიტორული პეპტიდი) არსებული ენდოგენური დონის ზრდას.
მეტფორტინ ჰუდროქლორიდი ამცირებს ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნას, ამცირებს ნაწლავების მიერ გლუკოზის შეწოვას და აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობიარობას გლუკოზის პერიფერიულად შეწოვის გზით და უტლიზაციით.  მეტფორტინ ჰუდროქლორიდი იწვევს უჯრედშიდა გლიკოგენეზის სტიმულირებას გლიკოგენსინტაზაზე მოქმედებით და გარკვეული გარსების გლუკოზის გადამტანების გამტარობის გაზრდით (GLUT-1 და GLUT-4).
ფარმაკოდინამიკა
გალვუს მეტი
კლინიკურ კვლევებში ცალკეული კომპონენტების ეფექტურობა და უსაფრთხოება ერთდროული მიღებისას უფრო ადრე იქნა დადგენილი და შეფასებული. მეტმოფორმინ გიდროქლორიდით მკურნალობის პროცესში აღნიშნულმა კლინიკურმა კვლევებმა დადგინა  ვილდაგლიპტინის დამატებითი უპირატესობა არასათანადოდ კონტროლირებადი, II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში (იხილე მე-12 ნაწილი, კლინიკური კვლევები).  

ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4–ის აქტივობის სწრაფ და სრულ დამუხრუჭებას. II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვილდაგლიპტინის მიღებამ გამოიწვია DPP-4 ფერმენტის აქტივობის შენელება 24 საათის განმავლობაში.

აღნიშნული ინკრეტინის ჰორმონების ენდოგენური დონის მომატებით, ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა–უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზისადმი, რაც გვაძლევს გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინის სეკრეციის გაუმჯობესებას. II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობამ 50 მგ–დან დღეღამეში/100 მგ–მდე დღეღამეში დოზით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბეტა–უჯრედების ფუნქცია.  ბეტა–უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესების დონე დამოკიდებულია დაზიანების საწყის ხარისხზე; დიაბეტის არმქონე (ნორმალური გლიკემიური დონის მქონე) პირებში ვილდაგლიპტინი არ ახდენს ინსულინის სეკრეციის გაუმჯობესებას ან გლუკოზის დონის შემცირებას.
GLP-1 –ის დონის გაზრდით ვილდაგლიპტინი ზრდის  ალფა–უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზისადმი, რაც გვაძლევს გლუკოზის შესაფერისი გლუკაგონის სეკრეციას. ჭამის მიღებისას შუსაბამო გლუკაგონის მიღების შმცირება თავის მხრივ ასუსტებს რეზიზსტენტობას ინსულინის მიმართ.
ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინის/გლუკაგონის თანაფარდობის გაზრდა, რომელიც გამოწვეულია ჰორმონ ინკრეტინის დონის მომატებით, იწვევს ჭამისწინა და ჭამისშმდგომი ღვიძლის გლუკოზის გამომუშავების შემცირებას და ამგვარად გლიკემიის შემცირებას.
ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს GLP-1–ის დონის მომატების აღიარებული გავლენა კუჭის დაცლის შეჩერებაზე არ აღრიცხულა. დამატებით, აღინიშნება პოსტპრანდიალური ლიპემიის შემცირება, რომელიც არ არის დაკავშირებული ინკრეტინით გამოწვეული ვილდაგლიპტინის გავლენით გააუმჯობესოს სამკურნალო საშუალების მოქმედება.

