გინოფორტი / GYNOFORT


შემადგენლობა
5გ 2%-იანი კრემი შეიცავს:
ბუტოკონაზოლის ნიტრატი 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი (კომპლექსონი III), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, მიკროკრისტა-ლური ცვილი, სილიციუმის კოლოიდური ჰიდროფობური დიოქსიდი, გლიცერილ- მონოიზოსტეარატი, პოლიგლიცერილ 3-ოლეატი, პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, გასუფთავებული წყალი, სორბიტოლის ხსნარი, 70%. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. 
ათქ კოდი: G01AF15

აღწერილობა
ვაგინალური კრემის აქტიური ინგედიენტი - ბუტოკონაზოლის ნიტრატი, რომელიც წამორადგენს იმიდაზოლის წარმოებულს და ახასიათებს ფუნგიციდური აქტოვობა Candida, Trichophyton, Micosporum, Epidermaphyton მიმართ. ბუტოკონაზოლის ნიტრატი განსაკუთრებით ეფექტურია ჩანდიდა სოკოებით გამოწვული ინფექციების წინააღმდეგ. პრეპარატი აგრეთვე აქტიურია ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ. 

მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი მოქმედებს სოკოვანი უჯრედის მემბრანაზე, სადაც თრგუნავს ლანოსტერპლის ერგოსტეროლად გარდაქმნას, რაც იწვევს სოკოების უჯრედული მემბრანების ლიპიდური შემადგენლობის ცვილებას. უჯრედის მემბრანის განვლადობა ირღვევა, რაც იწვევს ოსმოსური რეზისტენტობის დაქვეითებას და არღვევს სოკოების უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას. 

კრემს გააჩნია ზეთში წყლის ემულსიის მაღალი თანაფარდობა, რაც უზრუნველყოფს მაღალ ბიოადჰეზიურ თვისებებს. ინ ვივო ნაჩვენებია, რომ პრეპარატის დოზის შეყვანის შემდეგ კრემი ისაზღვრება საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე 4,2 დღე. ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ კრემის სტრუქტურა შემუშავებულია იმგვარად, რომ ბუტოკონაზოლის გამოთავისუფლება ხდება 6 დღის განმავლობაში,  როდესაც არსებული ანალოგები ბუტოკონაზოლს ათვისუფლებენ სწრაფად 6 საათის განმავლობაში. 

ფარმაკოკინეტიკა
გინოფორტი ვაგინალური კრემის ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ დოზის დაახლოებით 1,7% აბსორბირდება. ვაგინალური შეყვანის შემდეგ პლაზმაში პრეპარატის და მისი მეტაბოლიტების პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 13 საათის განმავლობაში. 
ბუტოკონაზოლი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს. ბუტოკონაზოლი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით, ნაწილობრივ ნაღველით. 

ჩვენება
გინოფორტი ნაჩვენებია საშვილოსნოს სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Candida albicans. დიაგნოზი უნდა დადასტურდეს საშვილოსნოდან აღებული ნაცხის მიკროსკოპული ან/და კულტურალური გამოკვლევით. 

გამოყენების მეთოდი და დოზები
რეკომენდებული დოზა: ერთი აპლიკატორის შემცველობის (დაახლოებით 5გ) ერთჯერადი შეყვანა დღის ნებისმიერ დროს, სასურველია ძილის წინ. 
კრემის ეს რაოდენობა შეიცავს დაახლოებით 100მგ ბუტოკონაოზლის ნიტრატს. 

უსაფრთხოების ზომები
თუ პრეპარატის გამოყენებისას რჩება ინფექციის კლინიკური ნიშნები, საჭიროა განმეორებითი მიკრობიოლოგიური გამოკვლევა, ახალი გამომწვევის გამოსავლენად ან უკვე არსებული დიაგნოზის დასადასტურებლად. თუ პრეპარატის გამოყენების დროს აღინიშნა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან აღინიშნება მტკივნეული შეგრძნებები, კრემის გამოყენება უნდა შეწყდეს.
გინოფორტი ვაგინალური კრემი შეიცავს მინერალურ ზეთს. მინერალური ზეთი შეიძლება დამაზიანებლად მოქმედებდეს ლატექსის ან რეზინის მასალაზე. როგორიცაა პრეზერვატივი ან ინტრავაგინალური დიაფრაგმა, ამიტომ კონტრაცეფციის აღნიშნული საშუალებების გამოყენება გინოფორტი ვაგინალური კრემის შეყვანიდან 72 საათის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. 

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გინოფორტი ვაგინალური კრემის გამოყენება არ ახდენს რაიმე გავლენას ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატს არ გააჩნია მუტაგენური აქტივობა. კანცეროგენობის გამოკვლევები არ ჩატარებულა. 
პრეპარატს არ ახასიათებს ტერატოგენური მოქმედება და არ ახდენს გავლენას ფერტილობაზე. 

გაფრთხილებები
გამოყენება ორსულობის დროს:
ორსულობის დროს ვაგინალურ კრემი გინოფორტი ქალებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მოცემული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. 
თუ პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს უნდა დაიცვან სიფრთხილე საშვილოსნოში აპლიკატორის შეყვანისას, მექანიკური ტრავმის ასაცილებლად. 

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში
ამ დროისთვის უცნობია, შესაძლებელია თუ არა პრეპარატის კომპონენტების გამოყოფა ლაქტატში, ამიტომ მეძუძურ ქალებში კრემის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. 

უკუჩვენება
გინოფორტი ვაგინალური კრემი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) დროს პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გინოფორტი ვაგინალური კრემი შეიცავს მინერალურ ზეთს. მინერალური ზეთი შეიძლება დამაზიანებლად მოქმედებდეს ლატექსის ან რეზინის მასალაზე. როგორიცაა პრეზერვატივი ან ინტრავაგინალური დიაფრაგმა, ამიტომ კონტრაცეფციის აღნიშნული საშუალებების გამოყენება გინოფორტი ვაგინალური კრემის შეყვანიდან 72 საათის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. 

გვერდითი ეფექტები
შეიძლება აღინიშნოს წვის შეგრძნება, ქავილი, მტკივნეულობა ან საშვილოსნოს შეშუპება, ტკივილი მცირე მენჯის ან მუცლის მიდამოში, აგრეთვე სპაზმები. შესაძლებელია ორი ან სამი ზემოაღნიშნული ეფექტის თანაარსებობა. 

ჭარბი დოზირება
პრეპარატის შემთხვევით ორალურად გამოყენებისას, უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა რაც შეიძლება სწრაფად. 

გამოშვების ფორმა
5გ ვაგინალური კრემი პოლიპროპილენის აპლიკატორში. 1 აპლიკატორი თავსდება პოლისტიროლის პენალში და შემდეგ შეფუთულია ლამინირებულ პაკეტში. პაკეტები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში. 

შენახვა
ინახება 15-დან 25˚C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
მოერიდეთ 25˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვას. 

ვარგისობის ვადა
3 წელი. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით