Nuk
ლისტენონი / Lysthenon


გამოშვების ფორმა
ვენაში და კუნთში შესაყვანი ხსნარი 20მგ/კგ.
უფერო ჰიდროლიზური შუშის ამპულა 5 მლ (ტიპი I, ევრ. ფარმ.) სატეხი ღარით. 
5 ამპულა პლასტმასის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
1 კონტურულ უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა: 
5 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სუქსამეტონის ქლორიდის დიჰიდრატი 110.0 მგ (3% დანაკლისის გათვალისწინებით, რაოდენობა შეადგენს 113.30 მგ), ექვივალენტურია 100 მგ სუქსამეტონის ქლორიდის.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 22.50 მგ, საინექციო წყალი 5.0 მლ-მდე.
აღწერა:  გამჭვირვალე უფერო ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერიფერიული მოქმედების მადეპოლარიზილებელი მიორელაქსანტი.
ათქ კოდი: M03AB01
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლისტენონი არის მადეპოლარიზილერებელი მიორელაქსანტი და იწვევს ჩონჩხის კუნთების შექცევად არა ხანგრძლივ დამბლას მოძრაობის ნერვის დაბოლოების პოსტინაპტიურ ფირფიტებში იმპულსის გამტარობის ბლოკირების შედეგად. აცეტილქოლინის ანალოგის მსგავსად სუქსამეტონი უკავშირდება ნ-ქოლინორეცეპტორებს, მაგრამ აცეტოლქოლინისაგან განსხვავებით მისი მადეპოლირებელი მოქმედება უფრო ხანგრძლივია (მადეპოლირიზილებელი ბლოკი ან მოქმედების I პოტენციალის ფაზის ბლოკი).  მანამ, სანამ სუქსამეტონი რჩება რეცეპტორებთან კავშირში, სტიმულაცია შეუძლებელია. მემბრანის დეპოლარიზაცია შესაძლებელი ხდება მხოლოდ სუქსამეტონის და რეცეპტორის დაცილებით. ხანგრძლივი მოქმედების მადეპოლიზირებელი მიორელაქსანტებისაგან ლისტენონი განსხვავდება სწრაფი ეფექტის განვითარებით (1 წუთის განმავლობაში) და მისი ხანმოკლე ხანგრძლივობით 2-დან 6 წთ-მდე. ეს განაპირობებს კუნთების რელაქსაციის მაღალი მართვის  უზრუნველყოფას ქირურგიული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე იძლევა მისი ხანგრძლივად ზედმეტი  მოქმედების თავიდან აცილების საშუალებას.
კუნთების მოდუნება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: თვალის რკალური კუნთი, საღეჭი კუნთები, კიდურების კუნთები, მუცლის კედლის, ყელის, დიაფრაგმის კუნთები.
 
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ლისტენონის ვენაში შეყვანის შემდეგ მოქმედება ხდება 30-60 წამის შემდეგ; ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 2-6 წუთს.
პრეპარატი ლისტენონის კუნთში შეყვანისას მოქმედება იწყება 75 წამის შემდეგ. ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს უფროსებში 3 წუთს, 3.5 წუთს ბავშვებში და 4 წუთს ახალშობილებში.
მეტაბოლიზმი
პრეპარატი ლისტენონის მოქმედების ხანმოკლე ხანგრძლივობა განპიროებბულია ქოლინესტერაზის პლაზმის სუქსამეტონის სწრაფი ინაქტივაციით: სუქსამეტონის ნაწილი ინაქტივირდება შეყვანისთანავე, მოძრაობის ნერვების საბოლოო ფირფიტების მიღწევამდე. სუქსამეტონი ჰიდროლიზდება ქოლინისა და სუქცინილმონოქოლინის წარმოქმნით (ნახევრადგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან - 1 წუთზე ნაკლები). სუქცინილმონოქოლინი არის არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტი, რომლის აქტივობაც 20-50 ჯერ ნაკლების საწყის ნივთიერებასთან შედარებით. შემდგომში მეტაბოლიზმის სიჩქარე ნელდება და სუქცინილმონოქოლინი იშლება ქარვის მჟავად (არააქტიური მეტაბოლიტი და ქოლინად (აქტიური მეტაბოლიტი).
გამოყოფა
გამოყოფის სისწრაფე განისაზღვრება ქოლინესტერაზის პლაზმის სუქსამეტონის ჰიდროლიზით.
დაახლოებით 10% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით.
 
