Nuk
ლოქსიკამი / Loxicam


შემადგენლობა:

ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: 8 მგ ლორნოქსიკამს.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდები, ოქსიკამები

 

ATC Code: M01AC05

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ლორნოქსიკამი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს (აასპ) ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ლორნოქსიკამის მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს პროსტოგლანდიების სინთეზის დათრგუნვა ციკლოოქსიგენაზა-1-ის და ციკლოოქსიგენაზა-2-ის იზოფერმენტების აქტივობის დაბალანსებული დათრგუნვის შედეგად. გარდა ამისა, ლორნოქსიკამი აინჰიბირებს ჟანგბადის რადიკალების გამოთავისუფლებას აქტივირებული ლეიკოციტებიდან.

ლორნოქსიკამის ანალგეზიური თვისებები არ არის დაკავშირებული ოპიოიდების მაგვარ მოქმედებასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ამიტომ ნარკოტიკული საშუალებებისაგან განსხვავებით არ თრგუნავს სუნთქვას, ასევე არ არსებობს ავადმყოფებში წამლისმიერი დამოკიდებულების გაჩენის შესაძლებლობის ვარაუდის საფუძველი.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ლორნოქსიკამი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. ლორნოქსიკამის გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის Cmax  ექვივალენტურია ლორნოქსიკამის პარენტერალური ფორმისთვის დამახასიათებელ Cmax. ლორნოქსიკამის გარსით დაფარული ტაბლეტების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 90-100%. არ ახასიათებს პირველი გავლის ეფექტი. ელიმინაციის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს. საკვებთან ერთად მიღებისას მოსალოდნელია  ლორნოქსიკამის Cmax შემცირება, Tmax გაზრდა და აბსორბციის შემცირება (AUC).

გავრცელება

ლორნოქსიკამის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99% და არ არის დამოკიდებული მის კონცენტრაციაზე.

ბიოტრანსფორმაცია

ლორნოქსიკამი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, ჰიდროქსილირების შედეგად, არააქტიური 5–ჰიდროქსილორნოქსიკამამის მიღებით. ლორნოქსიკამის  ბიოტრანსფორმაციაში CYP2C9 მონაწილეობს. გენეტიკური პოლიმორფიზმის გამო, ამ ფერმენტისთვის არსებობენ ნელი და ექსტენსიური მეტაბოლიტები, რასაც შედეგად მოჰყვება ლორნოქსიკამის გამოხატულად გაზრდილი პლაზმური-კონცენტრაციები. პრეპარატის მეტაბოლიტი არავითარ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას არ ავლენს. ლორნოქსიკამის მეტაბოლიზმი ხდება სრულად და დაახლოებით 2/3 გამოიყოფა ღვიძლის, ხოლო 1/3 - თირკმლის მეშვეობით არააქტიური ნივთიერების სახით.

კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად, რეკომენდებული დოზების განმეორებითი მიღების შემდეგ ლორნოქსიკამის დაგროვება არ დადასტურებულა. 

ელიმინაცია

ნახევრგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს. პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 50% გამოიყოფა განავალში, ხოლო 42% - თირკმლების მეშვეობით, ძირითადად, 5-ჰიდროქსილორნოქსიკამის სახით. 5-ჰიდროქსილორნოქსიკამის ნახევრგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს, დღეში ერთხელ ან ორჯერ პარენტერალური მიღების შემდეგ.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ), კლირენსი 30%-40%-ით მცირდება. გარდა შემცირებული კლირენსისა, ხანდაზმულ პაციენტებში ლორნოქსიკამის კინეტიკურ პროფილში არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლორნოქსიკამის კინეტიკურ პროფილში არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნება, გარდა აკუმულაციისა ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.

 

ჩვენებები

• სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა;

•რევმატული დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაანკილიზებელი სპონდილიტი).

 

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად.

მწვავე ტკივილისას

დღიური დოზა შეადგენს 8-16 მგ ლორნოქსიკამი, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 16 მგ-ს.  

ბავშვებსა და მოზარდებში

არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

ხანდაზმული  პაციენტები

65 წლის ზევით პაციენტებისთვის დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები არ აღენიშნებათ. მიიღება სიფრთხილით ამ ასაკობრივ ჯგუფში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკის გამო. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე  პაციენტებში მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ.

არასასურველი მოვლენების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით იმ უმოკლესი ხანგრძლივობით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების საკონტროლოდ.

