Nuk
ჰემა ლაიფი / Haem LIfe liquid


შემადგენლობა:

კარბონილის რკინა

14 მგ

ფოლის მჟავა

300მკგ

ვიტ B1

1 მგ

ვიტ B2

1 მგ

ვიტ B6

0,5 მგ

ნიაცინამიდი

15მგ

ვიტ B12

5 მკგ

D- პანთენოლი

1მგ

თუთია

10 მგ

სპილენძი

500მკგ

მანგანუმი

0,5მგ

სელენი

40 მკგ

მაგნიუმი

6 მგ

ვიტ C

10 მგ

ჰემალაიფი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. 

კარბონილის რკინა  ხასიათდება ელემენტარული რკინის მაღალი შემცველობით (99%). არ არის ტოქსიური და სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების გაუმჯობესება.

ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ანმინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინტეზში, რკინის მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის პროცესებში. გააჩნია ანტიოქსიდაციური თვისებები.

ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მნიშვნელოვან კომპონენტს, შედის რა კეტომჟავების დეკარბოქსილირებაში მონაწილე კოენზიმის შემადგენლობაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მონაწილეობს ნერვული იმპულსის გატარებაში სინაპსებში. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს.

ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში.  მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში.  ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.

ნიაცინი (B5-ნიაცინამიდი) - მონაწილეობს ქსოვილების სუნთქვის, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის პროცესებში. თავის ტვინის ფუნქციების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საკვებ გადამამუშავებელი ორგანოებისა და სისხლის სისტემის დარეგულირებაში.

ვიტამინი B12 – გააჩნია იმუნომოდულაციური, ალერგიის საწინააღმდეგო, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე. 

D-პანთენოლი (პროვიტამინი В5) -   აუცილებელია ცხიმების, ნახშირწყლების, ამინომჟავების ცვლისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინის, ჰისტამინის, აცეტილქოლინის, ჰემოგლობინის სინთეზისთვის. მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ხელს უწყობს სხვა ვიტამინების შეწოვას, ასევე ნეიროტრანსმიტერის სინთეზს.

თუთია – ადამიანის ორგანიზმში არსებული მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ერითროციტებში შედის ძირითადად თუთიის მეტალოენზიმის კარბოანჰიდრაზას შემადგენლობაში და ნაკლებადაა სისხლში ალფა-2-მაკროგლობულინთან შეკავშირებული სახით. შედის 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც აკატალიზებენ დნმ, რნმ და ცილების სინთეზის მნიშვნელოვან ეტაპებს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქსოვილების ზრდასა და განვითარებაზე.  დადებითად მოქმედებს ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის დროს. 

სპილენძი – მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში. იგი ნერვული ბოჭკოების გარეგანი საფარველის, კოლაგენის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის პიგმენტის ფორმირებაში.  

მანგანუმი - ააქტივებს ორგანიზმის მიერ ბიოტინის, B და C ვიტამინების სწორად გამოყენების მაკატალიზებელ ფერმენტებს. აუცილებელია ძვლის ნორმალური სტრუქტურის შესანარჩუნებლად. არეგულირებს ნახშირწყლოვან ცვლას. 

სელენი  - ისევე როგორც ვიტამინები E და C, ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. იგი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან. გააჩნია კარდიოპროტექტო-რული მოქმედება, თრგუნავს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, მონაწილეობს სპერმატოგენეზში.

მაგნიუმი - მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.

ვიტამინი C – აუცილებელია უჯრედული კოლაგენის წარმოსაქმნელად, აუცილებელია კბილის ძვლებისა და კაპილარების კედლის სტრუქტურის გასამაგრებლად. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, თიროზინის მეტაბოლიზმში, ფოლის მჟავის გარდაქმნაში ფოლინურში, ნახშირწყლების ცვლაში, ლიპიდებისა და ცილების სინთეზში, რკინის მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის პროცესებში. გააჩნია ანტიოქსიდაციური თვისებები.

ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია. რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის  პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:  ბავშვები 1-3 წლამდე  2,5მლ  1 ჯერ დღეში.
ბავშვები 4-6 წლამდე 2,5 მლ 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 7-12წლამდე  5 მლ  1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი საჭიროებისამებრ.

გამოშვების ფორმა:  200მლ სიროფი

აფთიაქიდან გაცემის წესი:  გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?