გამოყენების ჩვენებები
ლისტენონი გამოიყენება მხოლოდ საერთო ანესთეზიის პირობებში ჩონჩხის მუსკულატურის მოსადუნებლად ტრაქეას ინტუბაციის მიზნით, ქირურგიული ჩარევებისას რეგურგიტაციის მაღალი რისკით: მაგალითად, ნაწლავური გაუვალობისას, ,,მწვავე მუცლისას”, საკეისრო კვეთისას, გადაუდებელი ოპერაციებისას პაციენტებში გაუთავისუფლებელი კუჭით, ასევე კრუნჩხვის გამოხატულობის შესასუსტებლად ელექტროიმპულსური თერაპიისას.
 
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა სუქსამეტონის ქლორიდის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
- მიდრეკილება ავთვისებოანი ჰიპერთერმიის მიმართ;
- ჰიპერკალიემია და მისი რისკის გაზრდის მდგომარეობა (თირკმლის რთულის უკმარისობა, კალიუმის პრეპარატების მიღება), გულის ჰიპერკალიემიური გაჩერების ალბათობის გამო;
- რთული დამწვრობები, მრავალჯერადი ტრავმა;
- მუცლის ღრუს რთული ინფექციები, სეფსისი;
ხანგრძლივი იმობილიზაცია;
- თვალის გამჭოლი დაზიანება თვალის შიდაწნევის მომატებით;
- ქალაშიდა წნევის მომატება;
- ნერვული და კუნთური გამტარობის დარღვევა მიოტონიის, პოლიომილეტის, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის, გაფანტული სკლეროზის, ყველა ფორმის დისტროფიის, რთული მიასთენიის დროს.
- ინერვაციის დარღვევა, რომელიც იწვევს კუნთების მეორად ატროფიას (განივი სინდრომი)
- თანდაყოლილი ქოლინესტერაზების ნაკლებობა
- ლაქტაციის პერიოდი
 
გამოიყენება სიფრთხილით
- გულის დაავადება
- ფილტვების დაავადება
- მდგომარეობა, რასაც თან ახლავს ქოლინესტერაზების აქტივობის დაქვეითება
- ჰიპოთერმია
- ჰიპერმაგნიემია
- ჰიპოკალციემია
- ჰიპოკალიემია
- ორსულობა
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ლისტენონი ორსულობისას გამოიყენება მხოლოდ იმ პირობებში, თუ დედისათვის სარგებელი აღემატება ნაყოფის მიმართ პოტენციურ რისკს.
სისხლის პლაზმაში ქოლინესტერაზების დონის შემცირების ხარჯზე ორსულობის პერიოდში პრეპარატი ლისტენონის მოქმედების ხანგრზლივობა შესაძლოა გაიზარდოს. სისხლის პლაზმაში ქოლინესტერაზების აქტივობა აღწევს ნორმალურ ნიშნულს მშობიარობიდან დაახლოებით 6-8 კვირის შემდეგ (იხ. ,,განსაკუთრებული პირობები”.
ლისტენონის არ აღწევს პლაცენტაში.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ლისტენონის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლაქტაცია, რადგან სუქსამეტონის დედის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. 
 
გამოყენების წესი და დოზირება
ვენაში
საერთო ანესთეზიის დროს ლისტენონი შეიყვანება ვენაში ჯერტჯერადი ნელი ნაკადის ინექციის გზით (10-30 წამი).
დოზირების რეჟიმი 12 წელზე ზემოთ ბავშვებში და უფროსებში:
ტრაქეას ინტუბაციისათვის ერთჯერადი დოზა: 1-1,5 მგ სხეული წონის კგ-ზე (მაქსიმალური 150 მგ). ელექტროიმპულსური თერაპიის გართულების პროფილაქტიკისათვის (კრუნჩხვა, კუნთებისა და მყესების მოწყვეტა): 0,5-0,7 მგ/კგ.
დოზირების რეჟიმი 1 წლიდან 12 წლამდე ბავშვებში: 1 მგ/კგ.
დოზირების რეჟიმი ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-2 მგ/კგ.
ახალშობილებში საჭიროა სუქსამეტონის მგ/კგ დიდი დოზა (განაწილების დიდი მოცულობა). სუქსამეტონის ექვივალენტურ თერაპიულ დოზებს გააჩნიათ  ანალოგიური მოქმედების დრო ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის პლაზმის ქოლინესტერაზების აქტივობა 6 თვემდე ასაკში შეადგენს მხოლოდ 40-50%-ს  უფროსებთან შედარებით (იხ. ,,ურთიერთზემოქმედება  სხვა საშუალებებთან”).
დოზირების რეჟიმი პაციენტებში გაცხიმოვნებით:
მსგავსი პაციენტებისათვის დოზირების რეჟიმი უნდა იქნეს დაანგარიშებული სხეულის იდეალური და არა ფაქტიური წონის შესაბამისად.
დოზირების რეჟიმი ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის დარღვევების და გულის დაავადებებისას:
დოზირების სპეციალური რეჟიმის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ,,უკუჩვენებებში” და ,,განსაკუთრებულ მითითებებში”.  
 
ლისტენონის შეყვანა არ შეიძლება ხანგრძლივი ინფუზიის გზით (იხ. ,,განსაკუთრებული მითითებები”).
 
კუნთში შეყვანა
ვენებში ცუდი შეღწევადობის შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვებში) ან ექსტრენულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ენდოტრაქეალური ინტუბაციის სწრაფი შეყვანა, ლისტენონის შეყვანა შესაძლებელია კუნთშიც.
12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვები და უფროსები: 3-4 მგ/კგ (მაქსიმალური 150მგ).
ბავშვები 1 წლიდან 12 წლამდე: 3-4 მგ/კგ (მაქსიმალური 150 მგ).
ახალშობილები და 1 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-4 მგ/კგ (მაქსიმალური 150მგ).
 
ინსტრუქცია სატეხი ამპულის გამოყენების შესახებ
განათავსეთ ამპულის თავი სატეხი წერტილით ზემოთ!
ფრთხილად დაკაკუნებით და ამპულის შენჯღევით ჩაუშვით ხსნარი ამპულის წვერიდან ქვემოთ.
დაიკავეთ ამპულა წვერით ზემოთ!
მოატეხეთ წვერი სურთაზე მითითების შესაბამისად.
 
ლისტენონის შეთავსებადია სისხლთან, 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, რინგერის ხსნართან, 5%-იან ფრუქტოზას ხსნართად, 5%-იან დექსტროზას ხსნართან, 6%-იან დექსტანის ხსნართან.
ლისტენონის შერევა არ არის რეკომენდებული ჩამოთვლილი ხსნარების გარდა სხვა ხსნარებთან.
 
