Nuk
გერვეტინი / Gervetin


შემადგენლობა: თითოეული პასტილი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 3 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, პიტნის ზეთი 27198/14, პოვიდონი, ნატრიუმის ციკლამატი, მანიტი, სორბიტი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი ოპადრა მწვანე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

ათქ კოდი: A01AD02.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

ბენზიდამინი მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს და წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ფლობს ანტისეპტიკურ მოქმედებას მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ბენზიდამინი ახდენს ანტიბაქტერიულ და სპეციფიურ ანტიმიკრობულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანებში სწრაფად შეღწევის გზით, უჯრედოვანი სტრუქტურების შემდგომი დაზიანებით, მეტაბოლური პროცესებისა და უჯრედების ლიზისის დარღვევით. 

პრეპარატს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება Candida Albicans-ის მიმართ. იწვევს სოკოების უჯრედის კედლის და მიცეტების მეტაბოლური ჯაჭვების სტრუქტურულ მოდიფიკაციას და ამგვარად ხელს უშლის მათ რეპროდუქციას, რაც წარმოადგენდა ბენზიდამინის გამოყენების საფუძველს პირის ღრუში ანთებითი პროცესებისას, მათ შორის ინფექციური ეტიოლოგიის.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივად გამოყენებისას კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან და სწრაფად აღწევს ანთების ქსოვილებში. 

ექსკრეცია ძირითადად ხდება თირკმელებით და ნაწლავებით მეტაბოლიტების ან კონიუგაციის პროდუქტების სახით.

ადგილობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილ სამკურნალო ფორმას არ გააჩნია სისტემური მოქმედება და არ გადადის დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები:

პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებები (სხვადასხვა ეტიოლოგიის), პირის ღრუსა და ყელში ტკივილის სიმპტომებისა და გაღიზიანების შესამსუბუქებლად. 

 

უკუჩვენებები:

• პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

• 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

გამოყენების წესი და დოზები

პასტილი მთლიანად უნდა გაიწუწნოს პირში (უკეთესი ეფექტის მიაღწევად სასურველია მაქსიმალურად დიდხანს).

მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ზემოთ: ერთი პასტილი დღეში 3-ჯერ.

6-11 წლის ასაკის ბავშვები: პრეპარატი გამოიყენება მოზრდილების მეთვალყურეობით.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

არ შეიძლება გადაყლაპვა. არ შეიძლება დაღეჭვა.   

გვერდითი მოქმედება:

ადგილობრივი რეაქციები: პირის სიმშრალე, დაბუჟების შეგრძნება, წვა პირის ღრუში.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.

ძალიან იშვიათად: ლარინგოსპაზმი.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

სამკურნალო დოზებზე 100-ჯერ მეტი დოზების პერორალურად მიღებისას ბავშვებში აღინიშნება ნერვული აგზნება, კრუნჩხვები, ოფლიანობა, ატაქსია, ტრემორი და ღებინება; ასეთ შემთხვევებში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მწვავე ჭარბი დოზირებისას მხოლოდ სიმპტომატური თერაპია; აუცილებელია კუჭის დაცლა, ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. უნდა შენარჩუნდეს ადექვატური ჰიდრატაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მონაცემები არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის სალიცილმჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში. ბრონქოსპაზმი შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან ადრე ჰქონდათ ბრონქული ასთმა. ასეთ პაციენტებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა. 

ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს პატარა წყლულები ლოყების ლორწოვანაზე ან ღრძილებზე. თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება 3 დღის განმავლობაში, აგრეთვე ცხელების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. 

გამოშვების ფორმა:

10 საწუწნი პასტილი ბლისტერში. 2 ბლისტერი  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C-ზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?