მეტფორმინის გიდროქლორიდი
მეტფორმინის გიდროქლორიდი აუმჯობესებს გლუკოზის ამტანობას II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ამცირებს ბაზალურ და პოსტპრანდიალურ გლუკოზას პლაზმაში. სულფონილშარდმჟავასგან განსხვავებით, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას არც  II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში და არც ჯანმრთელ პირებში (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა), ასევე არ იწვევს ჰიპერინსულემიას. მეტფორმინ გიდროქლორიდით მკურნალობის პროცესში ინსულინის სეკრეცია არ იცვლება, ხოლო ინსულინის დონე ჭამის წინა პერიოდებში და პლაზმის დღიური პასუხი ინსულინზე  შეიძლება კიდევაც შემცირდეს.  
ადამიანებში, გლიკემიაზე გავლენის დამოუკიდებლად, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი დადებით გავლენას ახდენს ლიპიდების მეტაბოლიზმზე. აღნიშნული ჩანს კონტორლირებად, საშუალო–ვადიან და ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული  თერაპევტული დოზებიდან: მეტფორმინის გიდროქლორიდი ამცირებს ქოლესტეროლის, LDLc –ს და ტრიგლიცერიდების საერთო დონეს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
გალვუს მეტი
გალვუს მეტის სამი სახის სიძლიერის ბიოეკვივალენტობის კვლევებში  (50 მგ/500 მგ, 50 მგ/850 მგ და 50 მ/1,000 მგ), ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თავისუფალი კომბინაციის აბების შესაბამის დოზებთან შედარებით, გალვუს მეტის აბების ვილდაგლიპტონის და ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის გიდროქლორიდის კომპონენტების ფარმაკოკინეტიკური მრუდის ფართმა და მაქსიმალურმა კონცენტრაციამ (Cmax) აჩვენა ბიოეკვივალენტობა თავისუფალი კომბიანციის აბებთან მიმართებით.
საკვები არ ახდენს გავლენას გალვუს მეტიდან ვილდაგლიპტინის აბსორბციის ხარისხზე და სიჩქარეზე. გალვუს მეტის საკვებთან მიღებისას  მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომპონენტის Cmax და AUC of 26%–ით და 7%–ით შემცირდა.  საკვების მიღებისას ასევე შენელდა მეტფორმინ ჰიდროქლორიდის შეწოვა Tmax (2.0 დან 4.0 სთ).  Cmax –ის და AUC–ის აღნიშნული ცვლილებები მდგრადია, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ჭამის დროს ხდებოდა მხოლოდ მეტფორმინის გიდროქლორიდის მიღება. გალვუს მეტის ორივე კომპონენტზე: ვილდაგლიპტინზე და მეტფორმინის გიდროქლორიდზე საკვების მიღებამ   გამოავლინა ანალოგია ვილდაგლიპტინის ცალკე და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ცალკე საკვებთან მიღების ფარმაკოკინეტისკასთან.
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება მშიერ კუჭზე მიღების შემდეგ და აღწევს კონცენტრაციის პიკს  1,75 საათში. საკვებთან ერთდროული მიღება უმნიშვნელოდ ამცირებს ვილდაგლიპტინის ათვისების სიჩქარეს და 19%-ით ამცირებს პიკურ კონცენტრაციას და 2,5 საათით გადასწევს სისხლის პლაზმაში  პიკური კონცენტრაციის მიღწევის დროს. არ აღინიშნება რაიმე ცვლილება ათისების ხარისხში, საკვები კი არ ცვლის ზოგად ზემოქმედებას (AUC).
მეტფორმინის გიდროქლორიდი
მშიერ კუჭზე მიღებული 500 მგ მეტფორმინი გიდროქლორიდის აბის აბსოლუტური ბიომისაწვდომობა დაახლოებით 50–60% შეადგენს.  მეტფორმინი ჰიდროქლორიდის 500 მგ–დან 1500 მგ–მდე და 850 მგ–დან 2550 მგ–მდე აბების ერთჯერადად მიღების კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ  დოზების ზრდასთან ერთად კლებულობს დოზის პროპორციულობა, რაც უკავშირდება აბსორბციის შემცირებას და არა ცვლილებებს გამოყოფაში. საკვები ამცირებს და ანელებს მეტმორფინის შეწოვას,  სისხლის პლაზმაში მისი საშუალო პიკი დაახლოებით 40% ნაკლებია,  25%–ით უფრო მცირეა მისი გავრცელების ფართობი სისხლის პლაზმაში დროის მრუდთან შედარებით და 35 წუთით მეტად არის გახანგრძლივებული  სისხლის პლაზმაში  მისი პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო მეტფორმინი ჰიდროქლორიდის ერთი 850 მგ–იანი აბის მიღებისას, საკვებთან ერთად, ამავე აბის მშიერ კუჭზე მიღებასთან შედარებით. ამგვარი შემცირების კლინიკური რელევანტობა უცნობია.
განაწილება
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის დაკავშირება პლაზმის ცილებთან  დაბალია (9,3%), ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და ერითროციტებს შორის. ინტრევანეულად შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა  სტაციონარულ მდგომარეობაში (Vss) შეადგენს 71 ლ, რაც მიუთითებს ექტსრავასკულარულ განაწილებაზე.  

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 
მეტფორმინი ჰიდროქლორიდის განაწილების აშკარა მოცულობა (V/F) 850 მგ–იანი დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ საშუალოდ შეადგენდა 654 ± 358 ლ.  სულფონილშარდოვანასგან განსხვავებით, რომელიც 90%-ზე მეტით უკავშირდება ცილებს, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი უმნიშვნელოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ნაწილდება ერითროციტებში. მეტფორმინ გიდროქლორიდის ჩვეულებრივი კლინიკური დოზების და გამოყენების სქემებში დოზირებაში, მეტფორმინ გიდროქლორიდის  მდგრადი კონცენტრაცია  პლაზმაში მიიღწევა 24–დან 48 საათის განმავლობში და როგორც წესი, შეადგენს  <1 მიკროგრამ/მლ–ს. მეტფორმინ ჰიდროქლორიდზე  ჩატარებული კონტროლირებადი კლინიკური ცდების განმავლობაში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დონე (მაქსიმალური დოზების მიღების დროსაც კი) არ აღემატებოდა 5 მიკროგრამ/მლ–ს..
ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი
ვილდაგლიპტინი
მეტაბოლიზმი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმიდან ვილდაგლიპტინის გამოყოფის ძირითად გზას, რაც დოზის 69% შეადგენს. ძირითადი მეტაბოლიტი, LAY151, ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და წარმოადგენს ციანის ჯგუფის ჰიდროლიზის პროდუქტს, რაც შეადგენს დოზის 57%, შემდეგ მოდის ამიდის ჰიდროლიზის პროდუქტი (დოზის 4%). DPP-4 ნაწილობრივ ხელს უწყობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს, როგორც ეს ნაჩვენებია ორგანიზმზე დაკვირვების შედეგად,  არასაკმარისი DPP-4-ის მქონე ვირთხების გამოყენებით. ციტოქრომა Р450 ფერმენტების საშუალებით ვილდაგლიპტინი არ გარდაიქმნება  რაოდენობრივად განსაზღვრად ოდენობად. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ვილდაგლიპტინი არ ინჰიბირებს და არ ახდენს ციტოქრომა Р450 ფერმენტების  ინდუცირებას. 
ელიმინაცია
ვილდაგლიპტინი
[14C]–ვილდაგლიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით  85%   ორგანიზმიდან  გამოიყოფა შარდით, ხოლო 15% განავლით. თირკმელების მიერ უცვლელი ვილდაგლიპტინის ეკსკრეცია შეადგენს ორგანიზმის მიერ მიღებული დოზის 23%. ჯანმრთელი პაციენტებისთის ინტრავენულად შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის საერთო კლირენსი პლაზმასა და თირკმელებში შეადგენს 41 ლ/სთ და 13 ლ /სთ, შესაბამისად. ინტრავენულად შეყვანის შემდეგ ნახევრად გამოყვანის საშუალო პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. პერორალურად მიღების შემდეგ ნახევრად გამოყვანის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს და არ არის დამოკიდებული დოზის მოცულობაზე. 

