Nuk
ლოცერილპრო / Locerylpro

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amorolfine
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES GALDERMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
  • გამოშვების ფორმა: 2.5 მლ ფლაკონი თავსახურში ინტეგრირებული აპლიკატორი, გამწმენდი ხელსახოცები და ქლიბი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ამოროლფინის ქლორჰიდრატი  5, 574 გ.

დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი ტიპი A (EUDRQGIT RL 100), ტრიაცეტინი, ბუთილის აცეტატი, ეთილის აცეტატი, აბსოლუტური სპირტი.

 

გამოშვების ფორმა:  ფრჩხილის ლაქი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიმიკოზური  საშუალება დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად.

ჩვენებები:
ფრჩხილების დერმატოფიტებით, საფუარისა და ობის სოკოებით გამოწვეული ონიქომიკოზების  მკურნალობა;
ფრჩხილის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა;

ამოყენების წესი:
თითოეული ფრჩხილის სამკურნალოდ ზედმიწევნით უნდა დაიცვათ შემდეგი საფეხურები:

1 საფეხური:
ფრჩხილის მომზადება
ლაქის გამხსნელით მოიშორეთ ლაქის შესაძლო ნარჩენები. ახალი ქლიბით გაიქლიბეთ ფრჩხილის  მთლიანი ზედაპირი, განსაკუთრებით დაინფიცირებული ზედაპირი.

გაფრთხილება
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად თავი აარიდეთ იგივე ქლიბის გამოყენებას ჯანსაღ ფრჩხილზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ სხვამ არ გამოიყენოს თქვენი ქლიბი.

2 საფეხური:
ფრჩხილის გასუფთავება
ფრჩხილის გასასუფთავებლად გამოიყენეთ შეფუთვაში არსებული გამწმენდი ხელსახოცები. შეინახეთ ის და მოგვიანებით გამოიყენეთ ლაქის წასასმელი აპლიკატორის გასაწმენდად.

3 საფეხური:
ფრჩხილის დამუშავება
ჩაყავით აპლიკატორი ლაქში. ლაქი არ შეაწმინდოთ ფლაკონის კიდეებს. წაისვით ლაქი ფრჩხილის მთელ ზედაპირზე. დაელოდოთ 3 წუთი გაშრობას. ეს საფეხურები გაიმეორეთ ყოველი დაზიანებული ფრჩხილისთვის.

ლაქის მეორედ გამოყენებამდე, მოიშრეთ დარჩენილი ლაქი ფრჩხილიდან სრულად, ხელახლა გაიქლიბეთ ფრჩხილი. კვლავ გაისუფთავეთ ხელსახოცით და წაისვით ლაქი როგორც აღწერილია ზემოთ.

ოცერილპროს ყოველი გამოყენების შემდეგ:
· სხვა ფრჩხილების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად გულმოდგინედ გაწმინდეთ აპლიკატორი  ხელსახოცით. გამოიყენეთ ფრჩხილის გასაწმენდი ხელსახოცი. აღარ შეეხოთ დამუშავებულ ფრჩხილს ხელსახოცით.
· შეფუთვაში არსებული ხელსახოცით საცობს მოაშორეთ ლაქის ნარჩენები;
· ფლაკონი კარგად დახურეთ თავსახური;
· ფრთხილად გადააგდეთ ხელსახოცი, რადგან ის აალებადია.
· გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები. თუმცა, ლაქის ხელის ფრჩხილზე დატანისას დაელოდეთ მის სრულად გაშრობას.

გამოყენების ხანგრძლივობა:
მკურნალობის გაგრძელება მნიშვნელოვანია  მიკოზური  დაავადების განკურნებამდე და ახალი ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდამდე. ამისათვის ხელის ფრჩხილის შემთხვევაში საჭიროა  6 თვე, ფეხის ფრჩხილის შემთხვევაში 9-12 თვე.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ამოროლფინის  გამოყენების შესახებ მონაცემები წირია.
ლოცერილპრო არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
პრეპარატით გამოწვეული რეაქციები იშვიათია. იყო ცნობები ფრჩხილის პათოლოგიების (ფერშეცვლილი, მყიფე და მტვრევადი ფრჩხილები) და კანის წვის შეგრძნების და კონტაქტური ალერგიული რეაქციის შესახებ. თუმცა, ეს პათოლოგიები შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული ფრჩხილის დაავადებასთან.

გვერდითი მოვლენები
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დაზიანებული, ფერშეცვლილი, მყიფე და მტვრევადი ფრჩხილი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10, 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კანის წვის შეგრძნება.

განსაკუთრებული მითითებები:
· თავი აარიდეთ ლორწოვან გარსზე ლაქის კონტაქტს (მაგ. ცხვირის ნესტოები და პირის ღრუ). არ შეისუნთქოთ ლაქი.
· ლოცერილპრო 5% ლაქის თვალში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით და მიმარეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან უახლოეს საავადმყოფოს.
· თუ თქვენ, ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპა ლაქი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე  და ფლაკონზე მითითებული EXP ნიშნით აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს. პირველი გახსნის შემდეგ ვადა შეადგენს 6 თვეს.

პრეპარატი შეინახეთ გრილ ადგილას. გამოყენების შემდეგ ჰერმეტულად დაახურეთ ფლაკონს თავსახური.

 

გამოშვების ფორმა:
პრეპარატი წარმოდგენილია ფრჩხილის ლაქის სახით.
2.5 მლ  ფლაკონი თავსახურში ინტეგრირებული აპლიკატორით, გამწმენდი ხელსახოცები და ქლიბი.

სად შევიძინოთ?