Nuk
კა (K) სტარტი წვეთები / K START drops


 

შემადგენლობა:
ვიტამინი K1 - ფილოქინონი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კა (K სტარტი წვეთები - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური წვეთია, რომლის მოქმედებაც მიმართულია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული  სისხლდენის პრევენციისკენ ორგანიზმში ვიტამინი K1 ბალანსის რეგულირების ხარჯზე

ვიტამინი K1 - ფილოქინონი - აქტიურად მონაწილეობს სისხლის შედედების ვიტამინ K დამოკიდებული ფაქტორების (II, VII, IX, X)  წარმოქმნაში  და ხელს უწყობს სისხლის შედედების პროცესს

ასევე მონაწილეობს ანტიკოაგულაციური  C და S პროტეინების წარმოქმნაში და არეგულირებს კოაგულაციის პროცესს

მეტაბოლიზმი: ვიტამინი K1 შეიწოვება აქტიური ტრანსპორტირებით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში, ლიმფური სისტემის მეშვეობით აღწევს ღვიძლში და  გროვდება მასში, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დახმარებით ნაწილდება ყველა ქსოვილში, იშლება და სწრაფად გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად მეტაბოლიტების სახით.  ვიტამინი K1- ფილოქინონის ნახევარგამოყოფის პერიოდია  30 სთ

ჩვენება:

·       ახალშობილობის პერიოდი (1-7 დღე) ინტრაკრანიალური, გასტროენტეროლოგიური და კანქვეშა ჰემორაგიის პრევენცია

·        ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი

·        ტონზილექტომიის და პოლიპექტომიის შემდგომი სისხლდენის პრევენცია

·        ონკოლოგიურ პაციენტებში ქიმიოთერაპიის შემდგომ განვითარებული სისხლდენის პრევენცია  

 

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

0 -1 წლ: 1 წვეთი 1Xდღეში

1-3 წლ: 6 წვეთი 1Xდღეში

3-8 წლ: 10 წვეთი 1 X დღეში

8-13 წლ: 12 წვეთი 1 X დღეში

13 წლიდან: 15 წვეთი 1 X დღეში

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად დღის ნებისმიერ მომენტში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. 
                

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ

 

გამოშვების ფორმა:

ორალური მიცელარული  წვეთი 17 მლ ნეიტრალური არომატით №1, თვითოეული წვეთი 5 მკგ ( K1) ექვივალენტურია

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე