Nuk
კალორი ემერჯენსი 1000 / Kalory Emergency 1000

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ESI
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N24
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ზღუდავს ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას

აქვეითებს მადას

ახდენს ჭარბი სითხის დრენირებას

ინარჩუნებს გლუკოზის  დონეს სისხლში

შემადგენლობა:
· მექსიკური კაქტუსი  (Nopal cladodes ) უხვად შეიცავს  ბოჭკოებს, რომელებიც ნაწლავებში ახდენენ ცხიმების რეზორბციას , რითაც იზღუდება ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვა, ასევე მას აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტი და შაქრის დონის რეგულირების მიზნით  რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულებში.
ფაზოლამინი Faseolamina 180 მგ  (თეთრი ლობიოს ექსტრაქტი)   ალფა ამილაზას ინჰიბირების გზით ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას და ასევე ხელს უწყობს ჭარბი სითხის დრენირებას ორგანიზმიდან

დიდი კამა Finocchio e.s. 0,5%150 მგ    აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს, ნაწლავების მოტორიკას, ახდენს  ორგანიზმიდან ჭარბი სითხის დრენირებას.

ქრომი 50 მკგ. უზრუნველყოფს გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში და მაკრონუტრიენტების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.

L- ვალინი 25 მგ. სეროტონინის დონის შენარჩუნებით უზრუნველყოფს დადებით გუნება-განწყობას და  ხელს უწყობს  უჯრედულ დონეზე ენერგიის გამომუშავების გაუმჯობესებას.

L-პროლინი 12,5 მგ. აუცილებელია შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

L-თიროზინი  12,5 მგ. მნიშვნელოვანი ამინომჟავაა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და ასევე აუცილებელი კომპონენტია ნეიროტრანსმიტერების: დოფამინი, ადრენალინი, ნორადრენალინის წარმოებისთვის.


ჩვენებები:

ჭარბი წონა, მეტაბოლური სინდრომი

შაქრიანი დიაბეტის ადიუვანტური თერაპია

 

მიიღება 1-2ტაბლეტი დღეში , დიდი ოდენობით წყალთან ერთად.


ინახება
: ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.დაუშვებელია რეკომენდებული დოზაზე გადაჭარბება. გამოყენებული უნდა იქნას დაბალკალორიულ დიეტასა და საკმაო ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.

კოლოფში არის 24 ტაბლეტი .


შენახვის
პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტამპერატურაზე.


აფთიაქიდან
გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

 

სად შევიძინოთ?