Nuk
ჰედელიქსის წვეთები / HEDELIX


შემადგენლობა

100 შეიცავს: სუროს ფოთლების თხევად ექსტრაქტს 4,0გ
დამხმარე ნივთიერება: პროპილენგლიკოლი 83.690; გლიცეროლი 20.000გ; არომატიზატორი 0.130გ; 
წყალში ხსნადი პიტნის ზეთი 0.030გ
1 მლ (31 წვეთი)

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის, ხველების საწინააღმდეგო (ამოსახველებელი) საშუალება.

ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ_ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა ან/და მისი ამოხველების გართულება 
-მწვავე, ქრონიკული ბრონქიტი 
-ტრაქეობრონქიტი
-ბრონქული ასთმა 
-ბრონქოექტაზიური დაავადება.

მიღების წესები და დოზები
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, ჰედელიქსი მიიღება 3-ჯერ დღეში:

ასაკიერთჯერადი დოზადღიური დოზა
მოზრდილები და 10 წლის30–40 წვეთი90– 120 წვეთი
4–10 წლის ბავშვები20 წვეთი60 წვეთი
1–4 წლის ბავშვები15 წვეთი45 წვეთი
0–1 წლის ბავშვები10 წვეთი30 წვეთი


გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე, მაგრამ სასუნთქი გზების დაავადებების იოლი ფორმების დროსაც მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 7 დღისა. პრეპარატით მკურნალობას აგრძელებენ დაავადების სიმპტომების გაქრობიდან 2_3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
არ არის ცნობილი.

უკუჩვენება
არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ ჰედელიქსის მიღება, რადგან იგი არ შეიცავს ეთანოლს და შაქარს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღება, რადგან ფერხდება ნახველის გამოყოფა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება +5°C _ +25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
4 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
გახსნილი ფლაკონის ვარგისიანობის ვადაა 6 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?