მაგნეო / Magneo


შემადგენლობა 

1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ ჰიდროქსპარაგინატის მაგნიუმს (რაც ექვივალენტურია 17 მგ მაგნიუმის იონების), 250 მგ კალიუმის ჰიდროქსპარაგინატის (რაც ექვივალენტურია 54 მგ კალიუმის იონების), აგრეთვე დამხმარე ნივთიერებებს; კარტოფილის სახამებელი, უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, პოლოვილინის სპირიტ, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
მაგნეო არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს მაგმიუმს და კალციუმს ასპარაჰინის მჟავას ელემენტების მარილების სახით. ისინი გაიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქციდან. მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინეს მჟავა მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში, იონების წონასწორობის შენარჩუნებით, ნერვული და ნერვულ-კუნთური გამტარობის ადამიანის ორგანიზმში.
მაგნეო გამოიყენება კალიუმის, მაგნიუმის და ასპარაგინატის დეფიციტის აღსადგენად და პროფილაქტიკისათვის.
მაგნიუმი:
მაგნიუმის ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავენ ქსოვილები, რომლებიც უფრო ძლიერად მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში: თავის ტვინი, გულისა და ღვიძლის კუნთები. მაგნიუმი ურთიერთმოქმედებს კალიუმის იონებთან ძვლის ქსოვილის სტრუქტურაში წარმოქმნისას.
მაგნიუმის სწორი დონე ზემოქმედებს:
- აღგზნებადობის დაქვეითებაზე,
- აიოლებს ყურადღების და დაძინების კონცენტრაციას
- ამცირებს სტრესის და კუნთების მუშაობის დარღვევის აღქმნადობას, რაც გამოხატულია მათი კანკალით, კრუნჩხვით და ტიკებით.
- აქვეითებს კორონარული დაავადების განვითარების რისკს, მიოკარდის ინფარქტს და გულის რითმის დარღვევას.
მაგნიუმის დეფიციტი ზრდის კონორალური დაავადების მიოკარდიული ინფარქტის და გულის რითმის დარღვევის რისკს.
კალიუმი:
კალიუმის იონების კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში 15 ჯერ აღემატება არაუჯრედულ სითხეში კონცენტრაციას. ამ ბალანსის დარღვევა კალიუმის ცვლის დარღვევის შედეგად (გამოწვეული კალიუმის დეფიციტით) წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს შემდეგი სისტემების სწორი ფუნქციონირებისათვის:
- ნერვული სისტემა, ნერვული და ნერვულ-კუნთური გამტარობა (მოძრაობა, გულის მუშაობა, სხვა შიდა ორგანოების მუშაობა);
- სხვადასხვა ნივთიერებების უჯრედიდან ქსოვილის უჯრედში ტრანსპორტის სისტემები (კვება, სუნთქვა, გამოყოფა);
- სისხლის მატარებელი და გამომყოფი სისტემა წყლის -ექელტროლიტების ცვლის ნორმალიზებისას (პერიფერიული წნევის და სისხლის მჟავიანობის ზღვრის შენარჩუნებით)
ასპარაგინის მჟავა არის ნეიტროტრანსმიტერი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ახდენს ორგანიზმის აქტივობის სტიმულირებას, არეგულირებს უჯრედებში კალიუმის, ნატრიუმის და კალციუმის იონების კონცენტრაციას.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.
უფროსებში მიიღება 2 დან 6 ტაბლეტამდე დაყოფილ დოზებად დილას და საღამოს ჭამის შემდეგ. პრეპარატი არ შეიცავს შაქარს და შესაძLოა გამოიყენებოდეს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი მაგნეო, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები იწვევენ გვერდით მოვლენებს.
პრეპარატის მიღებამ ჭამამდე შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება და დიარეა.
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწბიოს წინაგულის- პარკუჭის გამტარობის დაზიანება.
სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რაც არ არის აღწერილი ფუნცელჩანართში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ მაგნეო თუ:
- მომატებულია მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
- თირკმლის უკმარისობისასა ან თირკმელზედა ქსოვილის უკმარისობისას, ჰიპერკალიემიისას, ჰიპერმაგნიემიისას, წინაგულის - პარკუჭის ბლოკადისას, მიასთენიისას, არტერიული ჰიპერტონიისას.
არ მიიღება ფორფატებთან, რკინის შენაერთებთან, მაღალი დოზით კალციუმთან, ფროტქინოლონთან, ტეტრაციკლინთან ერთად (მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინ. 3 საათს). უკუჩვენებად ითვლება უკვე არსებული სიმსივნური პროცესი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ლაქტაციის პერიოდი:
გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს. დოზის გადაჭარბების რისკის გამო უნდა დარწმუნდეთ, რომ სხვა მისაღები პრეპარატები არ შეიცავენ მაგნიუმს ან კალიუმს. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ძლიერი გაუწყლოების შემთხვევაში, სხეულის ფართო დაზიანებებისას (სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა). ხანგრძლივი გამოყენებისას უნდა აკონტროლოთ მაგნიუმის და კალიუმის დონე.
გამოიყენება სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში კალიუმის გამოყოფის დაქვეითების გამო. 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მაგნეოს მისაღები დოზის გამოტოვების შემთხვევაში
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში და სიმპტომების გაგრძელებისას უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს უკანასკნელ დროს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მათ შორის, რომლებიც შეიძინეთ ურეცეპტოდ. 
პერორალურად მისაღები მაგნიუმის პრეპარატები აქვეითებენ პერორალური შედედების საწინააღმდეგო საშუალებების, როგორიცა ვარფარინის წარმოებულები შეწოვის უნარს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ერთდროულად ფოსფატებთან, რკინის შემაერთებლებთან, მაღალ დოზით კალციუმთან, ფტორქინოლონთან, ტეტრაციკლინთან ერთად (ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 3 საათს). 
ფორფატების, რკინის შემაერთებლების და კალციუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქციდან შეწოვის უნარის დაქვეითებას.
სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება, რომელბიც შეიცავენ მაგნიუმს (რომლებიც ახდენენ კუჭის მჟავას დამასუსტებელ ან გამანეიტრალებელ ზემოქმედებას) შესაძლოა გამოიწვიოს მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომები, განსაკუთრებით თიკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების, აკფ ინჰიბიტორების, ზოგიერთი ასაპ პრეპარატების (მაგ. ინდომეტაცინი) მიღებისას ძლიერდება ჰიპოკალიემიის რისკ-ფაქტორი. კალიუმის პრეპარატები ამცირებენ ფუტკარას გლიკოზიდების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ მაგნეო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.