Nuk
ჰელიქს პლიუსი / HELIX plus


საკვები დანამატი
შემადგენლობა: პრეპარატის ყოველი 5 მლ. შეიცავს  გოგრის თესლის ექსტრაქტი (Cucurbita Pepo) 200 მგ., კაკლის ფოთლის ექსტრაქტი (Juglans Regia) 10 მგ., ნივრის ექსტრაქტი (Allium Sativum) 0,5 მგ., მწარე აბზინდა (Artemisia Absinthium) 15 მკგ., ურცის ექსტრაქტი (Thymus Vulgaris) 250 მკგ.

დამატებითი კომპონენტები: გამოხდილი წყალი, გლიცერინი, მაყვლის არომატიზატორი, კონსერვანტი (ნატრიუმის ბენზოატი), PH დამაბალანსებელი (ლიმონმჟავა); დამატკბობელი (ნატრიუმ-საქარინი)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გოგრის თესლის გარეკანის ექსტრაქტს აქვს ანტიჰელმინთური მოქმედება, ეფექტურია ყველა სახის ჭიით ინვაზიის დროს; არ შეიცავს ალერგენებს; სამედიცინო ლიტერატურაში არ არსებობს ინფორმაცია გოგრის თესლის ალერგიული ეფექტის შესახებ; ეფექტურია როგორც მახვილათი, ასევე ასკარიდათი და ლამბლიათი გამოწვეული ინვაზიის დროს. კაკლის ფოთლის ექსტრაქტი - მდიდარია ჩ, B1, B2, B3 ვიტამინებით, ბეტა კაროტინით, იოდით, რკინით, საკვები ბოჭკოთი, ტანინებით, იუგლონითა და იუგლონის მჟავით, რომელთაც გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, ანტიფუნგალური, იმუნომასტიმულირებელი, დამცველობითი მოქმედება; არეგულირებს ლორწოს სეკრეციას; ნაღვლის გამოყოფას.  ანტიჰელმინთური მოქმედება განპირობებულია ჭიის ფერმენტების ბლოკირებით, რომლებიც ასრულებენ ძირითად როლს პარაზიტის ენერგეტიკულ ცვლაში.  კაკლის ფოთლის ექსტრაქტი ანადგურებს ჰელმინთებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ნივრის  ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. არეგულირებს მადას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას. ნივრის ექსტრქტი ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მწარე აბზინდას აქვს ანტიჰელმინთური, ლამბლიებისსაწინააღმდეგო მოქმედება (ეფექტურია ლამბლიოზის სამკურნალოდ). არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; გააჩნია დამამშვიდებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ურცის ექსტრაქტს გააჩნია ანტიჰელმინთური, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი, მადის მასტიმულირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენებები: *ჭიებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი); *პროტოზოებით ინვაზია (ლამბლიოზი, ამებიაზი); *დისპეფსია, მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული კოლიტი; *იმუნური სისტემის სისუსტე; *მადის დაქვეითება.

დოზირება და მიღების წესი:  ბავშვები: 1 - 5 წელი: 5 მლ. 2 -ჯერ დღეში;  5 - 12 წელი: 5 მლ. 3 -ჯერ დღეში.12 წ. ზევით და მოზრდილები:  10 მლ. 2-ჯერ დღეში.  მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 15 – 20 დღეს. მკურნალობის განმეორებითი კურსი შესაძლოა ჩატარდეს 20 – 30 დღიანი შესვენების შემდეგ. ჰელიქსი - ეს არის პრეპარატი მთელი ოჯახისათვის.

წინააღმდეგჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია.

გამოშვების ფორმა: ჰელიქს პლიუსი  სიროფი 150 მლ. ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცით, მაყვლის გემოთი.

შენახვისა და ტრანსპორტორების წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°ჩ ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:  გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?