ივერიუმი - ჰუმანითი / Iverium - Humanity


შემადგენლობა
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს: 
დესლორატადინის  5მგ-ს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 
ჰისტამინური H1  რეცეპტორების ბლოკატორი
ათქ კოდი: R06AX27ჰისტამინური H1  რეცეპტორების ბლოკატორი

ფარმაკოლოგოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰისტამინური H1  რეცეპტორების ხანგრძლივი მოქმედების ბლოკატორია. წარმოადგენს ლორატადინის ძირითად, აქტიურ მეტაბოლიტს. აინჰიბირებს ჰისტამინის და С4 ლეიკოტრიენის გამოყოფას პოხიერი უჯრედებიდან.  გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება.  ამცირებს კაპილარების განვლადობას და ქსოვილების ადგილობრივ შეშუპებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს. პრაქტიკულად არ გააჩნია სედატიური ეფექტი და 7,5 მგ მიღებისას არ მოქმედებს ფსიქო-მოტორული რეაქციების სიჩქარეზე. 

ფარმაკოკინეტიკა
დესლორატადინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვები არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის აბსორბციაზე. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3 საათში. პრეპარატის კუმულაცია ორგანიზმში არ აღინიშნება.  დესლორატადინის ცილებთან კავშირი საშუალოდ 85%-ს შეადგენს. აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, პრეპარატის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყოფა შარდით (<2%) და განავლით (<7%). საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი 28 საათია.

ჩვენებები
• ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობა (სეზონური და ქრონიკული)
• ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მკურნალობა

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში დესლორატადინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ დღეში ერთხელ. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი სარეკომენდაციო  დოზა შეადგენს 5მგ ყოველ მეორე დღეს.

უკუჩვენებები
დესლორატადინი უკუნაჩვენებია პრეპარატის ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშთა ასაკი 12 წლამდე.

სიფრთხილის  ზომები და განსაკუთრებული მითითებები
ვინაიდან, საკვები არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე, დესლორატადინის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად. დაუშვებელია დოზის გაზრდა ან უფრო ხშირი მიღება, რადგან  დოზის ზრდა არ იწვევს ეფექტურობის მატებას და შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ორსულობა
პრეპარატი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღების აუცილებლობისას  ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ბავშვები: 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში დესლორატადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
გერიატრიული პაციენტები: ხანდაზმულებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფთხილით.

გვერდითი  მოვლენები
ხშირად:  ფარინგიტი , პირის სიმშრალე, მიალგია, დაღლილობა, ძილიანობა.
უფრო იშვიათად: თავის ტკივილი, გულისრევა,  თავბრუსხვევა,  დისპეფსია, მუცლის ტკივილი, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, პრურიტი, ჭინჭრის ციება და ანაფილაქსია), ღვიძლის ფერმენტების მატება და ბილირუბინის მომატება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან და ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას არ გამოვლინდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური  თერაპიის ჩატარება. დესლორატადინი  არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ფორმა
10 ტაბლეტი  ბლისტერში. თითო ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი  -  III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისიანობის ვადა
3 წელი