Nuk
ლინკას პლუში / Linkus Plush


შემადგენლობა:

ყოველი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი:

სუროს ფოთლების ფხვნილისებრი ექსტრაქტი  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

იზომალტი, ასკორბინმჟავა, ლიმონმჟავა, მენთოლი, წითელი საღებავი, მონოამონიუმის გლიცირიზინატი, თაფლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ევკალიპტის ზეთი.

აღწერილობა:

ღია წითლიდან ვარდისფრამდე, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები თაფლის დამახასიათებელი გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მცენარეული წარმომავლობის ამოსახველებელი საშუალება.

კოდი ATX: R05CA

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხველების საწინააღმდეგო საწუწნი ტაბლეტები „ლინკას პლუში“ არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების მშრალ ფხვნილისებრ ექსტრაქტს, რაც დამტკიცებულად ეფექტიანია სასუნთქი გზების კატარებისა და ქრონიკული ანთებითი ბრონქული დაავადებების სიმპტომების მკურნალობისას, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექტაზები და პნევმონია. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ახდენს მუკოლიზურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები:

· ყელის ტკივილი;

· ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;

· სასუნთქი გზების მწვავე კატარალური დაავადებები, რასაც თან სდევს პროდუქტიული ხველა.

გამოყენების წესი და დოზები:

ზრდასრული ადამიანები და ბავშვები (12 წლიდან):

ერთი ან ორი საწუწნი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვები (6-დან 12 წლამდე):

თითო საწუწნი ტაბლეტი  4-ჯერ დღეში.

ბავშვები (3-დან 6 წლამდე):

თითო საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ანდა ექიმის მითითების მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას და იმავე დოზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2-3 დღეს ანთებითი დაავადების სიმპტომების განელების შემდეგ.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატი აღიარებულია უსაფრთხოდ და კარგად გადაიტანება.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი; ბავშვის ასაკი 3 წლამდე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე;

- ქოშინის, ციების ან ჩირქოვანი ამონახველის გაჩენის შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს;

- დოზის გამოტოვების შემთხვევაში ნუ გააორმაგებთ დოზირებას. უბრალოდ განაგრძეთ სუროს ფოთლების საწუწნი ტაბლეტების  მიღება მკურნალობის სქემის მიხედვით.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის თავისებურებები:

გავლენას არ ახდენს.

დოზის გადაჭარბება:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში უნდა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

8 საწუწნი ტაბლეტი ალუმინის/პვქ ბლისტერში გამოყენების ინსტრუქციით დასახურ კონვერტში.

8 საწუწნი ტაბლეტი  ალუმინის/პვქ ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციით მუყაოს შეფუთვაში.

9 საწუწნი ტაბლეტი  ალუმინის/პვქ ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციით მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაყიდვის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?