Nutricia
ლიპსოსალი / Lipsosal


შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი . . . . . . . 0,1%, 
სალბის ექსტრაქტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   2%.
დამხმარე ნივთიერებები: 
ნატრიუმის საქარინი, გლიცერინი, PEG 40  ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, გამოხდილი წყალი, არომა.

ქლორჰექსიდინი -ერთ-ერთი ყველაზე  ფართო სპექტრის  ანტისეპტიკია სტომატოლოგიაში, რომელიც ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ და ამასტანავე  ხასიათდება ანტიფუნგალური თვისებებითაც (ჩანდიდა ალბიცანს). 
სალბის ექსტრაქტი -სალბის ფოთლებს გააჩნიათ მთრიმლავი, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიმიკოზური მოქმედება. აქვს, ასევე, სისხლდენის შემაჩერებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. 
ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი -ხასიათდება სწრაფი აბსორბციით პირის ღრუს ლორწოვანზე, ბაქტერიოციდულ მოქმედებით, აქვეითებს  ტკივილის შეგრძნებას და მოქმედებს როგორც დამცავი საფარი. 
ნატრიუმის საქარიდი -აძლიერებს  სავლების  ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

ჩვენებები:
-გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
-პირის ღრუს ლორწოვანის პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
-კბილის პროტეზის ხმარებით გამოწვეული აფტოზური სტომატიტის და პირის ღრუს ეროზიების სამკურნალოდ, სტომატიტის რეციდივების სამკურნალოდ;
-ლორ-ორგანოების დაავადებების დროს როგორც პრე- და პოსტოპერაციული მოვლის საშუალება
- კბილებზე ნადების შემცირების მიზნით;
- პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:
შეავსეთ ბოთლის ქუდი სითხით ( დაახლოებით 10 მლ), შემდეგ გამოივლეთ განუზავებელი სითხე დაახლოებით 30 წამის განმავლობაში,  დღეში 2- 3 ჯერ. სავლების გამოყენების შემდეგ არ გამოივლოთ წყალი, რადგან იგი ასუსტებს მოცემული ფორმულის მოქმედებას. სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში სასურველი არ არის საკვებისა და სასმელის მიღება. პროდუქტი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე, იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით მოხდება მისი  გადაყლაპვა. ინიშნება ბავშვებში 3 წლიდან.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკური კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ პრეპარატის გამოყენებისას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება

უკუჩვენებები:
ხსნარის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:
100 მლ, ბოთლი