მიღების წესი

ლოქსიკამი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკმარისი ოდენობის სითხესთან ერთად.

 

უკუჩვენებები

• მომატებული მგრძნობელობა მომქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; 

• თრომბოციტოპენია;

• მომატებული მგრძნობელობა (ასთმის, რინიტის, ანგიოედემის ან ურტიკარიის სიმპტომების სახით) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID) მიმართ, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ;

• გულის მწვავე უკმარისობა;

• გასტროინტესტინალური სისხლდენა, ცერებროვასკულური სისხლჩაქცევა; 

• გასტროინტესტინალური სისხლდენა, რომელიც უკავშირდება წარსულში ჩატარებულ NSAID თერაპიას;

• აქტიური ან რეციდიული პეპტიური წყლული/სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი);

• ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

• თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (შრატში კრეატინინი > 700 მკმოლი/ლ);

•ორსულობა, ლაქტაცია.

 

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები 

შემდეგი დარღვევების შემთხვევაში, ლოქსიკამი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ რისკი-სარგებლის  შეფასების შემდეგ:

• თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ლორნოქსიკამი ფრთხილად ინიშნება თირკმლის მსუბუქი (შრატში კრეატინინი 150-300 მკმოლი/ლ) და საშუალო (შრატში კრეატინინი 300 – 700 მკმოლი/ლ) ხარისხის დარღვევების შემთხვევაში, იმის გამო, რომ რენალური სისხლის ნაკადის შენარჩუნება დამოკიდებულია რენალურ პროსტაგლანდინებზე. მკურნალობა ლორნოქსიკამით უნდა შეწყდეს, თუ თირკმლის ფუნქცია მკურნალობის განმავლობაში უარესდება.

• თირკმლის ფუნქციების მონიტორინგი აუცილებელია  პაციენტებში, დიდი ქირურგიული ჩარევების შემდეგ, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და იღებენ დიურეტიკებს, ისეთ წამლებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც, იწვევენ თირკმლების დაზიანებას.

• სისხლის კოაგულაციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია რეგულარული კლინიკური მონიტორინგი და ლაბორატორიული ანალიზები (მაგ.: APTT).

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები (მაგ.: ღვიძლის ციროზი): აუცილებელია კლინიკური მონიტორინგი და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება რეგულარული ინტერვალებით,  ლორნოქსიკამის შესაძლო  აკუმულაციის გამო. 

• ხანგრძლივი მკურნალობა (>3 თვე): რეკომენდებულია სისხლის სურათის, თირკმლის ფუნქციის (კრეატინინი) და ღვიძლის ფერმენტების რეგულარული მონიტორინგი.

• ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლიდან): რეკომენდებულია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი. ხანდაზმულ პოსტოპერაციულ პაციენტებში აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება.

• ლორნოქსიკამის მიღება NSAID საშუალებებთან ერთად, მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად, არ არის რეკომენდებული.

არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის მიღებით იმ უმცირესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების საკონტროლოდ (იხ. „დოზირება და მიღების წესი“ და ქვემოთ მითითებული: გასტროინტესტინალური და კარდიოვასკულარული რისკები).

• გასტროინტესტინალური სისხლდენის, წყლულის თუ პერფორაციის რისკი იზრდება NSAID დოზების ზრდასთან ერთად წყლულის ანამნეზის მქონე პაციენტებში,  განსაკუთრებით, თუ ეს წყლული გართულებული იყო სისხლდენით ან პერფორაციით. ამ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით. 

• სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან გასტროინტესტინალური გართულებების რისკს (აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა), ერთდროული გამოყენებისას,  რეკომენდებულია კომბინაცია დამცავ საშუალებებთან (მაგ.: მისოპროსტოლი ან პროტონის-ტუმბოს ინჰიბიტორები) (იხ. ქვემოთ და თავი: „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით.

• გასტროინტესტინალური ტოქსიკურობის ისტორიის მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულმა პაციენტებმა, აუცილებლად უნდა აცნობონ ექიმს ყოველგვარი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენის შესახებ), განსაკურებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

• წამალი ფრთხილად ინიშნება იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან წყლულის ან სისხლდენის რისკს (მაგ. პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, მათ შორის ვარფარინი, სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა).

ლოქსიკამის მიღების დროს გასტროინტესტინალური სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

• ხანდაზმულ პაციენტებში NSAID გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე უფრო მაღალია (ლეტალური გამოსავლის ჩათვლით).

