კეტოტიფენი სოფარმა / KETOTIFEN SOPHARMA


რას წარმოადგენს კეტოტიოფენი სოფარმა და რისთვის გამოიყენება?
კეტოტიფენი სოფარმა მიეკუთვნება ანტიჰისტამინებად წოდებულ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. იგი აბრკოლებს ჰისტამინის და სხვა ნივთიერების გამოყოფას, რომლებიც ორგანიზმში წამოიქმნება ალერგიებისას. გამოიყენება დამატებითი საშუალების სახით სუსტად გამოხატული ატოპიური (ალერგიული) ბრონქული ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას; ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობისას, მათ შორის ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და კონიუქტივიტი (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება). კეტოტიფენი სოფარმა არაეფექტურია ასთმური შეტევებისას. 

კეტოტიფენი სოფარმას გამოყენებამდე
კეტოტიფენი სოფარმა არ მიიღება
- თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ორსულობის პირველი სამი თვის ან ლაქტაციის პერიოდში;

გამოიჩინეთ სიფრთხილე კეტოტიფენი სოფარმას გამოყენებისას
- თუ გამოიყენება კეტოტიფენი სოფარმა ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის სამკურნალოდ.
- თუ იტარებთ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით და იწყებთ კეტოტიფენის მიღებას, არ უნდა შეწყვიტოთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უეცრად. მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით, მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
- თუ კეტოტიფენი სოფარმას მკურნალობისას გამოვლინდა ინფექცია, საჭიროა მისი მკურნალობა სპეციფიური ანტიინფექციური თერაპიით.
- კეტოტიფენი სოფარმა  უნდა მიიღონ სიფრთხილით პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნა კრუნჩხვა.

სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ რაიმე სამკურნალო საშუალებას ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილიც. კეტოტიფენი სოფარმას პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოციტების რაოდენობის შექცევადი (თრომბოციტოპენია) შემცირება. შესაძლოა გააძლიეროს დამაწყნარებელი (სედაციური), საძილე და სხვა ანტიალერგიული პრეპარატების (ანტიჰისტამინური), ატროპინის და ეთილის სპირტის ეფექტი, ამიტომ უნდა მოერიდოთ მსგავსი კომბინაციის გამოყენებას.

კეტოტიფენი სოფარმას მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტთან ერთად
არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება კეტოტიფენი სოფარმას მკურნალობის დროს მისი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ზემოქმედების გამო.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
კეტოტიფენის მიღება არ შეიძლება ორსულობის პირველი სამითვის განმავლობაში. შემდეგ თვეებში უნდა მიიღოთ პრეპარატი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ უნდა შეწყდეს  მისი გამოყენება   ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ძილისა და შენელებული რეაქციების გამოვლენის ალბათობის გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე კეტოტიფენი სოფარმას სიროფის მიღებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოტიფენი სოფარმას კომპონენტების შესახებ
სიროფის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს პაციენტისათვის:
მეთილ- და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შენელება).
სორბიტოლი: 10 მლ სიროფი შეიცავს 3,5 გრ სორბიტოლს. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ მას რჩევისათვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე. 
ეთანოლი. ეს პრეპარატი შეიცავს 2,46მოც. % ეთანოლს (სპირტი), ანუ დოზაზე 100 მგ-მდე, რომელიც ექვივალენტურია 2,46 მლ ლუდის ან 1,025 მლ ღვინის. მავნებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. ეს ფაქტი გასათვალისწინებელია ორსული პაციენტებისათვის, ლაქტაციის დროს, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გამოყენებისას, როგორიცაა პაციენტები ღვიძლის დაავადებით ან ეპილეფსიით.

კეტოტიფენი სოფარმას გამოყენების წესი
მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმა სიროფი ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში  არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კეტოტიფენი სოფარმა სიროპი მიიღება შიგნით ჭამის დროს.  
უფროსები:  5 მლ სიროფი (1 მგ) 2 ჯერ დღეში, დილას და საღამოს.
თუ მგრძნობიარენი ხართ პრეპარატის დამამშვიდებელი მოქმედების მიმართ, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, შესაძლოა მკურნალობის დასაწყისში შემცირდეს დოზა. აუცილებლობის შესაბამისად დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 4 მგ-მდე - 10 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.
ბავშვები 3 წელზე ზემოთ: 1მგ (5მლ სიროფი) 2-ჯერ დღეში.
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 0,5 მგ (2,5მლ) 2- ჯერ დღეში, დილას და საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 თვეს.
არ შეიძლება მკურნალობის სწრაფად შეწყვეტა, მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით  2-4 კვირის შუალედში.

თუ მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმა სიროფის ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ ზედმეტი დოზა, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. პირველ რამოდენიმე საათის გასვლამდე უნდა გამოიწვიოთ ღებინება.

თუ გამოტოვეთ კეტოტიფენი სოფარმა სიროფის მისაღები დოზა
თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე დროულად. მაგრამ თუ უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მაშინ მიიღეთ ჩვეულებრივ მომდევნო დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. მკურნალობა განაგრძეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ გსურთ კეტოტიფენი სოფარმა სიროფის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის გარეშე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი მოქმედებები
სხვა პრეპარატების მსგავსად კეტოტიფენი სოფარმა სიროფმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში.
ზოგიერთი ძალიან იშვიათმა გვერდითმა რეაქციებმა შესაძლოა სერიოზული სახე მიიღოს:
მათი გამოვლენის ალბათობა 1-ზე ნაკლებია 10 000 მომხმარებლიდან:
- გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე, ტუჩის დახეთქილობა, ბუშტების წარმოქმნა კანზე, თვალებზე, პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე, თანმდევი მაღალი ტემპერატურით, ცხელებით, თავის ტკივილი, ხველა და ტკივილი მთლიან სხეულზე.
- კანის ან თვალების სიყვითლე, განავლის გაფერმკრთალება, შარდის გამუქება (სიყვითლის, ჰეპატიტი ნიშნები). ძალიან იშვიათ შემთხვევებში მკურნალობისას გამოვლინდა კრუნჩხვა. ჩივილების შესახებ დროულად აცნობეთ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10-ში): აღგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, შფოთი.
არახშირი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-ში): თავბრუსხვევა, წვის შეგრძნება შარდვისას, ხშირი შარდვა (ცისტიტი), პირის სიმშრალე;
იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-დან 10-ში): ძილიანობა, სხეული სმასის მომატება.

თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კეტოტიფენი სოფარმას შენახვის პირობები
ინახება საწყის შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნიდან: 1 (ერთი) თვე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კეტოტიფენი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გთხოვთ ჰკითხოთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კეტოტიფენი სოფარმა
- აქტიური ნივთიერება: კეტოტიფენის ჰიდროფუმარატი, ექვივალენტური კეტოტიფენის 1 მგ 5 მლ სიროფში.
- დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი (E420), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ეთანოლი, საქარინის ნატრიუმი, თხევადი ,,მარწყვის” ესენცია, გასუფთავებული წყალი.

კეტოტიფენი სოფარმა სიროფის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, ბლანტი, უფეროდან ღია-მოყვითალო ფერის სითხე მარწყვის სპეციფიური არომატით.
პირველადი შეფუთვა - 125 მგ სიროფი პოლიეთილენტერეფტალატის ფლაკონში პოლიეთილენის სახურავით.
მეორადი შეფუთვა - 1 (ერთი) ფლაკონი მუყაოს კოლოფში საზომ ჭიქასთან და ფურცელჩანართთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით)