Nutricia
მარსიანჩიკი ინულინით / Marsianchik with inulin


შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს - ინულინი 500 მგ.; ვიტამინი A 200 მკგ.; ვიტამინი B1 0.3 მგ.; ვიტამინი B2 0.4 მგ.; ვიტამინი B3 4 მგ.; ვიტამინი B5 1.5 მგ.; ვიტამინი B6 1 მგ.; ვიტამინი B12 1 მკგ.; ვიტამინი C 50 მგ.; ვიტამინი D 5 მკგ.; ვიტამინი E 4 მგ.; ფოლიუმის მჟავა 90 მკგ.; ბიოტინი 22.5 მკგ.; იოდი 70 მკგ.; Zn (თუთია) 2.5 მგ.; Fe (რკინა) 3.5 მგ.; Se (სელენი) 10 მკგ.

ინულინი - პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექციური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პათოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის - თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველჰყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია - ოქსიდაციური სტრესისგან დაცვას. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D - ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები
3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიტამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპლექსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან,  ანტიბიოტიკებთან და სხვა).

გვერდითი მოვლენები
მოცემული დოზებით არ ახასიათებს. 

უკუჩვენება
ინულინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება
3 წლიდან ბავშვებში 1 აბი 1 - ჯერ დღეში დასაღეჭად. ინიშნება ხანგრძლიავად ან ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე. 

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.