Nuk
კორვალნატის წვეთები / Korvalnat

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით – ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი პირის ღრუს და ცხვირ-ხახის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანებით ავლენს რეფლექსურ დამამშვიდებელ მოქმედებას, ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე გამააქტივებელ ზეგავლენას, თავის ტვინის ქერქსა და ქერქქვეშა სტრუქტურებში იწვევს აღმგზნები იმპულსაციის შემცირებას, რაც დოზის შესაბამისად ვლინდება დამამშვიდებელი ტრანკვილიზური ან საძილე ეფექტით. პიტნის ზეთში შემავალი ეთერზეთები აღიზიანებენ პირის ღრუს “სიცივის” რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოებენ გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს და იწვევენ დამამშვიდებელ მოქმედებას.
კორვალნატი ამცირებს სისხლის მიმოქცევის ცენტრებზე, კორონალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე აღმგზნებ მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური და სედაციური მოქმედების კომბინირებული საშუალება.
გამოიყენება ნევროზების დროს გაღიზიანებადობის, უძილობის, ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, სუსტად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. კორვალნატი გამოიყენება აგრეთვე, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და სპაზმოლიზური საშუალება ნაწლავების სპაზმების დროს.

გვერდითი მოვლენები
კორვალნატი გამოირჩება კარგი ტოლერანტობით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისას.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გულის მძიმე ფორმის უკმარისობა, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

რეგისტრაციის # და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 25.07.2012

სად შევიძინოთ?