Nuk
ინტრაგლობინი / INTRAGLOBIN

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: VIGAPHARMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა # 30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა :

პრეპარატის 1 კაფსულა შეიცავს:

რკინის (II) ფუმარატი 30მგ

ფოლის მჟავა 400მკგ

ციანოკობალამინი (ვიტამინი B 12)   - 10  მკგ

პირიდოქსინი (ვიტამინი  B6 ) 5 მგ

თუთია -12 მგ

სპილენძი -1 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები უზრუნველყოფს მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას, რკინის დეფიციტის შევსებას . 

- რკინის (II) ფუმარატი –გააჩნია ენტეროციტებთან მაღალეფექტური შეკავშირების უნარი. ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, აქტიურად მონაწილობს ჰემოპოეზში.

-ფოლის მჟავა- აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწეფებისთვის. ორგანიზმში აღგდება ტეტრაფიდროფოლის მჟავამდე,რომელიც  წარმოადგენს სხვადასხავა  მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს,ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი ,სერინი)  , ნუკლეინის მჟავების , პურინებისა და პირიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ  მომწიფებას და ფუნქციონირებას. რეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედის ფორმირებასა და ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.

- ციანოკობალამინი (ვიტამინი B 12)  -გააჩნია ანაბოლური მოქმედება, აქტიურად   მონაწილეობს მეთილის ჯგუფების გადატანაში და ნუკლეინის მჟავაბის ,ცილების სინთეზში, ამინომჟავების , ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. აუცილებელია ნორმალური სისხლბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისთვის.

აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა  და ზრდისათვის.ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში .

 

- პირიდოქსინი (ვიტამინი B6 ) 5 მგ -მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცნს-ში. გაივლის პლაცენტურ ბარიერს.

 

- თუთია- ორგანიზმში შედის 300 ფერმენტის და ჰორმონის შემადგენლობაში.  თუთია განსაკუთრებით ესაჭირეობათ ორსულებში, ამცირებს ნაყოფის მოცილების რისკს და ხელს უწყოფს ორსულობის ნორმალურ მიმდინერეობას.  ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისათვის, თუთიის ბიოლოგიური როლი ასევე განისაზღვრება მისი საჭიროებით სისხლწარმოქმნის პროცესების ნორმალიზაციის, ჭრილობების რეპარაციის უზრუნველსაყოფად; 

 

- სპილენძი -  რკინასთან და თუთიასთან ერთად წარმოადგენს შეუცვლელ მიკროელემენტს . სპილენძი შედის ცილა სუპეოქსიდისმუტაზას შემადგენლობაში, ახდენს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების შებოჭვას. ცილა მეტალოოქსიდაზას შემადგენლობაში უზრუნველყობს ტრანსფერინის მიერ რკინის სწრაფ ათვისებას.

 

გამოყენების ჩვენებები

- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა:

- რკინის ფარული დეფიციტი:

- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი :

- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა:

- ჰიპო და ავიტამინოზები   

 

გამოყენების წესი და და დოზირება: 

- პრეპარატი მიიღება პეროპალურად ჭამის დროს ან ჭამის  შემდეგ ,საკმარისი რაოდენობის წყალის მიყოლებით (200მლ)

- რკინა დეფიციტური ანემიის მკურნალობა-  1 კაფსულა 2ჯერ დღეში  3 თვე (ანემიის სიმძიმის მიხედვით)

- რკინის ფარული დეფიციტი - 1 კაფსულა 1ჯერ დღეში 3 -4 კვირა 

- ორსულების პერიოდი 1 კაფსულა 1- 2 ჯერ დღეში 2-3 კვირა

- ლაქტაციის პერიოდი - 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად

- რდა-ს შემანარჩუნებელი თერაპია 1 კაფსულა 1 –ჯერ დღეში 3 თვე 

 

 

უკუჩვენებები:

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

- ანემიები რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან(აპლასტური, ჰემოლიზური, მეგალობლასტური, ტყვიის ანემია, სირეაქტიული ანემია) 

- ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი

- ღვიძლის უკმარისობა

- 16 წლამდე ასაკი

 

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის მხრივ-  გულისრევა, ღებინება. ყაბზობა , დიარეა, გასტრალგია

კანის მხრივ  - ალეგიული რეაქციები, იშვიათად ეგზომატოზური მოვლენები. 

 

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება . ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებთან  არ არის  რეკომენდებული როგორც კვების სხვადასხვა რაციონის შემცვლელი: 

პროდუქტის მიღების პერიოდში არაშეწოვილი რკინა გამოიყოფა განავლით და შეაფერადებს მას მუქ ფერად.

არ არის რეკომენდებული რკინის საინექციო პრეპარატებთან, ალკოჰოლიური სასმელებთან  და  პოლივიტამინებთან ერთად მიღება.

პროდუქტი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან დანადგარების მომსახურების უნარზე. 

 

გამოშვების ფორმა

3  ბლისტერი 10  კაფსულით ფურცელ-ჩანართთან ერთად  მუყაოს კოლოფში. .

 

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

სასურველია გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული თვის და წლის ბოლომდე.

 

შენახვის პირობები:

ინახება შუქის და ტენიანობისგან დამცავ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე. 

შეინახეთ პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

სად შევიძინოთ?