Nuk
ლარიფანი საინექციო 2.5მგ /2მლ / Larifan Injection 2.5 mg / 2ml

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): acidum ribonucleinicum duplicatum
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგიაიმუნომოდულატორებიინტერფერონები
  • მწარმოებელი კომპანია: Kevelt
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესტონეთი
  • გამოშვების ფორმა: 2.5მგ /2მლ საინექციო ხსნარი მინის ბოთლში
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

რას წარმოადგენს ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ და რა მიზნით გამოიყენება იგი

 

რას წარმოადგენს ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ? 

ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ წარმოადგენს ბუნებრივი წარმომავლობის ანტივირუსულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია იმუნომასტიმულირებელი თვისებები.

 

რა მიზნით გამოიყენება ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ?

ძირითადად გამოიყენება ჰერპესის ვირუსით გამოწვეული მორეციდივე ინფექციური დაავადებებისას. ასევე რეკომენდებულია ვირუსული დაავადებების შედეგად განვითარებული დაქვეითებული იმუნიტეტის მდგომარეობისას ან როგორც გვერდითი ეფექტი მედიკამენტოზური თერაპიის დროს, აგრეთვე სპეციფიურ კიბოს საწინააღმდეგო თერაპიაში.  

 

ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენების წინ

ნუ გამოიყენებთ ლარიფანის საინექციო ხსნარს 2,5 მგ/2 მლ შემდეგ შემთხვევებში:

- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ,

-  თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება,

- ნუ გამოიყენებთ ლარიფანს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

 

სხვა წამლების გამოყენება.

უამბეთ ექიმს ყველა წამლის შესახებ, რომელსაც იღებდით ბოლო დროს, იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომელთა შეძენა ურეცეპტოდაც არის შესაძლებელი.

 

არ არის რეკომენდებული ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ ინტერფერონთან ან სხვა ციტოკინებთან ერთდროულად გამოყენება, ვინაიდან კომბინირებულმა მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი ეფექტების განვითარება.

 

არ არის რეკომენდებული კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან მათ შესაძლოა შეაფერხონ ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ მოქმედება.

 

ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენება საკვებთან ერთად.

არ არის შეზღუდული ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ სხვადასხვა საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად გამოყენება, ანუ საკვები გავლენას არ ახდენს პრეპარატის მოქმედებაზე და მისი გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში ნუ გამოიყენებთ ლარიფანის საინექციო ხსნარს 2,5 მგ/2 მლ.

თუ ექიმის შეხედულებისამებრ აუცილებელია ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენება, მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება.

არ არის დაფიქსირებული, რომ ლარიფანის საინექციო ხსნარმა  2,5 მგ/2 მლ შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე. მაგრამ მაინც, პაციენტებმა, რომლებშიც ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენების შემდეგ შეინიშნება გვერდითი მოვლენები - ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, სისხლის წნევის ვარდნა, საჭიროა დაიცვან სიფრთხილე სატრანსპორტო საშუელებების მართვისა და მექანიზმების მომსახურებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ შემადგენელ ნაწილებზე.

სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა, რომლებშიც შეინიშნებოდა ალერგიული რეაქციები.

 

როგორ გამოიყენება ლარიფანის საინექციო ხსნარი  2,5 მგ/2 მლ

ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც ეს გირჩიათ ექიმმა. გაურკვევლობის შემთხვევაში ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. გაყინულ პრეპარატს ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ უშუალოდ გამოყენებამდე ალღობენ და ათბობენ ოთახის ტემპერატურამდე. გამლღვალი პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით. გამლღვალი პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე ინახება არაუმეტეს 1 დღე-ღამისა, მზის პირდაპირი სხივების მოხვედრისგან დაცვით.

თუ გამოიყენებთ იმაზე მეტ ლარიფანის საინექციო ხსნარს 2,5 მგ/2 მლ ვიდრე დანიშნული გაქვთ, იზრდება გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი.

თუ დაგავიწყდათ ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენება

მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი გამოიყენოთ სქემის თანახმად, ვინაიდან რეგულარულად მიღებული თერაპია ბევრად უფრო ეფექტურია. მაგრამ მაინც, თუ დაგავიწყდათ ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენება, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს მეორე დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაშინ, როდესაც მოვიდა შემდეგი დოზის დრო. ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას, რათა ჩაანაცვლოთ დავიწყებული დოზა.

 

თუ წყვეტთ ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენებას

არ არის რეკომენდებული თერაპიის დაწყებული კურსის თვითნებურად შეწყვეტა. თუ გსურთ ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გამოყენების შეწყვეტა, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ გაგიჩნდათ კითხვები აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

 

 შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც სხვა წამლებმა, ლარიფანის საინექციო ხსნარმა 2,5 მგ/2 მლ

შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა ყველასთან არ შეინიშნებოდეს.

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (უფრო ხშირად, ვიდრე 10-დან 1 პაციენტში),

ხშირად (უფრო იშვიათად, ვიდრე 10-დან 1 პაციენტში, მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე 100-დან 1 პაციენტში),

უფრო იშვიათად (უფრო იშვიათად, ვიდრე 100-დან 1 პაციენტში, მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე 1000-დან 1 პაციენტში)

იშვიათად (უფრო იშვიათად, ვიდრე 1000-დან 1 პაციენტში, მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში)

ძალიან იშვიათად (უფრო იშვიათად, ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით).

ხშირად შეინიშნება ხალმოკლე გარდამავალი ტემპერატურის მატება. მეტისმეტად მაღალი ან ძნელად გადასატანი ტემპერატურის შემთხვევაში ნებადართულია სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, ძალზედ იშვიათად - არტერიული წნევის ვარდნა და კანის ქავილი. ციებ-ცხელების შემთხვევაში რეკომენდებულია ცხელი სასმელის მიღება და ფეხებთან გამათბობლის დადგმა.

ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რაც არ არის აღნიშნული ამ ანოტაციაში ან, თუ მითითებული გვერდითი ეფექტები ძლიერადაა გამოხატული, უამბეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ შენახვის პირობები

ინახება მავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ ინახება საყინულეში -18°  -20°C ტემპერატურაზე, მინიმალური ტემპერატურა შეზღუდული არ არის.

ნუ გამოიყენებთ ლარიფანის საინექციო ხსნარს 2,5 მგ/2 მლ ეტიკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (თვე/წელი). ვარგისიანობის ვადა მიეკუთვნება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

ნუ გამოიყენებთ ლარიფანის საინექციო ხსნარს 2,5 მგ/2 მლ, თუ გალღობის შემდეგ ხსნარი ამღვრეული იქნება.

არ შეიძლება წამლის სამეურნეო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში გადაგდება.

იკითხეთ ფარმაცევტთან არასაჭირო პრეპარატების ლიკვიდაციის შესახებ. ეს ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს დავიცვათ გარემო.

 

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ

-   აქტიური ნივთიერებაა ორსპირალიანი რიბონუკლეინმჟავა. 2 მლ ხსნარი ერთ ფლაკონში შეიცავს 2,5 მგ ორსპირალიან რიბონუკლეინმჟავას (Acidum ribonucleinicum duplicatum).

-   სხვა ნივთიერებები - ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

 

ლარიფანის საინექციო ხსნარის 2,5 მგ/2 მლ გარეგანი სახე და შეფუთვა

ფლაკონი შეიცავს 2 მლ გაყინულ ხსნარს. ლარიფანის საინექციო ხსნარი 2,5 მგ/2 მლ გაყინული სახით უფერო კომპაქტური მასაა, ხოლო გამლღვალი - უფერო გამჭვირვალე ხსნარი.

უფერო შუშის ფლაკონი (შუშის ტიპი ბკ 1-2) ნაცრისფერი რეზინის საცობით, ალუმინის თავსახურით და მოსახსნელი თეთრი პოლიპროპილენის ხუფით. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ფლაკონი.

 

სად შევიძინოთ?