მედეოდექსი / MEDEODEX


ცეფტრიაქსონი 1 გ  /  1% ლიდოკაინის ხსნარი 5 მლ

III თაობის ცეფალოსპორინი

მედეოდექსი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინული რიგის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს. ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიების უჯრედის გარსის სინთეზის დათრგუნვით. აქტიურია უმეტესი გრამუარყოფითი და გრამდადებითი აერობისა და ზოგიერთი ანაერობის მიმართ. 

 

მედეოდექსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამუარყოფითი აერობები: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია), E. coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (m.S., Kl. pneumoniae), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa  (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (მ.შ., S. typhi), Serratia spp. (მ.შ., S. marcescens), Shigella spp., Vibrio spp. (მ.შ., V. cholerae), Yersinia spp. (მ.შ., Y. enterocolitica).

გრამდადებითი აერობები: Streptococcus agalactiae, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus bovis, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.

ანაერობული გამომწვევები: Bacteroides spp. (ზოგიერთი შტამი), Clostridium spp.  Fusobacterium spp. (F. mortiferum და F. varium გარდა), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. 

 

• მედეოდექსი მდგრადია პათოგენური მიკროორგანიზმების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზას ჰიდროლიზური მოქმედების მიმართ

• არ ახასიათებს ნეფრო და ჰეპატოტოქსიურობა. გააჩნია გამოყოფის ორმაგი

კომპენსატორული მექანიზმი, რაც საშუალებას იძლევა პრეპარატი გამოყენებული იქნას ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების დროს

• ხასიათდება სწრაფი და მაღალი ბიოშეღწევადობით ორგანოებსა და ქსოვილებში,  გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

• გამოირჩევა 24 საათის განმავლობაში შენარჩუნებული ბაქტერიციდული მოქმედებით

• მედეოდექსი წარმატებით გამოიყენება ხანდაზმულ და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში

 

ჩვენებები; 

• ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა

• ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის  ანთება, სინუსიტი

• მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია

• შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი, ენდომეტრიტი, გონორეა, ვულვოვაგინიტი

• ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციები: კოლეცისტიტი, ქოლანგიტი 

• ძვლ-სასროვანი სისტემის ინფექციები, ყბა-სახის მიდამოს ინფექციები

• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები

• დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირთა ინფექციური დაავადებები.

• ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა.

 

გამოყენების  წესი და დოზირება

 ი/მ  შეყვანის დროს მედეოდექსის ფლაკონის შიგთავსი 1.0 გ უნდა განზავდეს 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის 3.5 მლ-ში. არ შეიძლება ლიდოკაინის ვენაში შეყვანა.

 

მედეოდექსით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაძღვრება ინფექციის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით. ( საშუალოდ შეადგენს  4-14 დღეს, მძიმე შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს).

 

12 წლიდან სტანდარტული თერაპიული დოზა  1 გ დღეში ერთხელ.

მძიმე ინფექციების დროს ინიშნება  2-4 გ დღე-ღამეში, ერთი დოზის სახით ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 12 საათიანი ინტერვალით.

 

12 წლამდე ასაკის ბავშვები: 20-50 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში ერთხელ.

მძიმე ინფექციებისას შეიძლება დღე-ღამეში 80 მგ-ს შეყვანა კგ სხეულის წონაზე, გარდა დღენაკლული ახალშობილებისა, რომლებშიც არ შეიძლება კგ-ზე 50 მგ სადღეღამისო დოზის გადამეტება. 50 კგ ან მეტი სხეულის წონის ბავშვებში გამოიყენება ჩვეულებრივი დოზირება. 

ეს დოზები არ საჭიროებს ცვლილებას ხანდაზმულ პაციენტებში

ორსულობა, ლაქტაცია:

ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და მცირე კონცენტრაციით  გადადის დედის რძეში. 

 

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

 

გვერდითი მოქმედება: როგორც წესი, შექცევადია და პრეპარატის მოხსნისთანავე ქრება. 

შესაძლებელი გვერდითი ეფექტებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - თხელი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება. იშვიათად –ალერგიული დერმატიტი, ქავილი,  ძალიან იშვიათად –თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

 

გამოშვების ფორმა: ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. N1

ყოველი შეფუთვა შეიცავს: 1 ფლაკონი - ცეფტრიაქსონი 1 გრ,  1 ამპულა -  1% ლიდოკაინის ხსნარი 5მლ.