მაგნეფარი B6 / MAGNEFAR B6


შემადგენლობა

1 ტაბ.
მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის ტეტრაჰიდრატი (34 მგ მაგნიუმის იონები). . . 500 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6). . . . . . . 5 მგ
დამხმარე ნიავთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მაგნეფარ B6-ის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენენ მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი და ვიტამინ B6 (პირიდოქსინი). მაგნიუმი უჯრედში არეგულირებს იონების ცვლას, სისხლძარღვოვან ქსელში აფერხებს კალციუმის ჩალაგებას, ამცირებს ნერვულ-კუნთოვან დაძაბულობას, ავლენს სედაციურ ეფექტს, მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე. მაგნიუმის უკმარისობა ვლინდება ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლით, მომატებული აღგზნებადობითა და სტრესისადმი შემცირებული რეზისტენტობით, კუნთოვანი დაძაბულობით, გულის რიტმის დარღვევითა და არტერიული ჰიპერტენზიით. მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ/დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვების ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ/ დღე-ღამეში. ვიტამინი B6 აუცილებელია ამინომჟავების ცვლისათვის. იგი მონაწილეობს ნახშირწლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ასევე ჰემოგლობინის სინთეზში, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მაგნიუმის შეწოვას. პირიდოქსინის უკმარისობა იწვევს სებორეული დერმატიტის განვითარებას თვალების, ცხვირისა და ტუჩების მიდამოში, ჰიპოქრომულ ანემიასა და კრუნჩხვებს, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმი ვიტამინ B6-თან ერთად მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზსა და მათ ტრანსპორტირებაში. ვიტამინი B6 ამცირებს მაგნიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან და ზრდის მის დონეს პლაზმასა და ერითროციტებში, რაც იძლევა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მაღალი თერაპიული ეფექტურობის მიღწევის საშუალებას. მაგნიუმი და ვიტამინი B6 ასევე გამოიყენება ოქსალატ-კალციუმის და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ჩვენებები
პრეპარატი ძირითადად გამოიყენება მაგნიუმის და ვიტამინ B6 –ის დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების პროფილაქტიკისთვის: ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დარღვევა, ადინამია, სტრესის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებად, საკვების მიღების შემდეგ, სითხის უმნიშვნელო რაოდენობის მიყოლებით.
1. მაგნიუმისა და ვიტამინ B6 - ის დეფიციტის დროს მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
2. პროფილაქტიკის მიზნით: მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ჩვეულებრივ ენიშნებათ 1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები
სამკურნალო საშუალების სწორი დოზირებისას არ ვლინდება. კვებამდე მიღებულმა მაგნეფარ B6 - მა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა ან კანის ჰიპერემია ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.

უკუჩვენება
პრეპარატი მაგნეფარ B6 არ გამოიყენება ჰიპერმაგნიემიის, B6 ჰიპერვიტამინოზის, თირკმელების მწავავე უკმარისობის, მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, მიასთენიის გრავის და პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (განსაკუთრებით კი პირიდოქსინის ან/და ვიტამინი B6 მიმართ) დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია მისი საფაღარათო მოქმედება. პრეპარატისა და ლევოდოფას ერთდროული გამოყენების დროს მაგნეფარ B6 საჭიროა მივიღოთ არაუმეტეს 1 ტაბლეტისა დღეში.
პრეპარატი რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა და ორგანიზმის დეჰიდრატაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატ მაგნეფარ B6 - ისა და ფტორქინოლონებისა და ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების, ასევე პერორალური ანტიკოაგულანტების – პირველ რიგში ვარფარინის ნაწარმების, ასევე ფოსფატების, რკინის ან კალციუმის ნაერთების პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათ ურთიერთშემცირებულ შეწოვას. პრეპარატი ამცირებს ლევოდოპას მოქმედებას. ციკლოსერინის, ჰიდრალაზინის, იზონიაზიდის, პენიცილამინისა და პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება იწვევს B6 ვიტამინისადმი მოთხოვნილების გაზრდას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25oС ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.