Nuk
ლიქუნორმი / LIQUNORM


შემადგენლობა:  ხეჭრელის ქერქი (Cortex Frangulae)  - 150 მგ
რევანდის ფესვები (Radix Rhei)  -  125 მგ
სინამაქის ფოთოლი (Folium Sennae)   - 120 მგ
ალოეს  წვენის კონცენტრატი (Aloe juice concentrate) - 50 მგ
კამა (ცერეცო) (Finocchio plv)  -  50 მგ
მაგნიუმის სულფატი (Magnesium sulphate)  - 100 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო, ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ხეჭრელის ქერქი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (8%-მდე), მათ შორის გლუკოფრანგულინს, ემოდინს და იზოემოდინს, აგრეთვე ტრიტენპენოიდულ გლიკოზიდებს, ქრიზოფანის მჟავას და სხვა.

ხეჭრელის ქერქი - გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. მასში არსებული ანტრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, ამიტომ ქერქი ხშირად იხმარება სპასტიური კოლიტების, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს და სხვა.

რევანდის - ძირითადი ნედლეულის ფარმაკოლოგიური ქმედება განპირობებულია მისი ქიმიური შემადგენლობით. ემოდინს (1,3,8-ტრიოქსი-6-მეთილანტრაქინონი) და ქრიზოფანოვის მჟავას (დიოქსი მეთილანტრაქინონი), რომლებიც აღიზიანებენ ნაწლავის ენტერორეცეპტორებს და აძლიერებენ პერისტალტიკას, გააჩნიათ უპირატესი გავლენა მსხვილ ნაწლავზე და იწვევენ მის სწრაფ დაცლას. ახასიათებს ნაღვლმდენი თვისებებიც.

სინამაქის -  ფოთლების ფარმაკოლოგიურ ეფექტს ძირითადად განსაზღვრავს თავისუფალი და გლიკოზიდებთან შეკავშირებული ანტრაქინონები და ნივთიერებათა ჯგუფები: ანტრაგლიკოზიდები (ფოთლებში 1–3%, ნაყოფები – 2,5%), გლუკოალოეემოდინი, გლუკორეინი, იზორამნეტინი და მათი გლიკოზიდები, კემპფეროლი და მათი გლიკოზიდები, მონოგლიკოზიდები, რეინის გლიკოზიდები, რეინის დიანტრონები (დიმერული შენაერთები), სენოზიდი D, სენოზიდი C, ფისოვანი ნივთიერებები, ფლავონოლები.

საფაღარათო ეფექტი გამოწვეულია ნაწლავის ლორწოვანი გარსის სტიმულაციით, აძლიერებს ნატრიუმის და  წყლის იონების აბსორბციას, ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას და ასტიმულირებს პერისტალტიკას.

სინამაქის ფოთოლი გამოიყენება ყაბზობისა და ყველა იმ დაავადებების დროს, როცა აუცილებელია ნაწლავების მსუბუქი გათავისუფლება – ანალური ხვრელის ნახეთქები, ბუასილი, სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ.

ალოეს  წვენი - შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს და ნაკლებად შესწავლილ ფისოვან ნივთიერებებს. ნედლი ფოთლების წვენი მდიდარია ფერმენტებით და ვიტამინებით. ახასიათებს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ნაღვლის გამოყოფას, მადას, აუმჯობესებს  საჭმლის მონელების პროცესს, აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს, აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს. გამოიყენება ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტის, ენტეროკოლიტის, ქრონიკული შეკრულობის, უმადობის დროს.

კამა (ცერეცო) - შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს.

კამის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს. ჩვილებში გამოიყენება ნაწლავური კოლიკის  დროს.

მაგნიუმის სულფატის  - მიღებისას იზრდება ოსმოსური წნევა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, იწვევს სითხის შეკავებას და პერისტალტიკის გაზრდას ნაწლავებში, ახასიათებს საფაღარათო მოქმედება (ნატრიუმის სულფატის ხარჯზე) გამოხატული აქვს ასევე ნაღვლმდენი მოქმედება, რაც დაკავშირებულია თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნერვული დაბოლოებების სტიმულაციასთან ქოლეცისიტოკინინის მოქმედებით. ახასიათებს ასევე სპაზმოლიზური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება. ახასიათებს ანტიარითმიული, სედაციური მოქმედება.

ჩვენება:

- ყაბზობა, ნაწლავების ატონია და ქრონიკული ყაბზობა;

- სპასტიური კოლიტი, ნაწლავური კოლიკა;

- მეტეორიზმი;

- ნაწლავების მსუბუქი გათავისუფლება – სწორი ნაწლავის ნახეთქების, ბუასილის, სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში;

- ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნარვლის ბუშტის დისკინეზია;

- კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას. რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე  ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.

უკუჩვენება: პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა და სტენოზი, ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), აპენდიციტი. უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში.

გვერდითი მოვლენები: საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი (2 კვირაზე მეტი) და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო; ელექტროლიტური დისბალანსი.

გამოყენების წესი და დოზირება: ლიქუნორმი მიიღება პერორალურად მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში 8 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.

თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?