Nuk
გლიმეპირიდი დენკი 3 / Glimepiride Denk 3


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის გლიმიპერიდი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 3მგ გლომეპერიდს.
დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კარბოქსიმეთილ ნატრიუმის სახამებელი, (ტიპი A) პოვიდონი, პოლისორბატი 80, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული). 

გლიმეპირიდ დენკ 3-ის შეფუთვა
გლიმეპირიდ დენკ 3 არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის ბრტყელი შემოუგარსავი ტაბლეტები დაქანებული კიდეებით და ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
შეფუთვის ზომა: 30 ტაბლეტი; უფასო სამედიცინო ნიმუშები შეიცავს 10 ტაბლეტს. ტაბლეტები იყოფა თანაბარ ნაწილებად.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოტერაპიული ჯგუფი: შიგნით მისაღები ანტიდიაბეტური საშუალება, სულფონილურეას წარმოებული.
გლიმეპირიდი არის შიგნით მისაღები ანტიდიაბეტური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება სულფონილურეას ჯგუფს. გამოიყენება არა ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტ მელიტუსის დროს.
გლიმეპირიდი ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან ინსულინის გამოთავისუფლებას.
სულფონილურეას ჯგუფის სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს ეფექტი განპირობებულია პანკრეასის ბეტა უჯრედების მაღალი მგრძნობელობით გლუკოზის ფიზიოლოგიური სტიმულაციის მიმართ. ასევე გლიმეპირიდს, აქვს კარგად გამოხატული ექტსრაპანკრეატული ეფექტი რაც ასევე ახასიათებს სულფონილურეას ჯგუფის სხვა პერპარატებსაც.
შიგნით მისაღები მინიმალური ეფექტური დოზა არის 0.6მგ, ჯანმრთელ პაციენტებში, გლიმეპირიდის ეფექტი არის დოზადამოკიდებული და აღდგენადი, გლიმეპირიდს კვლავ აქვს ეფექტი შეამციროს ინსულინის გამოყოფა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს. მედიკამენტის ჭამის წინ და ჭამამდე ნახევარი სათით ადრე მიღება მნიშვნელოვან განსხვავებას არ იძლევა. დიაბეტიან პაციენტებში კარგ მეტაბოლური კონტროლი 24 საათის განმავლობაში მიიღწევა მხოლოდ ერთჯერადი დოზით.
ასევე გლიმეპირიდის ჰიდროქსი მეტაბოლიტები იწვევენ შრატში გლუკოზის დონის მცირედ მაგრამ მნიშვნელოვან შემცირებას ჯანმრთელ პაციენტებში, ეს წარმოადგენს მედიკამენტის სრული ეფექტის მხოლოდ მცირედ ნაწილს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ გლიმეპირიდი სრულად შეიწოვება. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას მის შეწოვაზე. უმნიშვნელოდ მცირდება მხოლოდ შეწოვის სიჩქარე. 
მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში (C max) მიიღწევაშიგნით მიღებიდან დაახლოებით 2.5 საათში (საშუალოდ 0.3 მკგრ/მლ 4მგ—ს განმეორებითი დოზის მიღებისას დღეში) პირდაპირპროპორციული კავშირია დოზას, მაქსმალურ კონცენტრაციასა (Cmax) და AUC- ს (დრო/კონცენტრაციის მრუდქვეშა არე)შორის.
გლიმეპირიდს აქვს ძალიან დაბალი გავრცელების მოცულობა (დაახლოებით 8.8 ლიტრი) რომელიც უხეშად ეთანაბრება ალბუმინს, ახასიათებს ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი (>99%) და დაბალი კლირენსი (დაალოებით 48მლ/წთ-ში).
ცხოველებში გლიმეპირიდი გამოიყოფა დედის რძეში. გლიმეპირიდი გადადის პლაცენტაში. მცირე დოზებით გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი შრატში, რომელიც შეესაბამება შრატის კონცენტრაციას განმეორებითი დოზების მიღებისას არის 5-დან 8 საათამდე. დიდი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა შედარებით გახანგრძლივებული ნახევარდაშლის პერიოდი