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
ჯანმრთელ ადამიანებში ინტრავენური დოზის ერთჯერადად შეყვანისას კვლევებმა აჩვენა, რომ მეტმორფინის ჰიდროქლორიდი  უცვლელი სახით გამოიდევნება შარდით და არ მეტაბოლიზდება ღვიძლში (ადამიანის ორგანიზმში არ გამოვლენილა  არც ერთი მეტაბილიტი), და არც ნაღველში. თირკმელების კლირენსი დაახლოებით 3,5–ჯერ მეტია, ვიდრე კრეატინინის კლირენსი, რაც მოწმობს იმას, რომ მისი გამოდევნა ძირითადად ხდება მილაკოვანი სეკრეციით. პერორალურად მიღების შემდეგ ათვისებული წამლის დაახლოებით 90% 24 საათის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით, პლაზმიდან ნახევრად გამოყვანის პიკი  დაახლოებით  6,2 საათში აღწევს. სისხლიდან ნახევრად გამოყვანის დრო შეადგენს დაახლოებით 17,6 საათს, რაც მოწმობს იმაზე, რომ განაწილების ადგილს შესაძლოა წარმოადგენდეს ერითროციტული მასა.
ხაზოვნობა
ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება და ახასიათებს  85% აბსოლუტური ბიომისაწვდომობა პერორალუდ მიღებისას. ვილდაგლიპტინის კონცეტრაციის პიკი პლაზმაში და პლაზმის ქვედა არეალში დროის–მოცულობის მრუდთან (AUჩ) შედარებით,  თერაპევტული დოზის დიაპაზონში იზრდება დაახლოებით დოზის პროპორციულად. 

მოსახლეობის სპეციალური ჯგუფები
სქესი
ვილდაგლიპტინი
არავითარი სხვაობა არ გამოვლენილა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში განსხვავებული ასაკის და სხეულის მასის ინდექსის (BMI) მამაკაცებსა და ქალებს  შორის. ვილდაგლიპტინის მიერ  DPP-4 ინგიბირება არ არის დამოკიდებული სქესზე. 
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
მეტფორმინი ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არსებითად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელ ადამიანებსა და II ტიპის შაქრის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს შორის ანალიზის ჩატარებისას სქესის მიხედვით (მამაკაცები = 19, ქალები-16). გარდა ამისა, კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში II ტიპის შაქრის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე, მეტფორმინი ჰიდროქლორიდის ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტი მამაკაცებსა და ქალებში თანაზომადი იყო.
სიმსუქნე
ვილდაგლიპტინი
სხეულის მასის ინდექსი (BMI) არავითარ გავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე. სხეულის მასის ინდექსი არ მოქმედებს ვილდაგლიპტინის მიერ  DPP-4 ინჰიბირებაზე. 

ღვიძლის უკმარისობა
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევების გავლენა  შესწავლილი იქნა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში,  ჩაილდ-პიუს ქულების საფუძველზე (6 ქულა ზომიერი და 12 ქულა მძიმე შემთხვევისთვის), ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით. ერთჯერადი მიღების შემდეგ (100 მგ) ვილდაგლიპტინის ზემოქმედება ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებზე შემცირდა   (20% და 8%, შესაბამისად) იმ დროს, როდესაც ვილდაგლიპტინის ზემოქმედება ღვიძლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებზე 22%–ით გაიზარდა. ვილდაგლიპტინით გამოწვეული მაქსიმალური ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) შეადგენს ~30%, რაც არ განიხილება როგორც კლინიკურად მნიშნელოვანი მაჩვენებელი. არ არსებობის არავითარი კავშირი ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებსა სიმძიმესა და  ვილდაგლიპტინის ზემოქმედების ცვლილებებს შორის. 
ვილდაგლიპტინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, წინასწარი მკურნალობა ჩატარებული, ALთ ან Aშთ >2.5X ნორმის ზედა ზღვარის მქონე პაციენტებში. 
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინი ჰიდროქლორიდის  ფარმაკოკინეტიკური კვლევები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან არ ჩატარებულა.
თირკმელების უკმარისობა
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის AUჩ  საშუალოდ გაიზარდა 1.4, 1.7 და 2-ჯერ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლების მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობა, თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.  LAY151 მეტაბოლოტების AUჩ გაიზარდა 1.6, 3.2 და 7.3-ჯერ და BQშ867-ის კი 1.4, 2.7 და 7.3-ჯერ თირკმლების მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. თირკმლის აბსოლუტური უკმარისობის (EშღD) მქონე პაციენტებისგან მიღებულმა მწირმა მონაცემებმა უჩვენა, რომ ვილდაგლიპტინს იგივე გავლენა აქვს, რაც თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. LAY151-ის კონცენტრაცია თირკმლეს აბსოლუტური უკმარისობის მქონე პაციენტებში დაახლოებით 2-3-ჯერ აღემატება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტების მონაცემებს.
ვილდაგლიპტინის გამოდევნა მოხდა ჰემოდიალიზით შეზღუდულად (3% 3-4 საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ, რომელიც დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ დაიწყო).
 
