მეგაპლატინი / Megaplatin


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: კარბოპლატინი. შემავსებლები: საინექციო წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები
კარბოპლატინი ციტოტოქსიური პრეპარატია და უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც ქიმიოთერაპიის გამოცდილება აქვს. საჭიროა სისხლის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თუ აღინიშნება ძვლის ტვინსი პათოლოგიური სუპრესია ან პათოლოგიური ცვლილებები თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციებში. 
ძვლის ტვინის სუპრესია (ლეიკოპენია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია) დოზა დამოკიდებულია, აგრეთვე დოზაშეზღუდულია ტოქსიურობა. კარბოპლატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის კონტროლი, შესაძლებლობის შემთხვევაში გამოჯანმრთელებამდე. საშუალო დაქვეითება აღინიშნება 21-ე დღეს პაციენტებში რომლებიც მხოლოდ კარბოპლატინს იღებენ და 15-ე დღეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ თერაპიას კარბოპლატინით და რომელიმე სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებით. ზოგადად, კარბოპლატინით წყვეტილი მკურნალობა არ უნად გამეორდეს სანამ ლეიკოციტების, ნეიტროფილების და თრომბოციტების დონე არ აღდგება. რადგან ანემია კუმულაციურია, კარბოპლატინით მკურნალობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ. ძვლის ტვინის სუპრესია გაზრდილია პაციენტებში რომლებსაც ადრე აქვთ ჩატარებული მკურნალობა, განსაკუთრებით თუU კურსი ცისპლატინს შეიცავდა. ძვლის ტვინის სუპრესია აგრეთვე გაზრდილია პაციენტებში თირკმელების დაზიანებული ფუნქციით. ამ პაციენტებში კარბოპლატინის საწყისი დოზა უნდა შემცირდეს (იხ. დოზირება და მიღება) და კურსებს შორის საჭიროა სისხლის კონტროლი. კარბოპლატინის გამოყენება ძვლის ტვინის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში უნდა მოხდეს სიფრთხილით გვერდითი ეფექტების შესამცირებლად. კარბოპლატინს გააჩნია შეზღუდული ნეფროტოქსიური პოტენციალი, მაგრამ ერთდროული გამოყენებისას ამინოგლიკოზიდებთან ერთად აღინიშნა მომატებული ნეფრო და/ან აუდიოლოგიური ტოქსიურობა, საჭიროა სიფრთხილე, როდესაც პაციენტს მიღებული აქვს ორივე პრეპარატი. კლინიკურად მნიშვნელოვანი სმენის დაქვეითება აღინიშნა პედიატრიულ პაციენტებში, როდესაც კარბოპლატინის გამოყენება ხდებოდა რეკომენდებულზე მაღალი დოზებით სხვა ოტოტოქსიურ საშუალებებთან ერთად. 
კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, რომელიც შეიძლება უფრო მწვავე იყოს პაციენტებში, რომლებსაც ადრე მიღებული აქვთ ემეტოგენური თერაპია. ღებინების ინტენსივობა და სიხშირე მცირდება ანტიემეტური საშუალებებით პრემედიკაციისას. თუმცა არ არსებობს დასკვნითი ეფექტურობის მონაცემები კარბოპლატინით მკურნალობის შემდეგ, ერთჯერადი ინტრავენური მიღების 24 საათამდე გახანგრძლივებისას ან მთელი დოზის გაყოფისას 5 დღიურ დოზად აღინიშნა ღებინების შემცირება. თუმცა პერიფერიული ნეიროტოქსიურობა ხშირი არ არის, მისი სიხშირე იზრდება 65 წელზე უფროს პაციენტებში და იმ პირებში, რომლებსაც ადრე მიღებული აქვთ ცისპლატინი. ადრე არსებული ცისპლატინით გამოწვეული ნეიროტოქსიურობა არ უარესდება დაახლოებით 70%-ში იმ პაციენტებისა, რომლებიც კარბოპლატინს იღებენ მეორადი თერაპიის სახით. თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში და იმ პირებში, რომლებიც კარბოპლატინს იღებენ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით, აღინიშნა მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით. მხედველობა აღდგება სრულად მაღალი დოზების გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. 