• სიფრთხილით ინიშნება  ჰიპერტენზიის და/ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან NSAID თერაპიის დროს შესაძლებელია  სითხის შეკავების  და შეშუპების განვითარება. რეკომენდებულია მუდმივი მონიტორინგი.

• გარკვეული NSAID საშუალებების გამოყენება (განსაკუთრებით, მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენება) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) მცირედ მომატებული რისკი.   

• უკონტროლო ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულარული დაავადების შემთხვევაში ლორნოქსიკამით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი ეფექტი ბევრად აღემატება რისკს. 

• NSAID საშუალებებით და ჰეპარინით ერთდროული მკურნალობისას სპინალური თუ ეპიდურალური ანესთეზიის ჩატარების დროს იზრდება  სპინალური/ეპიდურალური ჰემატომის რისკი.

• NSAID  მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად აღინიშნა სერიოზული გვერდითი მოვლენები კანის მხრივ-  ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ასეთ შემთხვევაში ლორნოქსიკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

• რეკომენდებულია სიფრთხილე ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ბრონქოსპაზმის განვითარების მომატებული რისკის გამო. 

• სისტემური წითელი მგლურას (systemic lupus erythematosus (SLE)) და შემაერთებელი ქსოვილების აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.

• ლორნოქსიკამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს.

• NSAID  და ტაკროლიმუსით ერთდროული მკურნალობისას შეიძლება გაზარდოს ნეფროტოქსიკურობის რისკი. ამ შემთხვევაში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი.

• მკურნალობის დროს შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (ტრანსამინაზების, ბილირუბინის, კრეატინინის, აზოტის შარდოვანას  მომატება). 

• ლორნოქსიკამის გამოყენებამ, შესაძლოა იმოქმედოს ფერტილობაზე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

•არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ჩუტყვავილას დროს, კანის მხრივ მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

• ციმეტიდინი: ზრდის ლორნოქსიკამის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში (არ გააჩნია ურთიერთქმედება რანიტიდინთან და ანტაციდებთან).

• ანტიკოაგულანტები: 

-  ვარფარინის ეფექტის გაძლიერება. აუცილებელია INR  მკაცრი მონიტორინგი.

-  ფენპროკუმონი  ეფექტის დაქვეითება.

- ჰეპარინი- სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის ჩატარებისას.

• აგფ- ინჰიბიტორები:  ჰიპოტენზიული მოქმედების შემცირება.

• დიურეტიკები: მარყუჟოვანი დიურეტიკების, თიაზიდური დიურეტიკების და კალიუმ-დამზოგავი დიურეტიკების დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაქვეითება.

• ბეტა-ბლოკატორები: ჰიპოტენზიული მოქმედების შემცირება.

• ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორები: ჰიპოტენზიული ეფექტის შემცირება.

• დიგოქსინი: დიგოქსინის რენალური კლირენსის შემცირება.

• კორტიკოსტეროიდები: გასტროინტესტინალური წყლულის ან სისხლდენის გაზრდილი რისკი.

• ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები: კრუნჩხვების მომატებული რისკი.

• ანტითრომბული საშუალებები: გასტროინტესტინალური სისხლდენის მომატებული რისკი.

• სხვა NSAID საშუალებები: გასტროინტესტინალური სისხლდენის მომატებული რისკი.

• მეთოტრექსატი: სისხლის პლაზმაში მეთოტრექსატის  კონცენტრაციის მომატება. ტოქსიურობის ზრდა. ერთდროული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა რეგულარული მონიტორინგი.

• სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs): გასტროინტესტინალური სისხლდენის მომატებული რისკი.

• ლითიუმის პრეპარატები: NSAID იწვევს ლითიუმის რენალური კლირენსის შემცირებას. შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის ზრდა და მისი ტოქსიკურობის მომატება. აუცილებელია შრატში ლითიუმის კონცენტრაციების მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყების დროს.

• ციკლოსპორინი: შრატში ციკლოსპორინის კონცენტრაციის და ნეფროტოქსიკურობის ზრდა. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

• სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგ.: გლიბენკლამიდი): ჰიპოგლიკემიის მომატებული რისკი.

• ტაკროლიმუსი: ზრდის ნეფროტოქსიკურობის რისკს. კომბინირებული მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

• პემეტრექსედი: NSAID საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ პემეტრექსედის რენალური კლირენსი, რაც იწვევს გაზრდილ რენალურ და გასტროინტესტინალურ ტოქსიკურობას და მიელოსუპრესიას.