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
თირკმლების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსის გაზომვის საფუძველზე) პლაზმაში და სისხლში ნახევრდადაშლის პერიოდი გახანგრძლივდა და თირკმლის კლირენსი შემცირდა კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად.
ხანდაზმული პაციენტები
ვილდაგლიპტინი
უფრო ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან (18-დან 40 წლამდე) შედარებით, სხვა დაავადებების არმქონე  ხანდაზმულ პაციენტებში (≥ 70 წელი), ვილდაგლიპტინის ზოგადი ზემოქმედება (100 მგ დღეღამეში) გაიზარდა 32%, სისხლის პლაზმაში პიკური 18% კონცენტრაციით. აღნიშნულ ცვლილებებს არ გაჩნიათ კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილ ასაკობრივ ჯგუფებში. ვილდაგლიპტინის მიერ  DPP-4–ის ინგიბირებაზე ასაკი გავლენას არ ახდენდა. 
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
შეზღუდული მონაცემები ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებზე მეტფორმინი ჰიდროქლორიდის  კონტროლირებადი ფარმაკოკინეტიკური გამოცდის შესახებ  საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ჯანმრთელ ახალგაზრდა პირებთან შედარებით მეტფორმინი გიდროქლორიდის საერთო პლაზმური კლირენსი შემცირდა, ნახევრადდაშლის პერიოდი გახანგრძლივდა და გაიზარდა ჩმახ. აღნიშნული კვლევიდან ჩანს, რომ ცვლილებები  მეტმორფინ ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაში პირველ რიგში აიხსნება თირკმელების ფუნქციის ცვლილებით.
გალვუს მეტით მკურნალობა  არ უნდა დავიწყოთ ≥ 80 ასაკის პაციენტებში მანამდე, ვიდრე ცვლილება კრეატინინის  კლირენსში არ დაგვიდასტურებს, რომ თირკმელების ფუნქცია  არ შემცირდა.
პედიატრიული
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ მოიპოვება.

ეთნიკური ჯგუფები
ვილდაგლიპტინი
არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეთნიკური კუთვნილება  გავლენას ახდენს  ვილდაგლიპტინზე.
მეტფორმინის გიდროქლორიდი
ადამიანთა რასის მიხედვით მეტფორმინი გიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებაზე დაკვირვება არ ჩატარებულა. II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტი თანაბარზომიერი იყო თეთრკანიანებში (ნ=249), შავკანიანებში (ნ=51) და ესპანურენოვან ამერიკელებში (ნ=24).