გვერდითი მოქმედებები
არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია კატეგორიების მიხედვით სირთულის კლებადობით:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შემტხვევების ჩათვლით).
იმუნური სისტემის დარღვევები:
ხშირი: ალერგიული რეაქციები (კანის მკვეთრი გაწითლება, ჭინჭრის ცხელება).
იშვიათი: ბრონქული სპაზმი.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი კანის უეცარი გაწითლებით, ბრონქული სპაზმით ან მის გარეშე და არტერიული წნევის დაწევით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ძალიან ხშირი: შრატში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (უფრო ხშირად - მცირე მომატება 0,05მმოლ/ლ-ზე). მიოგლობინემია (აღმოჩენილია 20% ბავშვებში, იშვიათად უფროსებში). ეს ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და შესაძლოა განვითარდეს კუნთების ფასციკულაციით ან მის გარეშე.
ძალიან იშვიათი: პარკუჭის ფიბრილაცია და გულის გაჩერება ჰიპერკალიემიის შედეგად.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები:
ძალიან იშვიათი: სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია, პორფირია, ავთვისებიანი ჰიპერთერმია კუნთების რიგიდულობით ან მის გარეშე (საღეჭი კუნთების სპაზმი), გულ-სისხლძარღვთა გართულებები (ტაჰიკარდია, არასტებილური არტერიული წნევა), ჩO2 კონცენტრაციის მომატება გამოსვლის ბოლოში (კაპნომეტრიისას), სხეულის ტემპერატურის მომატება, რთული აციდოზი, ჰემოგლობინურია.
გართულებები მხედველობის ორგანოს მხრივ
ხშირი: თვალის შიდა წნევის მომატება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის მხრივ:
იშვიათი: ხანგრძლივი აპნოე პაციენტებში სისხლის პლაზმის ქოლინესტერაზების აქტივობის დარღვევით, ლარინგოსპაზმი.
ძალიან იშვიათი: გვიანდელი სუნთქვის უკმარისობა ნერვ-კუნთების გადაცემის დარღვევებისას, ყელის შეშუპება, ფილტვების შეშუპება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი: მომატებული კუჭშიდა წნევის მომატება (რეგურგიტაციის რისკი ორსულ პაციენტებში, დიაფრაგმის საყლაპავის თიაქარის მქონე პაციენტებში, კუჭისა და ნაწლავის ატონიის მქონე პაციენტებში, ასციტის მქონე პაციენებში, ასევე მუცლის ღრუს სიმსივნის მქონე პაციენტებში), მომატებული ნერწყვის გამოყოფა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი:  კუნთების ფასციკულაცია (90%), მიალია კუნთების ფასციკულაციის შედეგის სახით (დაახლ. პაციენტებსი 60%), უფრო ხშირად ვლინდება კისრის არეში, მხრის სარტყელში, მკერდის არეში და ზურგში, განსაკუთრებით საშუალო ასაკის პაციენტებში (20 დან 50 წელი).
არახშირე: უმნიშვნელო ტრიზმი (60 წამი), რაც შესაძლოა შემცირდეს პროპოფოლის ან არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების მცირე დოზის დახმარებით.
იშვიათად: კუნთების შეკუმშვა მოდუნების ნაცვლად (ხშირად დისტროფიული მიოტონიის ფონზე ან თანდაყოლილი მიოტონიისას). ხანგრძლივი დამბლა ორმაგი ბლოკის განვითარების და ნერვ-კუნთების გადაცემის დაზიანების შედეგად, რაც ასევე შესაძლოა იყოს იდიოსინკრაზის შედეგი (თანდაყოლილი ქოლინესტერაზული ვარიანტ (იხ. ,,განსაკუთრებული მითითებები”), ჭარბი დოზირების ან პლაზმაში ქოლინესტერაზების აქტივობის შემცირების შედეგი.
ძალიან ხშირად: მწვავე რაბდომიოლიზი ნერვ-კუნთების გამტარობის დადგენილი და დაუდგენელი დარღვევებით.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები
ძალიან ხშირი: არითმია (აღმოჩენილია 50% ბავშვებში და 20% უფროსებში ვენაში პირველი ინექციის შემდეგ, უფრო ხშირად მცირე ასაკის ბავშვებში) (იხ. ,,განსაკუთრებული მითითებები”). მსუბუქი ბრადიკარდია (განსაკუთრებით ბავშვებში, იშვიათად უფროსებში).
ხშირი: არტერიული წნევის მომატება ან დაკლება.
არახშირი: ტაჰიკარდია.
ძალიან იშვიათად: პარკუჭისებრი არითმია, პარკუჭის ფიბრილაცია, გულის გაჩერება (ჰიპერკალიემიის შედეგად), ჰიპერკალციემია, განსაკუთრებით ბავშვებში ჩონჩხის კუნთების დაუდგენელი დაავადებებით (დიუშენის მიოპათია), გულის უკმარისობა ანაფილაქტოიდური რეაქციის შედეგად.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: კანის სიწითლე ჰისტამინის გამოთავისუფლების შედეგად.
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების დარღვევები
იშვიათი: მიოგლობინურია და კრეატინფოსფოკინაზის აქტივობის მომატება, უმთავრესად ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ ლისტენონს გალოტანთან კომბინაციაში.
ძალიან იშვიათად: მიოგლობინურია, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას, უმეტესად დიაგნოსტირებული ან ფარული კუნთების დისტროფიის მქონე პაციენტებში.
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: შიდაქალის წნევის მომატება.
 