ჩვენებები
გლიმეპირიდ დენკ 3 არის ჰიპოგლიკემიური საშუალება (შიგნით მისაღები ანტიდიაბეტური მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება სულფონილურეას კლასს).
გლიმეპირიდ დენკ 3 გამოიყენება გარკვეული ტიპის დიაბეტის (დიაბეტ მელიტუსი ტიპი 2) სამკურნალოდ, მაშინ როდესაც მხოლოდ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში, და წონაში კლება არ არის საკმარისი.
პაციენტმა უნდა იცოდეს რომ: მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდირებული დიეტა, რომლის მკაცრად დაცვაც აუცილებელია, გლიმეპირიდ დენკ 3-ის მიღებისას საჭიროა რომ პაციენტმა კვლავ დაიცვას დიეტის ინსტრუქციები, რადგან მხოლოდ მედიკამენტი ვერ ახდენს მის კომპენსაციას.

მიღების წესები და დოზები
გლიმეპირიდ დენკ 3-ის მიღება აუცილებელია ექიმის მიერ მიცემული მითითებების მიხედვით, ამასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

დოზირება
დოზა განისაზღვრება სისხლში და შარდში გლუკოზის შემცველობის ანალიზის პასუხების მიხედვით. შეიძლება საჭირო გახდეს გლიმეპირიდ დენკ 3-ის დოზის ცვლილება გარემო პირობების შეცვლის შემთხვევაში, მაგალითად წონაში კლება, ცხოვრების სტილის შეცვლა, სტრესი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ჩვეულებრივ საწყისი დოზა მოზრდილებისთვის არის 1მგ გლიმეპირიდი დღეში, თუ მკურნალობა წარმატებით წარიმართა ეს დოზა შეიძლება დარჩეს შემანარჩუნებელ დოზად. 
თუ დღიური დოზა უნდა გაიზარდოს გლიკემიური კონტროლის საფუძველზე, საჭიროა მისი გაზრდა თანდათანობით 2,3 ან 4მგ დღეში 1-2 კვირის ინტერვალებით.
4მგ-ზე მეტი დოზით გლიმეპირიდის მიცემა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იძლევა უკეთეს შედეგს. გლიმეპირიდის მაქსიმალური დღიური დოზა არის 6მგ.
თუ მეტფორმინის მაქსიმალური დღიური დოზის მიღებისას პაციენტი არ იმყოფება შესაბამისი კონტროლის ქვეშ, გლიმეპირიდ დენკ 2-ით კომბინაციაში მკურნალობისას საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა.
გლიმეპირიდ დენკ 3-ით მკურნალობისას თუ პაციენტი არ იმყოფება შესაბამისი კონტროლის ქვეშ, დამატებით ინსულინის დანიშვნა უნდა მოხდეს, განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
ასეთ შემთხვევებში, გლიმეპირიდ დენკ 3-ის მეტფორმინის, და ინსულინის დოზას ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. 

მედიკამენტის მიღების წესი
ტაბლეტები მიიღება მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (ჭიქა წყალი) მიღების დროს და დოზების განაწილებას პაციენტის ცხოვრების სტილის (დიეტის) მიხედვით განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ მთლიანი დღიური დოზა მიიღება ერთჯერ დღეში საუზმემდე ცოტა ხნით ადრე, თუ პაციენტი არ საუზმობს, მაშინ მედიკამენტი მიიღება პირველ მთავარ კვებამდე. მნიშვნელოვანია გლიმეპირიდ დენკ 3-ის ექიმის მიერ შერჩეული განრიგით მიღება. გლიმეპირიდის მიღების შემდეგ არ შეიძლება კვების გამოტოვება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გლიმეპირიდ დენკ 3-ის ეფექტი არის ან ძალიან სუსტი ან პირიქით ძალიან ძლიერი უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად გლიმეპირიდ დენკ 3-საც შეუძლია გამოიწვიო გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ აღენიშნება ისინი.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირად - 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე
ხშირად: - 1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე 
შედარებით იშვიათად- 1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე
იშვიათად - 1 ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე
ძალიან იშვიათად - უფრო ნაკლები ვიდრე 1 შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე
უცნობი - ვერ მოიძებნა ხელმისაწვდომ მონაცემებში

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
იშვიათად: ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში იშვიათია, ძირითადად შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება მძიმე შედეგიც გამოიწვიოს. აღინიშნებოდა თრომბოციტების რიცხვის შემცირება, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ზოგჯერ სისხლის ყველა ტიპის უჯრედების სიცოცხლესთან შეუთავსებელი შემცირება, ანემია (ჰემოლიზური ანემია).

იმუნური სისტემის დაავადებები 
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქცია (მაგალითად კანზე), შეიძლება გადაიზარდოს სასიკვდილო რეაქციებში , რომელიც დაკავშირებულია სუნთქვის გაძნელებასთან, სისხლის წნევის მკვეთრ დაცემასთან და ზოგჯერ შოკთან. აქედან გამომდინარე თუ პაციენტს გამოუვლინდა კანზე ალერგიული რეაქცია სასწრაფოდ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. შესაძლოა ასევე განვითარდეს სისხლძარღვების ალერგიული ანთება (ალერგიული ვასკულიტი), რაც ასევე ძალიან იშვიათია.
ჯვარედინი ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს სხვა მედიკამენტების მიღებისას ისეთების როგორიცაა სულფონილურეა (ჰიპოგლიკემიური საშუალება), სულფონამიდები (ანტიბიოტიკები) ან ასევე შესაძლებელია მათთან დაკავშირებული ნივთიერებებიც.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
იშვიათია სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემა

თვალის დაავადებები
შეიძლება განვითარდეს მხედველობის გარდამავალი დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.

კუჭნაწლავის სისტემის დაავადებები
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ძალიან იშვიათია სისავსის შეგრძნება კუჭში და მუცლის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში ამან შეიძლება საჭირო გახადოს მკურნალობის შეწყვეტა.

ღვიძლის და ნაღვლოვანი სისტემის დაავადბები
შეიძლება მოიმატოს ღვიძლის ფერმენტების დონემ. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ნაღვლის დრენირების შეფერხება და სიყვითლე), შესაძლოა განვითარდეს ჰეპატიტი და ზოგჯერ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ღვიძლის უკმარისობა. 

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
იშვიათია ალერგიული რეაქციები კანზე, მაგალითად, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ფოტოსენსიტიურობა

კვლევები
ძალიან იშვიათად: მცირდება ნატრიუმის დონე სისხლში
ზოგიერთი მედიკამენტით გამოწვეული გვერდითი ეფექტები (მაგ. ჰიპოგლიკემია, ღვიძლის უკმარისობა, სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, მომატებული მგრძნობელობა) შეიძლება იყოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი. თუ უეცრად განვითარდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, ან სწრაფად გაუარესდება, სასწრაფოდ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, არ შეიძლება მკურნალობის გაგრძელება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
გლიმეპირიდ დენკ 3 არ გამოიყენება
-თუ პაციენტი ალერგიულია (აქვს მომატებული მგრძნობელობა) გლიმეპირიდის, გარკვეული ტიპის წამლების (სულფონილურეას ან სულფონამიდების) ან გლიმეპირიდ დენკ 3-ის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
-ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტის დროს (1 ტიპის დიაბეტ მელიტუსი).
-ცნობიერების დაბინდვის ან დაკარგვის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონით (დიაბეტური პრეკომა ან კომა),
-დიაბეტური მეტაბოლური დეკომპენსაციის დროს (მაგ. კეტოაციდოზი ან კეტოაციდოზი ანამნეზში),
-თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.
ამ დროისთვის არ არის გლიმეპირიდ დენკ 3-ის გამოყენების საკმარისი გამოცდილება თირკმლის ფუნქციის დარღვევით (დიალიზიან პაციენტებში) ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანებით დაავადებულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე ასეთ პაციენტებში ინიშნება ინსულინით მკურნალობა. 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გლიმეპირიდ დენკ 3-ის გამოყენებისას. 
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ გლიმეპირიდ დენკ 3-ით საჭიროებენ მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას: გლიმეპირიდ დენკ 3 –ით მკრუნალობისას საჭიროა სისხლში და შარდში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი. ასევე რეკომენდირებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1 ან HbA1c) განსაზღვრა, დამატებით ასევე საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება , კერძოდ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის და თრომბოციტების რიცხვის განსაზღვრა და ღვიძლის ფუნქციური ტესტების შემოწმება.
სასურველი მეტაბოლური კონტროლის მისაღწევად (მაგ. სისხლში გლუკოზის დონის ნორმის ფარგლებში სტაბილიზაცია) საჭიროა ექიმის მიერ მოცემული მკურნალობის გეგმის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
დიეტის დაცვა, ფიზიკური ვარჯიში და წონის შემცირება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტაბლეტების რეგულარულად მიღება. ასევე მნიშვნელოვანია ექიმთან დანიშნულ ვიზიტებზე მისვლა, რათაA მოხდეს სისხლში და შარდში გლუკოზის დონის შემოწმება.
მკურნალობის დაწყებისას შეიძლება წარმოიშვას გლუკოზის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) რისკი. ამის გამო ამ პერიოდში საჭიროა განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა.
ჰიპოგლიკემია შეიძლება ასევე განვითარდეს:
 თუ პაციენტი იღებს საკვებს არარეგულარულად, ან ტოვებს მას მთლიანად
 შიმშილობის დროს
 თუ პაციენტი არის გამოუკვებავი
 დიეტის შეცვლის დროს
 თუ პაციენტი ვარჯიშობს ჩვეულებრივზე უფრო მეტს, და იქმნება დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მიღებულ რაოდენობას შორის.
 თუ პაციენტი მოიხმარს ალკოჰოლს, განსაკუთრებით თუ ამას თან ერთვის კვების დეფიციტი, (გამოტოვება)
 ერთდროულად სხვა მედიკამენტების ან ბუნებრივი საშუალებების მიღებისას
 გლიმეპირიდ დენკ 3-ის ძალიან დიდი დოზით მიღებისას,
 ზოგიერთი ჰორმონალური დაავადების დროს (მაგ, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური დაავადებების დროს),
 თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს
 ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანების დროს,
 თუ პაციენტი არ ასრულებს ექიმის მიერ დანიშნულ და ანოტაციაში მოცემულ მითითებებს.
ასეთი რისკის არსებობისას საჭიროა ექიმის ინფორმირება, რათა მან შეამოწმოს გლიმეპირიდ დენკ 3-ის დოზა, და აუცილებლობის შემთხვევაში სწორად შეარჩიოს მკურნალობის გეგმა.
ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომები, რომლებიც მიმართავენ თვითონ პაციენტის ან სხვის ყურადღებას სისხლში შაქრის დონის შემცირებისკენ არის შემდეგი: თავისტკივილი, ძლიერი შიმშილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევები, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის დარღვევა, რეაქციის და სიფხიზლის დარღვევები, დეპრესია, გონების გაფანტვა, მეტყველების და მხედველობის დარღვევები ზოგჯერ მძიმედ გამოხატული, აფაზია, ტრემორი, პარეზი, მგრძნობელობის დარღვევები, თავბრუსხვევა, უმწეობა. ასევე შეიძლება განვითარდეს ოფლიანობა, წებოვანი კანი, შფოთვა, ტაქიკარდია, ჰიპრეტენზია, გულის ფრიალი, უეცარი ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვადასხვა მიდამოში, და გულის არიტმიები.
თუ ჰიპოგლიკემია უფრო გაძლიერდა, პაციენტს შესაძლოა დაეწყოს ბოდვა, განუვითარდეს გულყრები, დაკარგოს თვით-კონტროლის უნარი, განუვითარდეს სუსტი სუნთქვა, შენელებული გულისცემა, და ცნობიერების დაკარგვა.
ჰიპოგლიკემიით გამოწვეული მძიმე შოკის კლინიკური სურათი შეიძლება გავდეს ინსულტს. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების კონტროლი შესაძებელია სწრაფადვე, ნახშირწყლების მიღებით (შაქარი მაგალითად, დექსტროზის ფილა, შაქრის კუბები, ხილის ტკბილი წვენი, შაქრიანი ჩაი). ამ მიზნით საჭიროა პაციენტს ყოველთვის თან ქონდეს დექსტროზის ფილები (სულ მცირე 20გ მაინც). აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ დამატკბობლებს ეფექტი არ აქვთ. თუ შაქრის მიღებამ ეფექტი არ მოახდინა ან სიმპტომები განმეორდა, აუცილებლად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
ჰიპოგლიკემიის მაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, გამოვლინდეს მცირედ, ან განვითარდეს თანდათანობით. პაციენტმა შეიძლება ვერ შენიშნოს ჰიპოგლიკემიის განვითარება. ეს შესაძლებელია მოხდეს მოხუცებულ პაციენტებში, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს (ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედს ან ბეტა რეცეპტორების ბლოკერებს), ან თუ პაციენტი დაავადებულია გარკველი ტიპის ნეიროპათიით (აუტონომიური ნეიროპათია). ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ასევე კონტრრეგულაციაც.
სტრესული სიტუაციების დროს, მაგალითად ავარიების, ქირურგიული ოპერაციების ან ტემპერატურის მომატების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს დროებით გადასვლა ინსულინით მკურნალობაზე.
გლუკოზის დონის მომატებისას (ჰიპერგლიკემია შეიძლება განვითარდეს გლიმეპირიდ დენკ 3-ის სისხლში შაქრის შემცირებაზე არასაკმარისი ეფექტის გამო, როდესაც პაციენტი არ ასრულებს ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის გეგმას, ან სტრესული სიტუაციების გამო) შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური სიმპტომები : ძლიერი წყურვილი, პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა, კანის ქავლილი/ან კანის სიმშრალე, სოკოვანი ან კანის ინფექციები, შემცირებული მიღწევის პოტენციალი.
საჭიროა სიფრთხილე თუ პაციენტს აქვს სისხლის წითელი უჯრედების დაავადება, კერძოდ გლუკოზა-6 ფოსფატ დეჰიდროგნაზას დეფიციტი, რადან გლიმიპერიდს შეუძლია დააზიანოს სისხლის წითელი უჯრედები და გამოიწვიოს ჰემოგლობინის დონის შემცირება (ჰემოლიზური ანემია).

