ლიოტონი 1000® გელი / Lioton 1000® gel


შემადგენლობა

100 გ გელი შეიცავს: 100 000 სე ჰეპარინს. 

სხვა კომპონენტები: კარბომერი 940, მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ნეროლის ზეთი (ნარინჯის ყვავილის ზეთი), ლავანდის ზეთი, ეთილის სპირტი, ტრიეთანოლამინი, წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლიოტონი 1000® გელი წარმოადგენს ჰეპარინის ფუძეზე დამზადებულ გარეგანი გამოყენების პრეპარატს გელის ფორმით; ამიტომ იგი გამოიყენება პათოლოგიური, ანთებითი ან ტრავმული მდგომარეობის ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული სისტემური თერაპიისათვის, კანის გზით შესული პრეპარატი ავლენს სასურველ ანტიექსუდაციურ, შეშუპების საწინააღმდეგო, შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას და ხელს უწყობს ინფილტრატების გაწოვას.

ამის გამო, ლიოტონი 1000® გელი ფართოდ გამოიყენება უპირატესად ვარიკოზური დაავადებების სამკურნალოდ (თერაპია და სისხლძარღვთა ქირურგია), აგრეთვე ტრავმული და ორთოპედიული პროფილის პათოლოგიური გამოვლინებების სამკურნალოდ. 

პრეპარატი ხასიათდება კარგი ადგილობრივი და ზოგადი ამტანობით.

 

ჩვენება

ვენების ზედაპირული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა, ვარიკოზული სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ტროფიკული წყლულები. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი; ქვედა კიდურების კანქვეშა ვენის ამოკვეთის შემდგომი გართულებები. 

ტრავმა და დაჟეჟილობა; ინფილტრატები და ადგილობრივი შეშუპება, კანქვეშა ჰემატომები. კუნთოვან-მყესოვანი და ხრტილოვან-იოგოვანი სტრუქტურის ტრავმა და დაჭიმულობა

 

დოზირება და გამოყენების წესი

კანის დაზიანებული უბნებზე ხდება 3-10 სმ სიგრძის გელის წასმა 1-დან 3-ჯერამდე დღეში კანში ფრთხილი შეზელვით. 

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო და პრეპარატის გამოყენება აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მიზანშეწონილი არ არის.

 

უკუჩვენება

ლიოტონი 1000® გელის გამოყენება არ შეიძლება ჰეპარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. 

 

გაფრთხილება

ჰემორაგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით.

 

ლიოტონი 1000® გელი არ გამოიყენება სისხლდენის შემთხვევაში, ღია ჭრილობებზე ან ლორწოვან გარსებზე, აგრეთვე ინფიცირებულ უბნებზე ჩირქოვანი პროცესების შემთხვევაში. 

დამხმარე ნივთიერების სახით ლიოტონი 1000® გელი შეიცავს მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს, ამიტომ პარაბენზე ალერგიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება არ შეიძლება.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების სპეციფიური მონაცემები არ არსებობს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ჰეპარინის ერთდროულად გამოყენება ხელს უწყობს პაციენტებში პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას.

 

არასასურველი მოქმედება

ჰეპარინის კანზე წასმის შემდეგ ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის გაწითლება და ქავილი, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

 

სამკურნალო ფორმა და შეფუთვა

20 გ ტუბი

30 გ ტუბი

50 გ ტუბი

100 გ ტუბი

შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

მითითება

შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი 

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

www.lioton.ge