ჰეპათრომბინ H / Hepatrombin H


შემადგენლობა:

ჰეპათრომბინი H – რექტალური მალამო, ტუბი 20 გრ. შემადგენლობა: ჰეპარინი 65 ME, პრედნიზოლონის აცეტატი  2,233მგ პოლიდოკანოლი 30მგ

ჰეპათრომბინი H -  რექტალური სუპოზიტორია –№10. შემადგენლობა: ჰეპარინი 120 ME, პრედნიზოლონის აცეტატი  1,675მგ პოლიდოკანოლი 30მგ

აღწერილობა:

მაზი: მოყვითალო მოთეთრო ფერის, ნახევრადგამჭირვალე, გელის კონსისტენციის მაზი, დამახასიათებელი სუნით

სუპოზიტორიები : თეთრი, კონუსის ფორმის, განაკვეთზე სუპოზიტორიები თეთრი ფერის , ერთგვაროვანი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰემოროიდური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი. ჰეპარინი ანტიკოაგულანტი პირდაპირი მოქმედების, გარეგანი გამოყენების დროს ახდენს ანტითრომბოზულ, ანტიექსუდაციურ და საშუალოდ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას.ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას, ეწინააღმდეგება სისხლის კოაგულაციას ჰემოროიდულ კვანძებში.

პრედნიზოლონი – გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ალერგიისსაინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ანთებას და თანმხლებ უსიამოვნო შეგრძნებას (ქავილი, წვა, ტკივილი) ანორექტალურ არეში.

პოლიდოკანოლი– ახდენს ადგილობრივ საანესტეზიო მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდული კვანძების სკლეროზირებას.

ჩვენება:

– მწვავე გარეთა და შიდა ჰემოროი

– ჰემოროიდული კვანძების ანთება

– ეკზემა, ქავილი, ნახეთქები სწორი ნაწლავის არეში

– ოპერაციისთვის მზადების პერიოდი

– ოპერაციის შემდგომი პერიოდი

 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა, ბაქტერიული, ვირუსული, კანის  სოკოვანი დაზიანებები, ტუბერკულოზი, სიფილისი, კანის სიმსივნე, ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ვაქცინის შეყვანაზე  რეაქციები, მიდრეკილება სისხლდენების მიმართ

გამოყენების წესი და დოზირება:

გარე ჰემოროის დროს ძირითადად იყენებენ მალამოს, რომელიც დაიტანება თხელი ფენის სახით დაზიანებულ უბანზე 2–4ჯერ დრეში. ტკივილის მოხსნის შემდეგ 1 ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

შიდა ჰემოროის დროს უმჯობესია გამოვიყენოთ სანთლები ან მალამო. მალამოს ნაწლავში შესაყვანად გამოვიყებეთ თანდართულ აპლიკატორს. მალამო შეიყვანება მცირე რაოდენობით. სანთლები შეჰყავთ 1–2 ჯერ დღეში სწორ ნაწლავში დეფეკაციის შემდგომ.

გვერდიდი მოვლენები:

ალერგიული რექციები. ხანგრზლივი გამოყენებისა და დიდ ზედაპირზე დატანის შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გამოვლინება.

 

ჰეპათრომბინი H – სწრაფად  ხსნის ტკივილს  და ქავილს, აჩერებს სისხლდენას

ჰეპათრომბინი H – უსაფრთხოა გამოყენებისას

ჰეპათრომბინი H – გაიცემა რეცეპტის გარეშე