•ლორნოქსიკამის საკვებთან ერთად მიღებისას აღენიშნება მისი აბსორბციის შენელება. შესაბამისად, ლორნოქსიკამი არ უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად, როდესაც საჭიროა მისი მოქმედების სწრაფი დაწყება. საკვებმა შეიძლება 20%-ით შეამციროს აბსორბცია და გაზრდოს Tmax.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, რადგან ორსულ ქალებში ლოქსიკამის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ასევე არ გამოიყენება იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

 

ლაქტაცია

ქალის რძეში ლორნოქსიკამის ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, ლოქსიკამი არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.

 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

იმ პაციენტებმა, რომლებსაც ლორნოქსიკამით მკურნალობისას თავბრუსხვევა და/ან ძილიანობა აღენიშნებათ, თავი უნდა შეიკავონ ავტოტრანსპორტის თუ მანქანა-დანადგარების მართვისგან.

 

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძვლად).

ინფექციები

იშვიათი: ფარინგიტი.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

იშვიათი: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენის გახანგრძლივებული დრო.

ძალიან იშვიათი: ეხქიმოზი, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია და ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქტოიდური რეაქცია და ანაფილაქსია.

მეტაბოლიზმის  დარღვევები

არახშირი: ანორექსია, წონის ცვლილებები.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: მსუბუქი და ტრანზიენტული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

არახშირი: უძილობა, დეპრესია.

იშვიათი: ძილიანობა, პარესთეზია, დისგევზია, ტრემორი, შაკიკი, გონების არევა, ნერვოზულობა, აგზნებადობა.

ძალიან იშვიათი: ასეპტიური მენინგიტი მგლურას და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ოფთალმოლოგიური დარღვევები

არახშირი: კონიუნქტივიტი.

იშვიათი: მხედველობის დარღვევები.

ყურის და შუაყურის მხრივ დარღვევები

არახშირი: ვერტიგო, ტინიტუსი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები

არახშირი: პალპიტაციები, ტაქიკარდია, შეშუპება, გულის უკმარისობა, შეშუპება.

იშვიათი: ჰიპერტენზია, წამოხურება, სისხლჩაქცევა, ჰემატომა.

სასუნთქი სისტემის, შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები

არახშირი: რინიტი.

იშვიათი: დისპნოე, ხველება, ბრონქოსპაზმი.

გასტრო-ინტესტინალური დარღვევები

ხშირი: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ღებინება.

არახშირი: ყაბზობა, შებერილობა,  პირის სიმშრალე, გასტრიტი, კუჭის წყლული, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პირის ლორწოვანი გარსის წყლულები.

იშვიათი: მელენა,  სტომატიტი, გლოსიტი, პერფორირებული პეპტიური წყლული, გასტროინტესტინალური სისხლდენა.

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი: ტრანსამინაზების მომატება (ALT, AST).

ძალიან იშვიათი:  ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე და ქოლესტაზი.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

არახშირი: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰიპერჰიდროზი, ერითემატოზური გამონაყარი, ურტიკარია და ანგიოედემა, ალოპეცია.

იშვიათი: დერმატიტი და ეგზემა, პურპურა.

ძალიან იშვიათი: შეშუპება და ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსივილების მხრივ დარღვევები

არახშირი: ართრალგია.

იშვიათი: ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები

იშვიათი: ნიკტურია, შარდვის  დარღვევები, სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეების მომატება.

ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობის პროგრესირება. 

ზოგადი დარღვევები 

არახშირი: დაღლილობა, სახის შეშუპება.

იშვიათი: ასთენია.

 

ჭარბი დოზირება

ლოქსიკამის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება შემდეგი სიმპტომების გამოვლინება: გულისრევა, ღებინება, ცერებრული სიმპტომები (თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები). მძიმე სიმპტომები: ატაქსია, კომა და კრუნჩხვები, ღვიძლის და თირკმლების დაზიანება და, შესაძლოა, კოაგულოპათია.

პრეპარატის მოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო ლორნოქსიკამი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. იგი არ ექვემდებარება დიალიზს.  სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის. რეკომენდებულია კუჭის გამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება პრეპარატის აბსორბციის შემცირების მიზნით. მკურნალობა სიმპტომურია.

 

შეფუთვა

10  ტაბლეტი ბლისტერზე; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?