კეტოტიფენი სოფარმა / KETOTIFEN SOPHARMA


რა არის კეტოტიფენი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
კეტოტიფენი სოფარმა მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინაღმდეგო). ის  ამუხრუჭებს ჰისტამინის და სხვა ნივთიერრებების გამოყოფას, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ალერგიისას. დამოუკიდებლად მიღებისას არ ახდენს გავლენას ასთმურ შეტევებზე. ხანგრძლივი მიღებისას თავიდან აგაცილებთ შეტევების განვითარებას, ამცირებს მათ ხანგრძლივობას და სიძლიერეს, ზოგ შემთხვევაში მათ სრულ გაქრობამდე.
გამოიყენება დამატებითი საშუალების სახით, სუსტად გამოხატული ატოპიური (ალერგიული) ბრონქული ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას; ალერგიული მდგომარეობების სიმპტომატური მკურნალობისათვის, ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) ჩათვლით. 
კეტოტიფენი სოფარმა არ არის ეფექტური ასთმური ასთმური შეტევებისას.

კეტოტიფენ სოფარმას მიღებამდე
არ მიიღოთ კეტოტიფენი სოფარმა    
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
- ორსულობის პირველი სამი თვის და ძუძუთი კვების პერიოდში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე კეტოტიფენ სოფარმას მიღებისას
- არ გამოიყენოთ კეტოტიფენ სოფარმა ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის სამკურნალოდ
- თუ მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით და დაიწყეთ კეტოტიფენ სოფარმას მიღება, არ შეწყვიტოთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უცბად (მყისიერად). მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
- თუ კეტოტიფენ სოფარმათი მკურნალობისას გაჩნდა ინფექცია, მისი მკურნალობა საჭიროა სპეციფიური ანტიინფექციური თერაპიით. 
- კეტოტიფენ სოფარმას გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო ანამნეზში კრუნჩხვების მქონე პაციენტებში. 

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ხლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის აფთიაქიდან ურეცეპტოდ გასაცემსაც.
- კეტოტიფენ სოფარმას პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებთან ერთად მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების (სისხლის უჯრედების გარკვეული სახეობა) რაოდენობის შექცევადი შემცირება;
- კეტოტიფენ სოფარმამ შესაძლოა გააძლიეროს დამამშვიდებლების (სედატიურები), საძილე და სხვა ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) სამკურნალო პრეპარატების მოქმედება, ამიტომ მსგავს კომბინაციებს თავი უნდა აარიდოთ.

კეტოტიფენ სოფარმას მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
არ მიიღოთ ალკოჰოლი კეტოტიფენ სოფარმათი მკურნალობისას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მისი დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება
 ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
კეტოტიფენი სოფარმა არ უნდა მიიღოთ ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. დანარჩენ თვეებში შეიძლება მიიღოთ, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
ძილიანობის და რეაქციების შენელების შესაძლო განვითარების გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა საჭიროა სიფრთხილით გამოიყენონ კეტოტიფენი სოფარმა.

როგორ მიიღოთ კეტოტიფენი სოფარმა
კეტოტიფენი სოფარმა ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს ჭამის დროს. თუ თქვენ მგრძნობირე ხართ სამკურნალო პრეპარატის დამამშვიდებელი მოქმედებისადმი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, შეიძლება თუ არა მკურნალობის დასაწყისში დოზის შემცირება. აუცილებლობისას სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 4 მგ-მდე - 2ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.
ბავშვები 3 წელს ზევით: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს, ჭამის დროს. 
ბავშვები 6 თვიდან 3 წლამდე: ტაბლეტები არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეკომენდირებულია სიროფის ფორმით მკურნალობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2 - 3 თვეზე ნაკლები.
მკურნალობის შეწყვეტა უცბად არ შეიძლება, არამედ თანდათანობით, 2 - 4 კვირის ფარგლებში. 

თუ მიიღეთ კეტოტიფენ სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება თქვენ გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში საჭიროა ღებინების გამოწვევა.

კეტოტიფენი სოფარმას დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ თქვენ გამოტოვეთ აუცილებელი დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 
გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

კეტოტიფენ სოფარმას მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
არ შეწყვიტოთ და არ შეაჩეროთ მკურნალობა კეტოტიფენ სოფარმათი, თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმების გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
კეტოტიფენ სოფარმამ, ისევე როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
ზოგიერთი ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:
მათი გამოვლენის ალბათობა ნაკლებია 10 000 მომხმარებლიდან 1-ზე.
- კანის გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩების ნახეთქები, კანზე, თვალებზე, პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნა, რასაც თან ახლავს ტემპერატურის მატება, ცხელება, თავის ტკივილი, ხველა და ტკივილი მთელს სხეულში; 
- კანის ან თვალების გაყვითლება, განავლის გაუფერულება, შარდის გამუქება (სიყვითლის, ჰეპატიტის ნიშნები).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კეტოტიფენ სოფარმათი მკურნალობისას, არის ინფორმაცია კრუნჩხვების განვითარების შესახებ. რომელიმე ამ ჩივილის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი (ეხება 1-დან 10-მდე 100 მომხმარებლიდან): აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, შფოთვა.
არახშირი (ეხება 1-დან 10-მდე 1 000 მომხმარებლიდან): თავბრუსხვევა, მოშარდვისას წვის შეგრძნება, შარდვის გახშირება (ცისტიტი), პირის სიმშრალე.
იშვიათი (ეხება 1-დან 10-მდე 10 000 მომხმარებლიდან): ძილიანობა, სხეულის მასის მატება.
თუ ამ მოვლენებიდან რომელიმე ძალიან მძიმეა, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს.

კეტოტიფენ სოფარმას შენახვის წესები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კეტოტიფენი სოფარმა ბლისტერზე და მუყაოს ყუთზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატი. 
ეს ღონისძიებები დეხმარება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კეტოტიფენი სოფარმა
- მოქმედი ნივთიერება: კეტოტიფენ ჰიდროფუმარატი, 1 მგ კეტოტიფენის ექვივალენტი.
- სხვა შემადგენელი ნაწილები: მიკროკრისტალური ცელულოზა; კალციუმის ჰიდროფოსფატი, უწყლო; ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

კეტოტიფენ სოფარმას ფორმა და შეფუთვის შემცველობა  
კეტოტიფენი სოფარმა - მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტებია, შტამპით და ღარით ერთ მხარეს, დიამეტრით 7 მმ. თეთრიდან მოთეთრო-მონაცრისფრო ელფერის, უსუნო. 
10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს ყუთში დანართ ფურცელთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი რეცეპტით)