ლაგოზა კაფსულები / Lagosa® Kapseln


შემადგენლობა 

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლაგოზას® კაფსულები
აქტიური მოქმედი ნივთიერება არის:
136-160 მგ სილიბუმ მარიანუმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (50-70:1), შეესაბამება 86.5 მგ სილიმარინს (როგორც სილიბინინი, HPLC), ექსტრაქტის კონსერვირების საშულება: აცეტონი 
დამხმარე ნივთიერებებია:
დექსტრინი, მაღალდისპენსიური სიცილიუმის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი.
ლაგოზას® კაფსულების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
საწყისი შეფუთვა 20 (N1), 50(N2) და 100 (N3) მყარი კაფსულები

ჩვენებები
რას წარმოადგენს ლაგოზას® კაფსულები და რისთვის გამოიყენება იგი?
ლაგოზას® კაფსულები არის მცენარეული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში. აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამცავი სამკურნალო საშუალება ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ღვიძლის ცეროზის და ტოქსიური (ღვიძლის ტოქსინებით გამოწვეული) დაზიანების დროს. მედიკამენტი არ არის გათვალისწინებული მწვავე მოწამვლის დროს სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ლაგოზას® კაფსულების მიღებამდე?
ლაგოზას® კაფსულების მიღება არ შეიძლება თუ პაციენტს აღენიშნება სილიბუმ მარიანუმის ნაყოფის და /ან სხვა რთულყვავილოვანი მცენარეების და აგრეთვე სხვა შემადგენელი ელემენტების მიმართ.
ლაგოზას® კაფსულების მიღების წესი.
ლაგოზას® კაფსულები უნდა მიიღოთ ზედმიწევნით ფურცელჩანართში აღნიშნული მითითებების მიხედვით. გაურკვევლობის შემტხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექმის მიერ არ გეძლევათ ინდივიდუალური დანიშნულება, მაშინ რეკომენდირებული დოზირება შეადგენს:
უფროსებმა და 12 წელზე ზემოთ მოზარდებმა უნდა მიიღონ ლაგოზას® კაფსულების 1 მყარი კაფსულა დღეში სამჯერ. (სილიბუმ მარიანუმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი შეესაბამება 260 მგ სილიმარინს).
გამოყენების სახე
მყარი კაფსულა შეგიძლიათ მიიღოთ დაღეჭვის გარეშე საკმაო რაოდენობა წყალთან ერთად (მაგ. ერთ ჭიქა წყალთან ერთად) ზემოთ აღნიშნული დოზირების შესაბამისად.
მიღების ხანგრძლივობა
მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. თუკი ლაგოზას® კაფსულების მიღების შემთხვევაში კვლავ აღინიშნება ჩივილები უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტის მიღებისას, ლაგოზას® კაფსულების შემთხვევაშიც შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ ვლინდება ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი მოვლენების სიხშირის შეფასებისას გამოვლინდა შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირად:10 პაციენტიდან აღენიშნა 1-ზე მეტს
ხშირად:100 პაციენტიდან აღენიშნა 1-ზე მეტს
საშუალოდ:1000 პაციენტიდან აღენიშნა 1-ზე მეტს
ხშირად:10 000 პაციენტიდან აღენიშნა 1-ზე მეტს
ძალიან ხშირად:10 000 პაციენტიდან აღენიშნა 1-ს ან ნაკლებს ცალკეული შემთხვევების ჩათვლით


რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი ლაგოზას® კაფსულების მიღებისას?
იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის მსუბუქი გართულებები, რომლებიც მალევე ქრება.
ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., კანის გამონაყარი ან სუნთქვის გართულება. 
თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მისაღები ზომები გვერდითი მოვლენების გამოვლენისას.
თუ აღინიშნება ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ის შეაფასებს სირთულის დონეს და გაგიწევთ რეკომენდაციას კონკრეტული ზომების მიღებისათვის. ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ლაგოზას® კაფსულების მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ლაგოზას® კაფსულების მიღება არ არის ნებადართული.
არასაკმარისი გამოკვლევების არსებობის გამო არ არის რეკომენდირებული ლაგოზას® კაფსულების მიღება ჩვილის ძუძუთი კვების დროს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების მკურნალ;ობის დროს?
ლაგოზას® კაფსულებით ბავშვების მკურნალობის შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები, ამიტომ ლაგოზას® კაფსულები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
კონცენტრაციისა და ავტომობილის მართვის უნარი
არ არის საჭირო განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლაგოზას® კაფსულების დამხმარე შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. აქედან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ ლაგოზას® კაფსულები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ლაგოზას® კაფსულების მიღებისას.
მედიკამენტური თერაპია არ უზრუნველყოფს ეფექტურ შედეგს ღვიძლის დაზიანების გამომწვევი მიზეზების არსებობისას (ალკოჰოლის მიღებისას). სიყვითლის შემთხვევაში (კანის მკრთალი ან მუქი შეფერილობისას, თვალის გუგების გაყვითლებისას) საჭიროა ჩატარდეს ექიმის მიერ გამოკველევა.
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. გთხოვთ მიიღოთ ლაგოზას® კაფსულები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუკი თქვენ გახასიათებთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ.

ჭარბი დოზირება
აქამდე არ დაფიქსირებულა მოწამვლის შემთხვევები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა უფრო მძაფრად გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები. ლაგოზას® კაფსულების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ჩააყენეთ ექიმი საქმის ყურში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცალკეულ შემთხვევებში შემდგომში აღნიშნულ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას გამოვლინდა ურთიერთზემოქმედებები, რაც იწვევს პრეპარატის მოქმედების შესუსტებას:
• მეტრონიდაზოლი და ინდინავირი
ლაგოზას® კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
მიმართეთ რჩევისათვის ექიმს თუ თქვენ იყენებთ სხვა მედიკამენტს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, რადგან არ არის გამორიცხული უცხო ნივთიერების მიერ ურთიერთზემოქმედება ღვიძლის ფერმენტულ სისტემაზე.

შენახვის პირობები და ვადები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდენელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა მითითებულია ბლისტერზე და შეფუთვის კოლოფზე. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ! შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.