გინკოფარი ფორტე / GINKOFAR FORTE


შემადგენლობა

1 ტაბ.
გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი . . .80 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი.
გარსის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლ 4000, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გინკოფარ ფორტე შეიცავს გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტს. მის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებების კომპლექსი აძლიერებს ქსოვილების მდგრადობას ჰიპოქსიისადმი, განსაკუთრებით თავის ტვინის ჰიპოქსიას. პრეპარატი აფერხებს ქოლინერგული რეცეპტორებისა და ადრენერგიული α-2 რეცეპტორების მზარდ რედუქციას, აუმჯობესებს სწავლისა და მახსოვრობის უნარს. უზრუნველყოფს სისხლძარღვების სპაზმის ლიკვიდაციას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ერითროციტების აგრეგაციას, რის შედეგადაც აღინიშნება ქსოვილური მიკროცირკულაციის გაუმჯობესება. გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, აგრეთვე მოქმედებს, როგორც ნეიროპროტექტორი.
კლინიკური ზემოქმედების საფუძველს წარმოადგენს:
თავის ტვინის იშემიის შემცირება; 
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და ქვედა კიდურებში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
უჯრედების დაცვა ჰიპოქსიისგან;
თრომბოციტების აგრეგაციის შეფერხება და სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება.

ჩვენებები
პრეპარატი გინკოფარ ფორტე გამოიყენება შემდეგი სახის დარღვევებისას:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა შემდეგი სიმპტომებით: კონცენტრაციის მოშლა, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევები და თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, სმენისა და მხედველობის დაქვეითება;
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები, რასაც თან ახლავს ქვედა კიდურებში სისხლის მიწოდების დარღვევა – ტერფის არეში სიცივისა და ტკივილის შეგრძნება.

მიღების წესები და დოზები
გინკოფარ ფორტე მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, სითხის მიყოლებით.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას: მიიღება 1 ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3-ჯერ. 
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევისას: მიიღება 1 ტაბლეტი დღე-ღამეში 2-ჯერ. 
თერაპია უნდა გაგრძელდეს 8-12 კვირა. გაუმჯობესების პირველი სიმპტომები ვლინდება, როგორც წესი, დაახლოებით 4-კვირიანი მკურნალობის დასრულებისას. 
ძირითადი მკურნალობის დასრულების შემდეგ მიიღება 1 ტაბლეტი დღე-ღამეში 1-2-ჯერ.
დოზის გამოტოვებისას
გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული, ხოლო შემდეგ უნდა გაგრძელდეს პრეპარატის გინკოფარ ფორტე მიღება რეკომენდებული რეჟიმით. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
გინკოფარ ფორტე ხასიათდება კარგი ამტანობით და შესაძლებელია მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოქმედება არ აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც ცალკეული დოზებით იღებდენ 600 მგ გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტს. 
იშვიათად შეიძლება განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები. განსაკუთრებულად მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი ან კანის ალერგიული რეაქციები. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებით მომსახურეობა.
პრეპარატი უარყოფით გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებით მომსახურეობის შესაძლებლობაზე.

უკუჩვენება
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის ცნობილი გინკგო ბილობას ექსტრაქტის უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილებში. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება- გინკოფარ ფორტეს მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გინკოფარ ფორტეს მიღებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება
ერთჯერადმა ან მრავალჯერადმა გადაჭარბებულმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილი და აზროვნების დაქვეითება. რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი არ გამოიყენება ერთდროულად ასპირინის ხანგრძლივი თერაპიის დროს; აგრეთვე ვარფარინთან და თიაზიდურ დიურეზულებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე. 
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე