Nuk
GUNA-HANDFOOT (ნატუროპათი) / GUNA-HANDFOOT (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სახსრების, მყესების, მტევნების და ტერფების სხვადასხვა ეტიოლოგიის
მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.
 
გამოშვების ფორმები: შეფუთვაში 10 ამპულა, თითოეული 2 მლ
შეფუთვაში 50 ამპულა, თითოეული 2 მლ
 
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Arnica montana 4X, Viola odorata 6X, Anti
interleukin 1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C,
Caulophyllum thalictroides 12X; Benzoicum acidum 6X, Cimicifuga racemosa
10X, Ledum palustre 6X, Mercurius solubilis 8X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური
იზოტონური ხსნარი.
Guna-Handfood-ის თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნოლოგიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
β-Endorphin 4C – ტკივილგამაყუჩებელი ნეირომედიატორი. აქვეითებს
ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა
რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე.
აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ
მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α da β 4C აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ან-
თების აგენტების – ციკლოოქსიგენაზას 2-ის, E2 prostaglandinis
და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
ამ ბირთვის ორი კომპონენტი ახდენს ტკივილის კუპირებას, აქვეითებს
სისხლძარღვოვანი ხასიათის ანთებას (Arnica) და პოდაგრული
წარმოშობის მწვავე სიმპტომებს (Coulophyllum).
4. ანტიდეგენერაციული ტკივილის ბირთვი
ამ ბირთვის კომპონენტები (Viola odorata, Mercurius solubilis da Cimicifuga
racemosa) ამცირებს მტევნის და ტერფის სახსრებში დეგენერაციული
ეტიოლოგიის ტკივილს. Viola odorata-s tropizmi და ანთების 
საწინააღმდეგო მოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია
მაჯის სახსრის მიმართ.
5. ანტიპოდაგრული ბირთვი
Ledum palustre და Acidum benzoicum აქვეითებს შარდმჟავას დონეს
და ახდენს ორგანიზმში მისი ცვლის მოდულირებას, აყუჩებს ტკივილს
პოდაგრის დროს.
 
ჩვენებები დანიშვნისათვის:
მტევნების და ტერფების სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული
ტკივილის მკურნალობა.
თითების ოსტეოართროზი (GUNA-POLYARTRITIS-თან ერთად).
ცერა თითის რიზოართროზი (ფორესტიერის დაავადება). ხანგრძლივი
იმობილიზაციით გამოწვეული ართროზული ტკივილი. წვრილი
სახსრების მეტაბოლური და აუტოიმუნური დაზიანება. მტევნის
გვირაბის სინდრომი (GUNA-NEURAL-თან ერთად). დე კერვენის
დაავადება (GUNA-NEURAL-თან ერთად). მორტონის დაავადება
(GUNA-NEURAL-თან ერთად). მტევნების/ტერფების რევმატოიდული
ართრიტი (GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად). მტევნის/
ტერფის მყესების ტკივილი გამოწვეული ხანგრძლივი იმობილიტკივილის
ზაციით (თაბაშირის ხანგრძლივ ტარებასთან დაკავშირებული მყესების ტკივილი).
სად შევიძინოთ?