ლაზოქსოლ ბეიბი / Lazoxol baby


შემადგენლობა

1 ჩაის კოვზი (5მლ) სიროფი შეიცავს 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს

ფარმაკოლოგიური თვისებები
მუკოლიზური საშუალება გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ზრდის სასუნთქი გზების სეკრეტორულ ფუნქციას, სურფაქტანტის წარმოქმნას; აძლიერებს მუკოცილიარულ აქტივობას. აღნიშნულ ეფექტებს მივყავართ ნახველის წებოვნების შემცირებასა და ტრანსპორტის გაადვილებასთან (მუკოცილიარული კლირენსი). მუკოცილიარული კლირენსის მაჩვენებლების გაუმჯობესება დადასტურებულია ფარმაკოლოგიური კვლევებით.
სეკრეციისა და მუკოცილიარული კლირენსის გაზრდა ხელს უწყობს ამოხველების გაადვილებას და აწყნარებს ხველას.

ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონალური დაავადებები, რომლებთანაც დაკავშირებულია ნახველის სეკრეციისა და გამოყოფის გართულება. ღესპირატორული დისტრესს სინდრომი ახალშობილებსა და დღენაკლ ჩვილებში. ოპერაციის შემდგომი ფილტვისმიერი გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა ინტენსიური თერაპიისას.

მიღების წესები და დოზები
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 10მლ (2 ჩაის კოვზი) სამჯერ დღეში.
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5მლ(1 ჩაის კოვზი) 2-3-ჯერ დღეში.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5მლ (1/2 ჩაის კოვზი) სამჯერ დღეში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში: ,5მლ (1/2 ჩაის კოვზი) ორჯერ დღეში.
ლაზოქსოლის სიროფი მიიღება ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები გამონაყარის სახით. არსებობს ცნობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო გაღიზიანებაზე (ძირითადად გულძმარვა, დისპეფსია).

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია
კლინიკამდელი კვლევებითა და 28 კვირის ორსულობის ვადის შემდგომ კლინიკური გამოცდილების მიხედვით, ორსულობისას პრეპარატით მკურნალობის არასასურველი ეფექტები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, სასურველია დაიცვათ სამკურნალო საშუალებების გამოყენების წესი ორსულობისას პირველი ტრიმესტრის გათვალისწინებით. ლაზოქსოლი ხვდება დედის რძეში, თუმცა არ არსებობს ბავშვზე მოქმედების მონაცემები თერაპიული დოზებით გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლაზოქსოლი ანტიბიოტიკებთან (ამოქსაცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთად დანიშვნისას ზრდის მათ კონცენტრაციას ფილტვის ქსოვილში. სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან კლინიკურად არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არა არსებობს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატი ვარგისია გახსნიდან 21 დღის განმავლობაში

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაიცემა რეცეპტის გარეშე)