Nuk
ლანტიჯენ B / Lantigen B


შემადგენლობა

1 მლ სუსპენზია შეიცავს: 
1. Streptococcus pneumoniae 3 63,2 ანტიგენური ერთეული. 
2. Streptococcus pyogenes A 126,2 ანტიგენური ერთეული. 
3. Branhamella catarrhalis 39,9 ანტიგენური ერთეული.
4. Staphylococcus aureus 79,6 ანტიგენური ერთეული.
5. Haemophylus influenzae b 50,2 ანტიგენური ერთეული
6. Klebsiela pneumoniae 39,8 ანტიგენური ერთეული.

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბიტ 80-ს, ქლორჰექსიდინის დიაცეტატს, თიმეროსალს და გამოხდილ წყალს. 
იმუნობიოლოგიური მოქმედება:
ლანტიჯენ B – არის ბაქტერიული ანტიგენების სუსპენზია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, ასტიმულირებს როგორც უჯრედულ ასევე ჰუმორულ იმუნიტეტს. ლანტიჯენ B – ამცირებს ინფექციების სიხშირესა და სიმძიმეს, ხელს უწყობს გამოჯანმრთელებასა და გართულებების პროფილაქტიკას მწვავე პერიოდში, 6 თვე იცავს ორგანიზმს სასუნთქი სისტემის ბაქტერიული დაავადებებისაგან.

ჩვენებები
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი)

მიღების წესები და დოზები
3 თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 
• 15 წვეთი (პიპეტის 2 მოჭერა) – 1-ჯერ დღეში სუბლინგვალურად დილით უზმოზე. 
10 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 
• 15 წვეთი (პიპეტის 2 მოჭერა) – 2-ჯერ დღეში ჭამის წინ.
მკურნალობის ერთი ციკლისათვის საჭიროა: 
10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 1 ბოთლი და მოზრდილთათვის - 2 ბოთლი, შესაბამისი დოზირებით; კურსი მეორდება 3 კვირაში. მკურნალობის გაგრძელებისას – ნახევარი ბოთლი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და ერთი ბოთლი მოზრდილთათვის, შესაბამისი დოზირებით; 

გამოყენების წესი: 
• გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ. 
• აუცილებელია, რომ წვეთები ცოტა ხნით გაიჩეროთ პირის ღრუში, უმჯობესია – ენის ქვეშ, ისე რომ არ გადაყლაპოთ, რათა სუსპენზია გავრცელდეს ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის სანერწყვე სეკრეტში და დააჩქაროს შეწოვა. 
გამოყენების შემდეგ თავსახური დაახურეთ. 
ლანტიჯენ B – გამოიყენება: 
• მონოთერაპიაში ( ხსნის მშრალ ხველას, სისველეს ცხვირში, ალერგიის სიმპტომებს...) 
• კომბინაციაში ანტიბიოტიკებთან, სიცხის დამწევებთან, ამოსახველებელ საშუალებებთან.

შენახვის პირობები და ვადები
გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ არაუმეტეს 25°C-ზე. 
ვარგისია 36 თვის პერიოდში.

სად შევიძინოთ?