ჭარბი დოზირება
პრეპარატი ლისტენონით გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვ-კუნთების გადაცემის ხანგრძლივი ბლოკადა, რაც გრძელდება ოპერაციის და ანესთეზიოლოგიური საშუალების  დასრულების შემდეგ. ის ვლინდება კუნთების სისუსტით, სასუნთქი რეზერვის, შესუნთქვის მოცულობის შემცირებით ან აპნოეთი. მკურნალობა მდგომარეობს სასუნთქი გზების გამტარობის და ადეკვატური სუნთქვის შენარჩუნებაში კუნთების ტონუსის სრულად აღდგენამდე.
 
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სუქსამეტონის ეფექტს აძლიერებს ან ახანგრძლივებს:
- საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებები (ენფლურანი, დესფლურანი, იზოფლურანი, სევოფლურანი).
- ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები (ნეოსტიგმინის მეთილსულფატი), მათ შორის თვალის წვეთები, რომლებიც შეიცავენ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორებს (ეკოტიოპატის ქლორიდი, ედროფონიუმის ქლორიდი, პირიდოსტიგმინის იოდიდი).
- ციტოსტაზურები (ციკლოფოსფამიდი, ტიოფოსფამიდი), ქოლინესტერაზას აქტივობის დაქვეითების შედეგად.
- ანტიბიოტიკები, უპირატესად ამინოგლიკოზიდები (გენტამიცინი, ნეომიცინი, სტრეპტომიცინი).
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები (პროკაინი, ლიდოკაინი), ნატრიუმის იონების მემბრანის გამტარობის შემცირების შედეგად. 
- მეტოკლოპრამიდი, ქოლინესტერაზას აქტივობის შემცირების შედეგად.
- მაგნიუმის სულფატი: მაგნიუმის მარილების ინფუზია უნდა შეჩერდეს 20-30 წთ ადრე პრეპარატი ლისტენონის შეყვანამდე (იხ. ,,განსაკუთრებული მითითებები).
- არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები (I კლასის ნივთიერებები) ნატრიუმის იონების მემბრანის გამტარობის დაქვეითებასთან დაკავშირებით.
- ,,ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორები და ,,მარყუჟისებრი” დიურეზულები - კალციუმის არხების ბლოკადის შედეგად.
- ბეტა-ადრენობლოკატორები.
- ლითიუმის მარილები.
- ჰორმონალური კონტრაცეპტივები და ესტროგენები - ქოლინესტერაზას აქტივობის შემცირების შედეგად.
- კორტიკოსტეროიდები.
- ოქსიტოცინი, ციმეტიდინი.
- მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორები (ფენელზინი) და ზოგიერთი ნეიროლეპტიური (პერფენაზინი) საშუალებები - ქოლინესტერაზას აქტივობის შემცირების შედეგად.
- სიმპატომიმეზურები - ქოლინესტერაზას აქტივობის შემცირების შედეგად.
- ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები ამცირებენ არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების ეფექტს, მაგრამ სუქსამეტონიუმისათვის დამახასიათებელია ეფექტის გახანგრძლივების შემტხვევები.
- ალკოჰოლი და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებები.
სუქსამეტონის ეფექტს ამცირებენ:
- სუქსამეტონის პარასიმპატური ეფექტები შესაძლოა შემცირდეს ატროპინით (იხ. ,,განსაკუთრებული მითითებები”)
- სარი სისხლის ან პლაზმის თანმდევი გადასხმით.
სუქსამეტონის ეფექტი სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ:
- სუქსამეტონი ახდენს საგულე გლიკოზიდების ეფექტის პოტენცირებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არითმიები. 
 