როგორც პლატინის შემცველი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, კარბოპლატინის მიმართ აღწერილია ალერგიული რეაქციები. ისინი შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან რამდენიმე წუთში და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას. ალერგიული რეაქციების რისკი ანაფილაქსიის ჩათვლით გაზრდილია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ პლატინით თერაპია. კარბოპლატინის მაღალი დოზები (რეკომენდებულზე 4-ჯერ მეტი) იწვევს ღვიძლის ფუნქციური სინჯების მწვავე ანომალიებს. პედიატრულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
789-დან პირველადი კომბინირებული თერაპიის კვლევაში, 395 პაციენტი მკურნალობდა კარბოპლატინით ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში. მათგან 141 იყო 65 წელზე უფროსი ასაკის და 22 -75 წლის ან უფრო მეტის. ამ კვლევებში ასაკი არ იყო პროგნოზული ფაქტორი გადარჩენისთვის. უსაფრთხოების მხრივ, ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მეტი იყო კარბოპლატინის გამოყენებისას თრომბოციტოპენიის რისკი, ვიდრე ახალგაზრდებში. 1942 პაციენტის კომბინირებულ მონაცემთა ბაზაში (414 იყო ≥ 65 წლის) რომლებიც იღებდნენ კარბოპლატინს მონოთერაპიის სახით სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების დროს, გვერდითი მოვლენების მსგავსი სიხშირე აღინიშნა 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში და 65 წელზე უმცროს პირებში. 
სხვა აღწერილი კლინიკური გამოცდილება არ აჩვენებს განსხვავებას ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში, მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს ზოგიერთი ინდივიდის მომატებული მგრძნობელობა. რადგან თირკმლის ფუნქცია ხშირად ზიანდება ხანდაზმულებში, კარბოპლატინის დოზირების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ თირკმლის ფუნქცია.

ჩვენებები
კარბოპლატინი ნაჩვენებია შემდეგი კარცინომების სამკურნალოდ:
საკვერცხის კარცინომის შორსწასული სტადია
საკვერცხის კარცინომის შორსწასული სტადიის პირველადი მკურნალობა: კარბოპლატინი ნაჩვენებია საკვერცხის კარცინომის შორსწასული სტადიის სამკურნალოდ სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად. ერთი დამტკიცებული კომბინაცია შედგება კარბოპლატინისგან და ციკლოფოსფამიდისგან. ორ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში, რომელიც ჩატარდა NCIC-ს და SWOG მიერ კარბოპლატინის და ცისპლატინის გამოყენებით, ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში, აჩვენა ერთიდაიგივე გადარჩენის რიცხვი ორივე ჯგუფში. ეს სტატისტიკური მონაცემები შეზღუდულია პათოლოგიის სრული პასუხის და ხანგრძლივი შედეგის საჩვენებლად ( ≥ 3 წელი) პაციენტების მცირე რაოდენობის გამო, რომლებსაც აღენიშნებოდათ ამგვარი გამოსავალი: პაციენტების მცირე რაოდენობა რეზიდუალურ სიმსივნით < 2 სმ პირველადი ქირუგიის შემდეგ აგრეთვე ზღუდავს ამ ქვეჯგუფების ექვივალენტობის მაჩვენებელ მონაცემებს.
საკვერცხის კარცინომის შორსწასული სტადიის მეორადი მკურნალობა: კარბოპლატინი ნაჩვენებია პალიატიური მკურნალობისთვის პაციენტებში, რომლებსაც საკვერცხის კარცინომა აღენიშნებათ ქიმიოთერაპიის შემდეგ, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც ცისპლატინით მკურნალობდნენ. პაციენტების ჯგუფში, რომლებსაც ადრე ცისპლატინით მკურნალობდნენ, მათ ვისაც განუვითარდა დაავადების პროგრესი ცისპლატინის მირების დროს შეიძლება დაქვეითებული ქონდეთ პასუხი. 