კლინიკური კვლევები
გალვუს მეტი

ორმაგ „ბრმა“, პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა ჰიპერგლიკემია არაადეკვატურად კონტროლდებოდა  მხოლოდ მეტფორმინ ჰიდროქლირიდის მაქსიმალური დოზით, ვილდაგლიპტინის დამატებამ  (50 მგ/დღეღამეში ერთხელ ან 100 მგ დაყოფილ დოზებად) 24  კვირის განმავლობაში მიღებისას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მოცულობით შეამცირა HბA1ც და გაზარდა იმ პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნათ HბA1ც–ს მინიმუმ 0.7%–ით შემცირება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც აგრძელებდნენ მხოლოდ მეტფორმინ ჰიდროქლირიდის მიღებას. ჯგუფის HბA1ც –ს (%) საშუალო საწყისი მაჩვენებელი შეადგენდა 8.3%–დან (პლაცებო +  მეტფორმინის ჰიდროქლირიდი) 8.4%-მდე (ორივე ვილდაგლიპტინ მეტფორმინ ჰიდროქლორიდის ჯგუფში). ვილდაგლიპტინის დამატებამ მეტფორმინ ჰიდროქლირიდთან გამოიწვია დამატებითი HბA1ც –ს მნიშნელოვანი შემცირება პლაცებოსთან შედარებით (ჯგუფებს შორის სხვაობით -0.7%–დან -1.1%–მდე 50 მგ და 100 მგ ვილდაგლიპტინისთის, შესაბამისად). იმ პაციენტების რიცხვი, რომლებმაც მიაღწია HბA1ც –ს კლინიკურად მნიშნელოვან შემცირებას (განისაზღვრება, როგორც საწყისი დონიდან ≥0.7%–ით შემცირება) მნიშვნელოვნად მაღალი იყო ორივე ჯგუფში (46% და 60%, შესაბამისად) პლაცებო+მეტფორმინ ჰიდროქლირიდის ჯგუფთან შედარებით (20%). პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი+მეტფორმინ ჰიდროქლირიდი, არ აღინიშნებოდა სხეულის მასის მნიშვნელოვანი ცვლილება. 24 კვირის შემდგომ აღინიშნა სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება ვილდაგლიპტინი+მეტფორმინ ჰიდროქლირიდის ჯგუფში. საშუალო ცვლილებები საწყისიდან შეადგენდა -2.0/-0.8 მმHგ, -3.5/-2.2 მმHგ, და -0.8/-0.1 მმHგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინ ჰიდროქლირიდს 50 მგ ვილდაგლიპტინთან დღეღამეში ერთხელ, 50 მგ ვილდაგლიპტინთან დღეღამეში ორჯერ ან პლაცებოსთან, შესაბამისად. კუჭ–ნაწლავის მხრიდან გვერდითი მოვლენები შეადგენდა 10%–დან 15% ვილდაგლიპტინი+მეტფორმინ ჰიდროქლირიდის ჯგუფში, და 18%  მეტფორმინ ჰიდროქლირიდი+პლაცებოს ჯგუფში.
ვილდაგლიპტინის+მეტფორმინის გავლენა შეფასებული იქნა სხვა, 52–კვირიან ორმაზგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში (12 კვირა ძირითადი კვლევა და 40 კვირა გაფართოებული კვლევა) რომელშიც მონაწილეობას იღებდა II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე,  მეტფორმინ ჰიდროქლირიდის სტაბილურ დოზაზე მყოფი 132  პაციენტი (1,500 მგ–დან 3,000 მგ–მდე დღეღამეში). ვილდაგლიპტინის დამატებამ (50 მგ–მდე დღეღამეში ერთხელ) გამოიწვია HბA1ც –ს საშუალო დონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (-0.6%) საწყისი დონიდან, პლაცებო+მეტფორმინ ჰიდროქლირიდის ჯგუფთან შედარებით (+0.1%) 12-კვირიანი კვლევის დასასრულს (HბA1ც –ს  საწყისი დონის 7.7% და 7.9%, შესაბამისად). ამ პაციენტებიდან 71 განაგრძო დამატებითი მკურნალობა მომდევნო 40 კვირის განმავლობაში ვილდაგლიპტინით ან პლაცებოთი (პლაცებო–კონტროლირებადი ორმაგად ბრმა, გაფართვებული კვლევა). 52–ე კვირას, საშუალო ცვლილებამ HბA1ც –ს  საწყისი დონიდან სტატისტიკურდა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და შენარჩუნდა ვილდაგლიპტინი (50 მგ)+მეტფორმინ ჰიდროქლორიდის ჯგუფში იმ პაციენტებთან შდარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ მეტფორმინ ჰიდროქლორიდს (ჯგუფებს შორის სხვაობა -1.1%) რაც მიანიშნებდა გლიკემიის კონტროლზე  მყარ გავლენას. ზემოაღნიშნულთან შდარებით, მეტფორმინ ჰიდროქლირიდი+პლაცებოს ჯგუფში გლიკემიის კონტროლზე  კვლევის მიმდინარეობისას გაუარესდა.
24–კვირიანი კვლევის დროს (LAF2354) ვილდაგლიპტინი (50 მგ/დღეღამეში) შედარებული იქნა პიოგლიტაზონთან (30 მგ/დღეღამეში) მეტფორმინის არასათანაოდ კონტრლირებულ პაციენტებში. HბA1ც–ს საწყისი დონიდან (8.4%) საშუალო კლება შეადგენდა - 0.9% ვილდაგლიპტინი+მეტფორმინის შემთხვევაში, და -1.0% პიოგლიტაზონი +მეტფორმინის შემთხვევაში. >9.0% საწყისი დონიდან  HბA1ც–ის შემცირება  მაღალი იყო ორივე ჯგუფში (-1.5%). პაციენტებში, რომლებიც  მეტფორმინის გარდა დამატებით იღებდნენ პიოგლიტაზონს, აღინიშნა წონის 1.9 კგ–ით მომატება. პაციენტებს, რომლებიც  მეტფორმინის გარდა დამატებით იღებდნენ ვილდაგლიპტინს, აღენიშნათ წონის 0.3 კგ–ით მომატება. 28 კვირის განმავლობაში, HბA1ც–ს დონის შემცირება ერთნაირად მიმდინარეობდა ჯგუფებში, ხოლო სხვაობა სხეულის წონას შორის კიდევ უფრო გაიზარდა.
გრძელვადიან, 2 წელზე მეტი ხანგრძლივობის კვლევაში (LAF2308), ვილდაგლიპტინს (100 მგ/დღეღამეში) ადარებდნენ გლიმეპირიდს (6 მილიგრამამდე დღეღამეში) პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა მეტფორმინით. 1 წლის შემდგ HბA1ც–ს დონის საშუალო შემცირება შეადგენდა - 0.4% იქ, სადაც  ვილდაგლიპტინს ემატებოდა მეტფორმინი და -0.5% იქ სადაც  მეტმორფინს ემატებოდა გლიმიპირიდი. სხეულის მასის ცვლილება ვილდაგლიპტინის მიღებისას - 0.2 კგ 1.6 კგ–თან შედარებით გლიმიპირიდის შემთხვევაში. ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ვილდაგლიპტინის ჯგუფში იყო გაცილებით უფრო დაბალი (1.7%), ვიდრე  გლიმეპირიდის ჯგუფში (16.2%). კვლევის საბოლოო ეტაპზე (2 წელი) HბA1ც გაუტოლდა საწყის მნიშვნელობას ორივე სამკურნალო ჯგუფში და შენარჩუნებული იქნა ცვლილებები წონის მასაში და ჰიპერგლიკემიის მაჩვენებლები.
52–კვირიან კვლევაში (LAF237A2338), ვილდაგლიპტინი (50 მგ/დღეღამეში ორჯერ) შედარებული იქნა გლიკლაზიდთან (320 მგ–მდე დღეღამეში) პაციენტებში, რომლებსაც არასაკმარისად უტარდებოდა დაკვირვება მეტმორფინზე. 1 წლის შემდეგ HბA1ც–ს დონის საშუალო კლება  შეადგენდა -0.81%, როდესაც  მეტმორფინს  ემატებოდა ვილდაგლიპტინი (HბA1ც–ს საშუალო საწყისი დონე:  8,4%) და -0,85%–ს  როდესაც  მეტფორმინს  ემატებოდა გლიკლაზიდი (HბA1ც–ს საშუალო საწყისი დონე: 8.5%);  მიღწეული იქნა არანაკლები სტატისტიკური ეფექტურობა. სხეულის წონის მატება ვილდაგლიპტინის შემთხვევაში შეადგენდა +0,1 კგ, ხოლო გლიკლაზიდის შემთხვევაში +1,4 კგ. იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც აღენიშნათ ჰიპოგლიკემიის შემთხვევები, თანაბარი იყო ორივე ჯგუფში, თუმცა მათი რიცხვი, ვისაც დაუფიქსირდა ორი და მეტი ჰიპოგლიკემიის შემთხვევა, უფრო მაღალი იყო ჯგუფში, რომელიც იღებდა გლიკლაზიდს+მეტფორმინი (0,8%), ვიდრე ვილდაგლიპტინს+მეტფორმინი ჯგუფში (0.2%).
24–კვირიან კვლევაში (LMF237A2302) შეფასებული იქნა კომბინაცია ვილდაგლიპტინს+მეტფორმინის ფიქსირებული დოზის  ეფექტურობა (რომელიც თანდათანობით ტიტრირებული იქნა დოზად 50 მგ/500 მგ დღეღამეში ორჯერ ან 50 მგ / 1,000 მგ დღეღამეში ორჯერ) პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ მიეღოთ აღნიშნული მედიკამენტი. HბA1ც–ს დონის საშუალო კლება  მნიშვნელოვნად მაღალი იყო ჯგუფში, სადაც დანიშნული იყო კომბინაცია ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი, ვიდრე თითოეული ამ მედიკამენტის მონოთერაპიულ ჯგუფში. 50 მგ/1,000 მგ. ვილდაგლიპტინის/მეტფორმინის კომბინაციის დღეღამეში ორჯერ მიღებამ - 1.82% შეამცირა HბA1ც–ს დონე, 50 მგ/500 მგ ვილდაგლიპტინის/მეტფორმინის კომბინაციის დღეღამეში ორჯერ მიღებამ -1.61%–ით, მაშინ როდესაც  HბA1ც–ს საშუალო საწყისი დონე 8.6% შეადგენდა. HბA1ც–ს დონის შემცირების უფრო  მაღალი მაჩვენებლები აღინიშნა პაციენტებში, რომელთა HბA1ც–ს საწყისი დონე ≥ 10,0% შეადგენდა. სხეულის წონა შემცირდა ყველა ჯგუფში,  კომბინაციისთვის ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი კლებამ საშუალოდ -1,2 კგ შეადგინა. ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე თანაბარი იყო ყველა ჯგუფში (0% კომბინაციაში ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი და 0,7% თითოეული მედიკამენტით მონოთერაპიაში).
ვილდაგლიპტინის ეფექტურობის და უსაფრთხოების დადგენის მიზნით 449 პაციენტს ჩაუტარდა 24–კვირიანი, პლაცებო–კონტროლირებადი ორმაგი „ბრმა“ კვლევა (50 მგ დღეღამეში ორჯერ), საბაზისო ან კომბინირებული ინსულინის სტაბილურ დოზასთან კომბინაციაში (საშუალო სადღეღამისო დოზა 41 U ), თანმხლებ მეტმორფინთან ერთად (N = 276) ან მის გარეშე (ნ = 173). პლაცებოსთან შედარებით, ვილდაგლიპტინის/ინსულინის კომბინაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა  HბA1ც–ს დონე: საცდელი ჯგუფის საერთო რაოდენობაში  პლაცებოთი დაკორექტირებულმა საშუალო კლებამ HბA1ც–ს საბაზისო საშუალო 8.8% დონიდან შეადგინა -0.72%. ქვეჯგუფებში, რომლებიც  იღებდნენ ინსულინს მეტმორფინთან ერთად/მეტფორმინის გარეშე, HბA1ც–ს პლაცებოთი დაკორექტირებულმა საშუალო კლებამ  შეადგინა -0,63% და -0,84% შესაბამისად. პაციენტების მთლიან რაოდენობაში ჰიპოგლიკემიის შემთხვევების სიხშირე შეადგენდა 8,4% და 7,2%, ვილდაგლიპტინის და პლაცებოს ჯგუფებში. წონის ცვლილებამ შეადგინა +0,2 კგ და –0,7 კგ, ვილდაგლიპტინის და პლაცებოს ჯგუფებში.   
ვილდაგლიპტინის ეფექტურობის და უსაფრთხოების დადგენის მიზნით 318  პაციენტს ჩაუტარდა 24–კვირიანი, რანდომიზირებული, პლაცებო–კონტროლირებადი ორმაგი „ბრმა“ კვლევა ვილდაგლიპტინის (50 მგ დღეღამეში ორჯერ) მეტმორფინთან (≥ 1500 მგ დღეღამეში) და გლიმპერიდთან (> = 4 მგ დღეღამეში)  კომბინაციაში. პლაცებოსთან შედარებით, ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის კომბინაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა HბA1ც–ს დონე,: საბაზისო 8.8% დონიდან პლაცებოთი დაკორექტირებულმა საშუალო კლებამ -0.76% შეადგინა.

