Nuk
გენტამიცინი 0,1% / Gentamycin 0,1%


შემადგენლობა

100 გ მალამო შეიცავს: გენტამიცინის სულფატს 0.1 გ და დამხმარე ნივთიერებებს (ნავთის მყარი პარაფინი, ვაზელინი) _ 100 გ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გენტამიცინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია. მაღალეფექტურია გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Proteus ინდოლი-დადებითი და ინდოლი-უარყოფითი, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp. პრეპარატი ასევე აქტიურია გრამდადებითი აერობული კოკების მიმართ: Staphylococcus spp. (მ.შ. მდგრადი პენიცილინებისა და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ). პრეპარატის მიმართ მდგრადია: Neisseria meningitis, Treponema pallidum, Streptococcus spp. ზოგიერთი შტამი, ანაერობული მიკროორგანიზმები.

ჩვენებები
მალამო გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. 
იგი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროფლორის მიერ: პიოდერმია, ზედაპირული ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, პარონიქიები, სიკოზი, სებორეის ინფიცირებული დერმატიტი, ვულგარული ფერის მჭამელები, განმეორებითი ბაქტერიული ინფიცირება კანის სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

მიღების წესები და დოზები
მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-3-ჯერ დღეში ჩირქისა და ნეკროზული მასების მოშორების შემდეგ. ფართო დამწვრობებისას მალამოს დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200გ. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება (სიწითლე, ქავილი) და ალერგიული რეაქციები (გამონაყარი). ამ შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ. ორსულობა

შენახვის პირობები და ვადები
3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
სია ბ. არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

რეგისტრაციის # და თარიღი
წს #რ 002031 07.12.2006

სად შევიძინოთ?