Nuk
ჰემოფერექსი / HEMOFEREX


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:
რკინა - გლიცინის ამინომჟავის ხელატი - 29 მგ. 
ასკორბინის მჟავა - 100 მგ. 
ვიტამინი B9 - 400 mkg 
ვიტამინი B6 - 20 მგ
ვიტამინი B12 - 50 mkg. 
სპილენძი - 2 მგ.
დამატებითი ნივთიერებები:
ცელულოზა, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰემოფერექსი-ანემიის საწინაარმდეგო კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ. ჰემოფერექსში შემავალი რკინა – რკინა ამინომჟავის ხელატი – რკინისა და ამინომჟავის ნაერთი – რკინის ორგანული ფორმაა , რომელიც ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავიდან. 30მგ რკინის ამინომჟავის ხელატი განაპირობებს ჰემოგლობინის შემცველობის ისეთივე ზრდას, როგორც რკინის სულფატში შემავალი 120 მგ აბსოლიტური რკინა; პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინა- გლიცინის ამინომჟავის ხელატი ავსებს ორგანიზმს რკინის დეფიციტს. ჰემოფერექსში - რკინის ამინომჟავის ხელატი - რკინა დაცულია ორგანული კომპლექსით, რომელიც იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს არაორგანული რკინის იონის უშუალო ზემოქმედებისაგან. ჰემოფერექსს ნაკლებად ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა: დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა ან ფაღარათი. 
B ჯგუფის ვიტამინებთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას. ვიტამინ C არეგულირებსსისხლის შედედებას, ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში , ასევე ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით. ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების ჩამოყალიბებისათვის.ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების,, ნუკლეინის მჟავის, პურინებისა და პირიმიდების სინთეზში, ქოლინის ცვლაში. პირიდოქსინი (ვიტამინ B6) ფერმენტების სახით მონაწილეობს ამინომჟავების , ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში

ჩვენებები
• რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
• რკინის ფარული დეფიციტი.
• სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები: ქირურგიული ჩარევები, მაიონიზებელი გამოსხივება , ხანგრძლივი ქემოდიალიზი დას ხვ.)
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
• ჰიპო და ავიტამინოზები.
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები 
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

მიღების წესები და დოზები
1-2 ტაბლეტი დღეში
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის დროს

განსაკუთრებული მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ქალბატონებმა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?