ვილდაგლიპტინი
II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე 15,000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობას იღებდა     ორმაგ „ბრმა“, პლაცებო ან აქტიურად კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომელთა ხანგრძლივობა 2 წელზე მეტი პერიოდით განისაზღვრებოდა. აღნიშნულ კვლევებში, ვილდაგლიპტინი მიიღო 9,000–ზე მეტმა პაციენტმა, რომელთა სადღეღამისო დოზები შეადგენდა 50 მგ–ს დღე-ღამეში ერთხელ, 50 მგ–ს მგ დღე-ღამეში ორჯერ, ან 100 მგ–ს დღე-ღამეში ერთხელ. 5,000 –ზე მეტმა მამაკაცმა და 4,000–ზე მეტმა ქალმა პაციენტმა მიიღო ვილდაგლიპტინის 50 მგ სადღეღამისო დოზა ან  100 მგ  სადღეღამისო დოზა. 1,900–ზე მეტი პაციენტის ასაკი, რომლებმაც მიიღეს ვილდაგლიპტინის 50 მგ სადღეღამისო დოზა ან ვილდაგლიპტინის 100 მგ სადღეღამისო დოზა, ≥65 წელს შეადგენდა. აღნიშნულ კვლევებში ვილდაგლიპტინს მონოთერაპიის სახით იღებდნენ II ჯგუფის დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებსაც  აღნიშნული პრეპარატი ჯერ არ ჰქონდათ მიღებული ან იმ პაციენტებთან ერთად, რომლებიც სათანადოდ არ ყოფილან გამოკვლეული დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებზე. 
საერთო ჯამში, ვილდაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიის კონტროლი მონოთერაპიის სახით მიღებისას, ან მეტმორფინთან კომბინაციაში მიღებისას, თუ ვიმსჯელებთ საწყისი დონიდან კვლევის დასასრულს HბA1ც–ს კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირების მიხედვით. 52–კვირის ზემოთ კვლევებში,  მონოთერაპიულად  ან მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას გლუკოზის გომეოსტაზის გაუმჯობესება ხანგრძლივ ხასიათს ატარებდა.
52-კვირიანი მულტი-ცენტრული, რანდომიზირებული  ორმაგი „ბრმა“ კვლევები ჩატარდა II ტიპის შაქრის დიაბეტისა და სტაგნაციური ხასიათის გულის უკმარისობის (I - III-კლასის NYHA)  მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის 50 მგ დოზის (N = 128)  და პლაცებოს (N = 126) გულის მარცხენა პარკუჭის (LVEF)  ფუნქციაზე მოქმედების  შეფასების მიზნით. ვილდაგლიპტინის მიღების შედეგად არ იქნა დაპიქსირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის რაიმე სახის ცვლილებები, აგრეთვე, უკვე არსებული ჩHF-ს გაუარესება. გულსისხძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელი ეფექტები, ძირითადად, დაბალანსებული იყო. ვილდაგლიპტინით მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზოგიერთი არასასურველი ეფექტები  პლაცებოსთან შედარებით, აღინიშნებოდა უმეტესად III კლასის NYHA გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თუმცა, ფიქსირდებოდა გულსისხძარღვთა სისტემის ბაზური დისბალანსის რისკი პლაცებოთი მკურნალობის შემთხვევაში, ამავდროულად, აღნიშნული დარღვევების რაოდენობა იყო უმნიშვნელო და, შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა საფუძველს მოკლებულია. ვილდაგლიპტინის მიღების შედეგად აღინიშნებოდა HბA1ც შემცირება 7,8%. საშუალო საბაზოსო მნიშვნელობიდან პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება შეადგენდა 0,6%). ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე მოსახლეობის საერთო რაოდენობის გათვალისწინებით ვილდაგლიპტინის და პლაცებოს გამოყენების შემთხვევაში, შეადგენდა  4,7% და 5,6% შესაბამისად. 
გულსისხძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. 
25 ფაზის III კლინიკური კვლევების დროს, რომლის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 წელიწადზე მეტ პერიოდს, ჩატარებულ იქნა დამოუკიდებელი მეტა-ანალიზი გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შემთხვევების შეფასების მიზნით. კვლევებში მონაწილეობას იღებდა 8956 პაციენტი II ტიპის შაქრის დიაბეტის დაავადებით, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა ვილდაგლიპტინით. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იწვევდა   გულსისხძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ზრდას. მოსალოდნელი (ჩჩV) გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევების [მწვავე კორონარული სინდრომი (Aჩშ), ტრანზიტორული იშემიური შეტევა (მიოკარდის განვითარების ფონზე) ინსულტი ან სიკვდილიანობა ჩჩV შედეგად] კრიტიკული საბოლოო წერტილი ვილდაგლიპტინისა და აქტიური პლაცებო კომპარატორის შემთხვევაში ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა [მანტელ-ჰაენცელის შესაბამისად რისკის კოეფიციენტი  შეადგენს 0,84 (95% ნდობის ინტერვალი 0.63-1.12)], რაც მეტყველებს ვილდაგლიპტინის უსაფრთხოების სასარგებლოდ გულსისხძარღვთა დაავადებების შემთხვევაში. ჯამში, 8956 პაციენტიდან მხოლოდ 99 პაციენტი ჯგუფიდან, რომელიც მკურნალობდა ვილდაგლიპტინით და  91 პაციენტი 6061 პაციენტიდან, რომელიც  მკურნალობდა პლაცებოთი,  იტყობინებოდა გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ.  

