Nuk
გინილაკი / GINILAC


შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს 4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: Lactobacillus acidophilus – 18,0 მგ, Lactobacillus bifidus – 10,0 მგ, იოგურტის კულტურა (Streptococcus thermophilus და Lactobacillus delbrueckii subsp.bulgaricus) – 40,0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე კრემისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის ფხვნილით (დასაშვებია უფრო მუქი ფერის გრანულების არსებობა);

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვაგინალური მიკროფლორის რეგულაცია. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, რომელიც განაპირობებს ვაგინალური pH-ის შემცირებას. ამის წყალობით რძემჟავა ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში.
ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები
მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესები და დოზები
გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, ძილის წინ. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. გინილაკის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით გინილაკი ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრიდან 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება
საშოს ლორწოვანი გარსის გავრცელებული, მწვავე ანთებითი (ჩირქოვანი) და ეროზიული დაზიანება.

ორსულობა და ლაქტაცია
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
გინილაკის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გინილაკი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მაცივარში (2-10)ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?