შეუთავსებლობა ნატრიუმის თიოპენტალთან:
- ლისტენონის და ნატრიუმის თიოპენტალის ერთად შეყვანა ან შერევა არ შეიძლება, რადგან ნატრიუმის თიოპენტალი ქიმიურად არაშეთავსებადია ხსნარებთან, რომლებთაც ახასიათებთ დაბალი პH და დამამჟავებელი ნივთიერებები.
 
განსაკუთრებული მითითებები
იმის გამო, რომ ლისტენონი არის მადეპოლირიზირებელი მიორელაქსანტი, ის იწვევს სასუნთქი კუნთების დამბლას პაციენტის გონებაზე ზეგავლენის გარეშე. ამიტომ საერთო ანესთეზიის დროს ლისტენონის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ გამოცდილი ანესთეზიოლოგის მიერ, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს ტრაქეას საინტუბაციო საშუალებები, ჩაატაროს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და აუცილებლობის შემთხვევაში რეანიმაცია.
• პარასიმპატომიმეზური ეფექტები, რომლებიც ვარირებენ ბრადიკარდიიდან ასისტოლიამდე, ჰიპოტენზიამდე და ჰიპერსალივაციამდე, ხშირად შესაძლოა აღმოიფხვრას ან შესუსტდეს ატროპინის შეყვანით.
გვერდითი მოქმედებები გულზე ხშირად ვლინდება ბავშვებში (თავდაპირველად ბრადიკარდია, შემდეგ ტაჰიკარდია, შესაძლოა ჩანაცვლებადი კვანძური რითმი, პარკუჭისებრი ექსტრასისტოლია). ბავშვებში და მოზარდებში სიკვდილიანობის რეგისტრირებული შემთხვევები იყო რეანიმაციული თერაპიის აუტანლობის შედეგი. ზოგიერთი ამგვარი შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა ნერვ-კუნთების გადაცემის გაურკვეველ დარღვევას.
პაციენტის ასაკის შესაბამისად არითმიის გამოვლენის სიხშირე გაიზარდა მეორე დოზის შეყვანისას პირველიდან 15 წუთის განმავლობაში (იხ. ,,გვერდითი მოვლენები”).
ამასთან დაკავშირებით და ასევე ქვემოთ აღნიშნული მიზეზების მიხედვით, ლისტენონის შეყვანა ხანგრძლივი ინფუზიის სახით არ შეიძლება. 
• სუქსამეტონის ქლოდირი ინაქტივირდება ჰიდროლიზის გზით სისხლის პლაზმის ქოლინესტერაზების ან ფსევდოქოლინესტერაზების მოქმედების ქვეშ, ამიტომ პრეპარატი ლისტენონის ეფექტის ხანგრძლივობა, უპირველესად, დამოკიდებულია ამ ეფექტების აქტივობაზე.
ქოლინესტერაზად ან ფსევდოქოლინესტერაზას უკმარისობამ შესაძლოა შესამჩნევად გაახანგრძლივოს პრეპარატი ლისტენონის ეფექტი. ქოლინესტერაზას უკმარისობა შესაძლოა იყოს თანდაყოლილი, განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევების ფონზე, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით, ჰიპოთირეოზის ან სხვადასხვა ეთიოლოგიის რთული დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, კაჰექსია) ფონზე, დამწვრობების ან სამკურნალო პრეპარატების მიღების ფონზე (იხ. ,,ურთიერთზემოქმედებები სამკურნალო პრეპარატებთან”). ქოლინესტერაზას ფიზიოლოგიური აქტივობის დათრგუნვა აღინიშნება ახალშობილებში, ახალგაზრდულ ასაკში და ქალებში ორსულობის გვიან პერიოდში.