მეტფორმინ ჰიდროქლორიდი
პროსპექტიულმა რანდომიზირებულმა (UKPDშ) კვლევამ დაადგინა სისხლში ჭარბი გლუკოზის კონტროლის გრძლევადიანი გაუმჯობესება II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში. ჭარბი წონის მქონე  პაციენტების შედეგების ანალიზმა, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდით,  დიეტის შეწყვეტის შემდეგ, აჩვენა:
დიაბეტთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულების რისკის შემცირება მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჯგუფში (29.8 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი) მხოლოს დიეტის გამოყენებასთან შედარებით (43.3 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი) პ=0.0023, და კომბინირებული შარდოვანმჟავის ჯგუფთან და ინსულინით მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით (40.1 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი), პ=0.0034
დიაბეტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინის გიდროქლორიდი: 7.5 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი), მხოლოდ დიეტა 12.7 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი, პ=0.017
ზოგადი სიკვდილიანობის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინის გიდროქლორიდი: 13.5 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი, მხოლოდ დიეტასთან შდარებით: 20.6 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი (პ=0.011), და კომბინირებული შარდოვანმჟავის ჯგუფთან და ინსულინით მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით 18.9 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი (პ=0.021)
მიოკარდის ინფარქტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: გიდროქლორიდი: 11 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი, მხოლოდ დიეტა  18 შემთხვევა/1,000 პაციენტ-წელი, (პ=0.01) 

