Nuk
ლედიველა / Ladywella


შემადგენლობა:

- სოიოს იზოფლავონოიდები- 50მგ

- სალბის ექსტრაქტი-50 მგ

- წითელი ღვინის ექსტრაქტი-20 მგ

- კურკუმა(ყვითელი კოჭა)-20 მგ

- კალციუმი(კალციუმის გლუკონატი)-80მგ

- მაგნიუმი(მაგნიუმის ოქსიდი) 50მგ

- თუთია(თუთიის გლუკონატი)-10 მგ

- სელენი -27მკგ.
 

ჩვენებები:

- მენოპაუზით გამოწვეული ნეიროვეგეტატიური სიმპტომების გაუმჯობესება.

- პოსტმენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პროფილაქტიკა.

- არარეგულარული მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია.

ლედიველა არაჰორმონალური პრეპარატია,რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები.

სოიოს ფლავონოიდები და სალბი შეიცავენ ფიტოესტროგენებს , ახდენენ  ჰორმონალური დისბალანსის ნორმალიზებას და კლიმაქსის ისეთი ძირითადი სიმპტომების ლიკვიდირებას,როგორიცაა „ალები“,ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა.

კალციუმის გლუკონატი აუცილებელია ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად მენოპაუზის დროს,როდესაც ინტენსიურად ხდება კალციუმის გამორეცხვამორგანიზმიდან ჰორმონალური გარდაქმნების ფონზე.

მაგნიუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ,რომელიც ხსნის ნერვულ დაძაბულობას,არეგულირებს არტერიულ წნევას. მაგნიუმი გამოიყენება თავის შაკიკური გენეზის ტკივილების დროს,აუმჯობესებს ძილის ხარისხს და გამოიყენება უძილობის სამკურნალოდ.

მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციისათვის,ამცირებს ქოლესტერინის დონეს,რაც ასე მნიშვნელოვანია მენოპაუზის პერიოდში,როდესაც მკვეთრად მატულობს ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი(ინფარქტი,ინსულტი).

მაგნიუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო სედატიური ეფექტი.უზრუნველყოფს ძილის ნორმალიზებას,მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას,აუმჯობესებს ცერებრალურ მეტაბოლიზმს.

თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლების (ოსტეოციტების )წარმოქნისათვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის ნორმალიზებაში.

თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს,აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

კურკუმა(ყვითელი კოჭა) შეიცავს B1,B2,B6,C, E, K ვიტამინებსა და მინერალებს: თუთიას, სელენს, სპილენძს, რკინას, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს.

კურკუმა ძლიერი ანტიოქსიდანტია და ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას უჯრედულ დონეზე.

სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტი და მნიშვნელოვანი მიკროელემენტია.აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს სიმსივნური დაავადებებისგან.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება დღეში ორჯერ : 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს ძილის წინ, კვებისგან დამოუკიდებლად.

სად შევიძინოთ?