სუქსამეტონის ქლორიდის მოქმედების ხანგრძლივობის არსებით გაზრდას კლინიკური მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, სისხლის პლაზმაში ქოლინესტერაზას გენეტიკური უკმარისობის მქონე პაციენტებში. გარკვეულ შემთხვევებში ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ინტრა-ვენურ მკურნალობაზე რამოდენიმე საათის განმავლობაში.
• ლისტენონის განმეორებითმა შეყვანამ, ისევე როგორც მისმა ხანგრძლივმა ინფუზიამ შესაძლოა შეცვალოს სუქსამეტონის უნარი გამოიწვიოს ნერვ-კუნთების ბლოკი (აუცილებელია ერთიანი დოზა 5-10 მგ/კგ სხეული წონის შესაბამისად). საწყისი ხანგრძლივი დეპოლარიზაციული ბლოკი (I ფაზის ბლოკი) გადადის ხანგრძლივ არადეპოლარიზირებულ ბლოკში (II ფაზის ბლოკი ან ორმაგი ბლოკი). ორმაგი ბლოკი ვითარდება, თუ ვერ ხერხდება სუქსამეტონის ჰიდროლიზი ატიპიური ქოლინესტერაზით და ამიტომ გროვდება სინაპტიურ ნაპრალში. კლინიკური მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია ორი ტიპის ბლოკის განსხვავება. ამისათვის გამოიყენება რელაქსოგრაფია. დეპოლარიზირებული ბლოკისგან განსხვავებით ქოლინესტერაზას ინჰიბიტორებს გააჩნიათ ნაწილობრივი ანტაგონიზმი ორმაგ ბლოკთან მიმართებაში.
• პრეპარატი ლისტენონის შეყვანას შესაძლოა თან ახლდეს უჯრედის შიგნით კალიუმის მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობა. შრატში კალიუმის კონცენტრაციის მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია პარკუჭის  ფიბრილაციის და ასისტოლიის განვითარებით. განსაკუთრებული რისკი არსებობს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რთული დამწვრობებით და მრავალჯერადი ტრავმებით.
• პრეპარატი ლისტენონის შეყვანის შემდეგ ვლინდება დროებითი კუნთების ფასციკულაცია, რაც იქვევა მილაგიას ან კუნთების ტკივილს. პრეკურარერიზაცია (დაბალი დოზით არადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების შეყვანა) იძლევა პირველადი კუნთების ფასციკულაციის და მიალგიის შემცირების საშუალებას.
• ჰიპოთერმიამ შესაძლოა მოახდინოს პოტენცირება და გაახანგრძლივოს სუქსამეტონის ეფექტები ფიზიკური და ბიოქიმიური მემბრანული პროცესების შენელების ხარჯზე.
• სუქსამეტონის ეფექტი შესაძლოა გაძლიერდეს და გახანგრძლივდეს ჰიპერმაგნიემიით და ჰიპოკალციემიით აცეტილქოლინის პრესინაპტიური გამოთავისუფლების იჰიბირების ხარჯზე და ჰიპოკალიემიით, მემბრანული პოტენციური სიმშვიდის შემცირების ხარჯზე.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე 
პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტომობილიან მექანიზმები მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პრეპარატი ლისტენონის შეყვანიდან.
 
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2-8°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომალ ადგილას!
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
გამოიყენება სტაციონერულ პირობებში.
სად შევიძინოთ?