უსაფრთხოების კლინიკის წინა მონაცემები
13 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოკვლეული იქნა  გალვუს მეტის შემადგენელი ნივთიერებები. კომბინაციასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა ტოქსიკურობის ახალი სახეები. ქვემოთ მოცემული მონაცემები წარმოადგენენ იმ კვლევების დასკვნებს, რომლებიც ჩატარებული იქნა ცალ–ცალკე ვილდაგლიპტინისთვის ან მეტმორფინისთვის.
ვილდაგლიპტინი
ორი წლის განმავლობაში ხდებოდა კანცეროგენობის შესწავლა ვირთხებზე, 900 მგ /კგ–ზე დოზით (ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 200–ჯერ მეტი). სიმსივნეთა სიხშირის გაზრდა ვილდაგლიპტინის გამოყენებასთან დაკავშირებით აღმოჩენილი არ ყოფილა. ორი წლის განმავლობაში ხდებოდა კანცეროგენობის შესწავლა თაგვებზე 1000 მგ / კგ–ზე პერორალური დოზით (ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 240–ჯერ მეტი). მდედრ თაგვებში გაიზარდა ძუძუს სიმსივნის შემთხვევები ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე 150–ჯერ მეტი ვილდაგლიპტინის  გამოყენებისას; ხოლო ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე 60–ჯერ მეტი ვილდაგლიპტინის  გამოყენებისას მაჩვენებელი არ შეცვლილა; ავთვისებიანი ჰემანგიომის შემთხვევები გაიზარდა ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე 42–დან 240–ჯერ მეტი ვილდაგლიპტინის  გამოყენებისას მამრ თაგვებში და ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე 150–ჯერ მეტი ვილდაგლიპტინის  გამოყენებისას მდედრ თაგვებში. ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლებით 16–ჯერ მეტი ვილდაგლიპტინის  გამოყენებისას მამრ თაგვებში და  ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლებით 60–ჯერ მეტი ვილდაგლიპტინის  გამოყენებისას მდედრ თაგვებში არ გამოვლენილა ავთვისებიანი ჰემანგიომის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. 
მუტოგენურობაზე ჩატარებული ტესტების დროს ვილდაგლიპტინს მუტოგენობა არ გამოუვლენია, მიკრობული უკუმუტაციის ეიმსის ტესტის და ლიმფოციტების ქრომოსომული აბერაციების ტესტის ჩათვლით. პირის ძვლის ტვინის მიკრობირთვულმა ტესტებმა თაგვებზე და ვირთხებზე არ გამოავლინა კლასტოგენური ან ევგენიკური ტენდენციები 2,000 მგ/კგ–მდე ან ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით  400–ჯერ მეტი ვილდაგლიპტინის  გამოყენებისას; ბუნებრივ პირობებში, ამავე დოზის გამოყენებისას,  თაგვის ღვიძლის კომეტური ანალიზი ასევე უარყოფითი იყო.
იავურ მაკაკაზე ჩატარებული 13–კვირიანი კვლევების დროს რეგისტრირებული იქნა კანის  დაზიანებები შემდეგი დოზების მიღებისას:  ≥5 მგ/კგ/დღეღამეში. ისინი თანმიმდევრულად იყო განლაგებული კიდურებზე (ხელებზე, ფეხებზე, ყურებზე და კუდზე). დღეღამეში მხოლოდ  5 მგ/კგ. მიღებისას (რაც დაახლოებით უდრის ადამიანის ფარმაკოკინეტიკურ ფართობზე (AUჩ) 100 მგ–იანი დოზის ზემოქმედებას) აღინიშნებოდა მხოლოდ წყლულები. მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად ისინი ატარებდნენ შექცევად ხასიათს და არ უკავშირდებოდნენ ჰისტოპლათოლოგიურ გადახრებს. კანის აშრევება, აქერცვლა, ფუფხი და წყლულები, თანმდევ ჰისტოპლათოლოგიურ ცვლიელბებეთან ერთად შეინიშნა ≥20 მგ/კგ/სადღეღამისო დოზის მიღებისას (რაც დაახლოებით 3–ჯერ აღემატება ადამიანის ფარმაკოკინეტიკურ ფართობზე (AUჩ) 100 მგ–იანი დოზის ზემოქმედებას). კუდის ნეკროზული დაზიანებები აღინიშნა ≥80 მგ/კგ/სადღეღამისო დოზის მიღებისას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებთან შედარებით ვილდაგლიპტინს გააჩნია უფრო მაღალი ფარმაკოლოგიური ზეგავლენა მაიმუნებზე. კანის დაზიანებებს არ ქონია შექცევადი ხასიათი 4–კვირიანი აღდგენითი პერიოდის განმავლობაში იმ მაიმუნებში, რომლებსაც დაენიშნათ 160 მგ/კგ/დღიური დოზა. სხვა ცხოველებში ან ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, კანის დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
მეტფორმინის  წინასწარმა კლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხო ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კარცეროგენული პოტენციალის ან რეპდოუქტიულობასთან მიმართებით ტოქსიკურობის თვალსაზრისით.
მეტფორმინის კარცენოგენობის ხანგრძლივად შესწავლა განხორციელდა ვირთხებზე (დოზის მიღების ხანგრძლივობა 104 კვირა) და თაგვებზე (დოზის მიღების ხანგრძლივობა  91 კვირა) დღეღამეში 900 მგ / კგ  და 1500 მგ / კგ, შესაბამისად. აღნიშნული დოზები დაახლოებით ოთხჯერ აღემატება ადამიანისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას, 2000 მგ–ს. მეტფორმინთან მიმართებით კარცეროგენობის არავითარი მტკიცებულება არ გამოვლენილა არც მდედრ და არც მამრ ინდივიდებში. გარდა ამისა, მეტფორმინის ჰიდროქლირიდს არ ახასიათებდა ონკოგენურობა არც მამრ ვირთხებთან მიმართებით. თუმცა, ადგილი ჰქონდა კეთილთვისებიან სტრომალურ საშვილოსნოს პოლიპებს მდერ ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ 900 მგ/ კგ  მეტფორმინის გიდროქლირიდს დღეღამეში.
მუტოგენურობაზე ჩატარებული ტესტების დროს ვილდაგლიპტინს მუტოგენობა არ გამოუვლენია, ის არ გამოვლენილა სინჯარაში ჩატარებულ შემდეგ ტესტებშიც: ეიმსის ტესტი (შ. თყპჰიმურიუმ) და გენური მუტაციების კვლევებში (თაგვის ლიმფომის უჯრედები) ან ქრომოსომული აბერაციების (ადამიანის ლიმფოციტები) ტესტებში. სულ ბუნებრივ პირობებში მიკრობირთვულმა ტესეტბი თაგვებზე იყო უარყოფითი.

შეუთავსებლობა
დადგენილი არ არის

შენახვა
იხ. დასაკეცი კოლოფი.
გალვუს მეტი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული (“EXP”) თარიღის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.