Nuk
ჰიალოგინი / Hyalo Gyn


 

შემადგენლობა:

Hydeal-D-ით 0.2%-ჰიდეალ-დ, გახანგრძლივებული მოქმედების ჰიალურონის მჟავა.

სხვა კომპონენტები: მცენარეული წარმოშობის გლიცერიდები, მეთილპროპანდიოლი, 1,2 - ჰექსანდიოლი, კაპრილგლიკოლი, გამოხდილი წყალი, რძემჟავა. სანთელი არ შეიცავს არც პარაბენს და არც სხვა კონსერვანტებს.

 

ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

საშოს ეპითელიუმი რბილი და ელასტიურია, რომელიც ინარჩუნებს ჰიდრატაციისა და ლუბრიკაციის სათანადო დონეს.

ქალის ცხოვრების ზოგიერთ ფაზაში (მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების განმავლობაში, მენოპაუზის დროს), მედიკამენტოზური   მკურნალობის ან პათოლოგიების შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშოს სიმშრალე ან  სტრესი კონკრეტულ პერიოდებში, ეს ბალანსი ხელს უწყობს საშოს სიმშრალით, წვითა და გაღიზიანებით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას.

წვა და გაღიზიანება, ხშირად ასოცირდება ეპითელიუმის მიკრო დაზიანებებთან, ისინი გამოწვეულია ფრიქციით ლუბრიკაციის ნაკლებობის გამო.

ასეთ შემთხვევებში ლორწოვანის ჰიდრატაციის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია პროდუქტის ლოკალურად გამოყენება, რომელიც ეხმარება მას ბუნებრივი ელასტიურობისა და სირბილის აღდგენაში.

 

HYALO GYN არის Hydeal-D-ს შემცველი სანთელი, წარმოებული ჰიალურონის მჟავასგან, რომელიც უზრუნველყოფს  ადგილობრივად მის ხანგრძლივ გამოთავისუფლებას.

ჰიალურონის მჟავა არის ქსოვილების ჰიდრატაციის სათანადო დონის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ნივთიერება. გარდა ამისა, გადამწყვეტ როლს ასრულებს საშოს ეპითელიუმის აღდგენით პროცესებში.

Hydeal-D უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანზე მუკოადჰეზიურ მოქმედებას, ხანგრძლივ დამატენიანებელ მოქმედებას და ხელს უწყობს მიკრო დაზიანებების ბუნებრივი მკურნალობის პროცესებს.

 

  

გამოყენების რეკომენდაცია:

· ვაგინალური სიმშრალე ნებისმიერი წარმოშობის (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების პერიოდში, მენოპაუზა, სტრესი, ორალური კონტრაცეპტივების მიღება, სხივური და ქიმიოთერაპია, საკვერცხეების ამოკვეთის შემდგომ (პოსტკასტრაციული სინდრომი), შაქრიანი დიაბეტი)

·  ატროფიული ვაგინიტი

·  საშოს სიმშრალით განპირობებული წვა,  ქავილი

· საშოსშიდა ჭრილობები,  მიკრონახეთქები

· დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)

· ჰიალოგინი აჩქარებს ლორწოვანის რეგენერაციას საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ.

ჰიალოგინი არ შეიცავს ჰორმონს,  ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოა და რეკომენდებულია ასევე ონკოლოგიურ პაციენტებში.

 

  

გამოყენების წესი:

გამოყენება რეკომენდირებულია საღამოს ძილის წინ შემდეგი თანმიმდევრობით:

1) ხელების საფუძვლიანად დაბანა და ინტიმური ჰიგიენის სათანადო უზრუნველყოფა;

2) მოხსენით სანთელი ბლისტერიდან, მოსატეხი ხაზის გასწვრივ (სურათი 1);

3) მოკიდეთ ხელი პლასტმასის ორივე ნახევარს და ამოიღეთ ის ნაზად, გარსაცმის მთლიანად გაუხსნელად (სურათი 2);

4) ნაზად ამოიღეთ სანთელი გარსაცმიდან;

5) დაიჭირეთ სანთელი თითის წვერებით (სურათი 3)

6) სასურველია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ნაზად შეიყვანეთ სანთელი საშოში, რაც შეიძლება ღრმად (სურათი 4). რეკომენდირებულია დარჩეთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, რათა სათანადოდ იმოქმედოს პრეპარატმა

გამოყენების სიხშირე:

მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველ 3 დღეში ერთჯერ 1 თვის განმავლობაში, გარდა ექიმის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებისა. მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის მენსტრუაციის დროს.

 

უკუჩვენებები:

პრეპარატზე დადასტურებული ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.

 

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:

პროდუქტი არის მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისათვის;

ვაგინალური ინფექციის შემთხვევაში პროდუქტი გამოიყენება ექიმის შეხედულებისამებრ.

განსაკუთრებული ინდივიდუალური მგრძნობელობის მქონე პაციენტებში სანთელის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ ან / და მკურნალობის დაწყებისას შეიძლება გამოიწვიოს ტრანზიტული წვის შეგრძნებები. მუდმივი წვის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

ორსულობის და ძუძუთი კვების შემთხვევაში გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლატექსის საცხიან, უსაცხო ან  პოლიზოპრენით პრეზერვატივთან ერთად.

ერთდროულად არ გამოიყენოთ ამონიუმის მარილების ბაზაზე დამზადებული ვაგინალური პროდუქტი (მაგალითად ბენზალკონიუმის ქლორიდი), რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ჰიალურონის მჟავა.

არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია ისე, რომ არღვევს ბლისტერის პაკეტის მთლიანობას.

არ გადაყაროთ ცარიელი კონტეინერები გარემოში.

არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე.

 

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ.

 

შეფუთვა:

ყუთი შეიცავს 10 ცალ სანთელს (ორი 5 სანთლიანი ბლისტერი).

სად შევიძინოთ?