ბავშვებში
მედიკამენტი არ გამოიყენება ბავშვებში, რადგან მონაცემები მისი ბავშვებში გამოყენების შესახებ ძალიან მცირეა.

მოხუცებში
არსებობს საფრთხე იმისა რომ, მოხუცებს შეიძლება ქონდეთ დაგვიანებული რეაქცია ჰიპოგლიკემიაზე, თუ პაციენტი მიეკუთვნება ამ ასაკის კატეგორიას, პრეპარატი სიფრთხილით უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტისთვის და მოხდეს სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია
გლიმეპირიდ დენკ 3-ის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას საჭიროა მკურნალობის განხილვა მკურნალ ექიმთან ერთად. თუ დაორსულება მოხდება გლიმეპირიდ დენკ 3-ით მკურნალობის დროს აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ამის შესახებ.
რადგან არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა გლიმეპირიდ დენკ 3 დედის რძეში, გლიმეპირიდ დენკ 3-ის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ჰიპოგლიკემიის ან ჰიპერგლიკემიის, ან მხედველობის დარღვევის გამო პაციენტის კონცენტრაციის უნარი შეიძლება დაქვეითდეს. აუცილებელია ამის გათვალისწინება ყველა იმ სიტუაციაში (ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვა), რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თვითონ პაციენტის ან სხვის ჯანმრთელობას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია პაციენტს ავტომობილის მართვა, თუ -მას აქვს ხშირი ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები
-ჰიპოგლიკემიის წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნები მცირედ ან საერთოდ არ არის გამოხატული.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გლიმეპირიდ დენკ 3-ს შემადგენელი სხვა კომპონენტების შესახებ.
მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აქვს რომელიმე ტიპის შაქრის მიმართ აუტანლობა, გლიმეპირიდ დენკ 3-ის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება
გლიმეპირიდ დენკ 3-ის დოზის გადაჭარბება
გლიმეპირიდ დენკ 3-ის დოზის გადაჭარბებისას ან დამატებითი დოზის მიღებისას საჭიროა საკმარისი რაოდენობის შაქრის სასწრაფოდ მიღება (მაგ. დექსტროზის ფილები. შაქრის კუბი, ხილის ტკბილი წვენი, შაქრიანი ჩაი) ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გამო (ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მოცემულია პარაგრაფში “განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გლიმეპირიდ დენკ 3-ის გამოყენებისას”), ამის შესახებ სასწრაფოდ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, ეს ასევე ეხება მედიკამენტის გაუცნობიერებელ მოხმარებას, მაგალითად ბავშვის მიერ. უგონოდ მყოფ პაციენტებს არ უნდა მიეცეთ საკვები ან სასმელი.
გახანგრძლივებული ჰიპოგლიკემიის საფრთხის გამო, სამედიცინო მეთვალყურეობა აუცილებელია საფრთხის ჩავლამდე. სიფრთხილის გამო შესაძლოა აუცილებელი გახდეს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა, კერძოდ ძლიერი ჰიპოგლიკემია, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერების დაკარგვასთან და მძიმე ნევროლოგიურ დეფიციტთან არის საგანგებო სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას და ყურადღებას. საჭიროა რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ჰქონდეს პაციენტის მდგომარეობაზე სრული ინფორმაცია, იმ პიროვნებებისგან ვინც ზუსტად იციან მომხდარის შესახებ.

გლიმეპირიდ დენკ 3-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება. მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეული რეჟიმით.

გლიმეპირიდ დენკ 3-ის მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სისხლში შაქრის დონის შემცირების სასურველი ეფექტი ვერ მიიღწევა, ან დიაბეტური მდგომარეობა ისევ გაუარესდება. თუ აუცილებელია ცვლილება ეს უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოშობის შემთხვევაში უნდა მიემრათოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარულში იღებდა რომელიმე მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც, აუცილებლად უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
გლიმეპირიდ დენკ 3-ის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას შეიძლება განვითარდეს მისი ჰიპოგლიკემიური მოქმედების არასასურველი გაზრდა ან პირიქით შემცირება.
გლიმეპირიდ დენკ 3-ის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაზრდით გამოწვეული ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს გლიმეპირიდ დენკ 3-ის დანიშვნისას ისეთ მედიკამენტებტან ერთად როგორებიცაა:
 სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტები, მაგალითად ინსულინი
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები (ისეთი ანტიბიოტიკები, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ქინოლონის წარმოებულები, ტეტრაციკლინები, სულფონამიდები),
 ტკივილგამაყუჩებელი ან ანტირევმატოიდული წამლები (პირაზოლონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი)
 ანალგეზიური საშუალებები (სალიცილატები),
 ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები (პ-ამინოსალიცილის მჟავა), 
 კუნთებთან შეკავშირებული წამლები (ანაბოლური ნივთიერებები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები),
 ანტიკოაგულანტები (კოუმარინი)
 ანტიფუნგალური მედიკამენტები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი), 
 ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები ან სხვა პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ გულისცემის სიხშირეს (აგფ (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი) ინჰიბიტორები, ბეტა-რეცეპტორის ბლოკერები, სიმპათოლიზური პრეპარატები),
 განწყობის ასამაღლებელი საშუალებები (ფლუოქსეტინი, მაო_ს (მონოამინოქსიდაზა) ინჰიბიტორები),
 მადის დამთრგუნველი პრეპარატები (ფენფლურამინი)
 ცხიმის შესამცირებელი მედიკამენტები (ფიბრატები)
 გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (, ციკლო-, ტრო და იფოსფამიდი),
 ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები (ტრიტოქუალინი)
 საინფუზიო მედიკამენტები დიდი დოზით, რომლებიც აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას (პენტოქსიფილინი),
 პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები (პრობენეციდი, ალოპურინოლი, სულფინპირაზონი).
სისხლში შაქრის დონის აწევა შეიძლება გამოიწვიოს გლიმეპირიდ დენკ 3-ის ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირებამ, რომელიც განპირობებულია მის დანიშვნასთან ისეთ მედიკამენტებთან ერთად როგორებიცაა:

 ქალის სასქესო ჰორმონები (ესტროგენი და პროგესტერონი)
 შარდმდენები (სალურეტიკები, თიაზიდური შარდმდენები)
 ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
 ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (კორტიკოიდები)
 გულყრების და შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებები ( ფენიტოინი, ფენოთიაზინის წარმოებულები),
 ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (დიაზოქსიდი)
 ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი)
 ჰიპოგლიკემიის სამკურნალო მედიკამენტები (გლუკაგონი)
 საძილე საშუალებები (ბარბიტურატები)
 თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები (აცეტაზოლამიდი)
 მედიკამენტები რომლებიც აძლიერებენ გულისცემას (ადრენალინი და სიმპათომიმეტური წამლები)
 ლიპიდების შესამცირებელი მედიკამენტები (ნიკოტინატი)
 ლაქსატივების ხანგრძლივად გამოყენება.
კუჭის ან თორმეტგოჯას წყლულის სამკურნალო მედიკამენტებს, (H2 რეცეპტორის ბლოკერები) ასევე ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს (ბეტა-რეცეპტორის ბლოკერები, კლონიდინი, და რეზერპინი) შეუძლიათ შეასუსტონ ან პირიქით გააძლიერონ გლიმეპირიდ დენკ 3-ის ეფექტი, შეამცირონ სისხლში შაქრის რაოდენობა.
ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს გლიმეპირიდ დენკ 3-ის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც გავლენას ახდენენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე, მაგალითად, ბეტა-რეცეპტორის ბლოკერებს, კლონიდინს, გუანეთიდინს, და რეზერპინს შეუძლიათ შენიღბონ ან დათრგუნონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
გლიმეპირიდ დენკ 3-ს შეუძლია გააძლიეროს ან პირიქით შეასუსტოს ისეთი ანტიკოაგულანტების ეფექტი, როგორიცაა კოუმარინის წარმოებულები.
სხვა მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გლიმეპირიდ დენკ 3-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დიაბეტის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა რომელიც რეკომენდირებულია მკურნალი ექიმის მიერ, საჭიროა მისი მკაცრად დაცვა. გლიმეპირიდ დენკ 3-ის მიღებისას კვლავ საჭიროა დიეტის ინსტრუქციების შესრულება, რადგან მედიკამენტი ვერ ახდენს მის კომპენსაციას.
ალკოჰოლის ერთჯერადმა ან მუდმივმა მოხმარებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს გლიმეპირიდ დენკ 3-ის ჰიპოგლიკემიური ეფექტი, გაუთვალიწინებელი გზით. ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ თუ რა რაოდენობის ალკოლის მოხმარებაა დასაშვები.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაცული იყოს ნესტისგან არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რეგისტრაციის # და თარიღი
06.12.2010 - 06.12.2015

სად შევიძინოთ?