ფილტვის მცირე უჯრედოვანი კარცინომა. ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კარცინომა. ნაღვლის ბუშტის კიბო გარდამავალი ეპითელიუმით (სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში).

მიღების წესები და დოზები
მეგაპლატინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომლებსაც ადრე ჩატარებული არ აქვთ მკურნალობა, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 400მლ/მ2-ზე ერთჯერადად, რომელიც ეძლევა ინტრავენური ინფუზიის სახით (ხანგრძლივობა 15-60 წუთი). მკურნალობა არ უნდა განმეორდეს 4 კვირის განმავლობაში ან.და სანამ ლეიკოციტების და თრომბოციტების დონე იქნება 2000-ზე და 100000 მმ3-ზე დაბალი. საწყისი დოზის შემცირება 25-25%ით რეკომენდებულია წინასწარგანწყობის ფაქტორების მქონე პაციენტებში, როგორიცაა ძვლის ტვინის დამთრგუნველი თერაპია და მისი არასრულყოფილი ფუნქცია (მოქმედების სკალა ECOG-ზუბროდი 2-4 და კარნოფსკი 80-ზე დაბალი). თერაპიის პირველ სტადიებზე საჭიროა სისხლის მაჩვენებლების ყოველკვირეული განსაზღვრა შემდეგი დოზის შერჩევისთვის. საკვერცხის კიბოს მონოთერაპია: კარბოპლატინი, მონოთერაპიის სახით, ეფექტურია საკვერცხის რეკურენტული კიბოს მქონე პაციენტებში დოზით 360მგ/მ2 ინტრავენურად 1 დღე 4 კვირაში ერთხელ (შესაბამისად იხილეთ დოზირების ფორმულა). ზოგადად, კარბოპლატინით ერთჯერადი წყვეტილი კურსები არ უნდა განმეორდეს სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ იქნება მინიმუმ 2000 და თრომბოციტებისა მინიმუმ 100000.
კომბინირებული თერაპია: როდესაც კარბოპლატინის გამოყენება ხდება სხვა მიელოსუპრესიულ საშუალებებთან ერთად, დოზირების კორექცია საჭიროა შემდეგნაირად. კომბინირებული თერაპია ციკლოფოსფამიდთან ერთად: საკვერცხის კიბოს შორსწასული სტადიის ქიმიოთერაპიაში, ეფექტური კომბინაცია ადრე არანამკურნალებ პაციენტებში შემდეგია: კარბოპლატინი 300მგ/მ2 ინტრავენურად1 დღე 4 კვირაში ერთხელ 6 ციკლი (შესაბამისად იხილეთ დოზირების ფორმულა). ციკლოფოსფამიდი 600მგ/მ2 ინტრავენურად1 დღე 4 კვირაში ერთხელ 6 ციკლი. ციკლოფოსფამიდის გამოყენების შესახებ ინსტრუქციებისთვის გთხოვთ იხილეთ შიგნითა შეფუთვა. კაბოპლატინით წყვეტილი კურსები ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში არ უნდა განმეორდეს, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ იქნება მინიმუმ 2000 და თრომბოციტებისა მინიმუმ 100000. დოზის კორექციის რეკომენდაციები: მკურნალობამდე თრომბოციტების რიცხვი და ფუნქციური სტატუსი მნიშვნელოვანი პროგნოზული ფაქტორია მიელოსუპრესიის სიმწვავისა ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. შემოთავაზებული დოზირება ერთეული პრეპარატის ან კომბინაციაში გამოყენებისთვის, რომელიც მოცემულია ცხრილში, აღებულია კონტროლირებადი კვლევისას ადრე ნამკურნალები და არანამკურნალები პაციენტებისა საკვერცხის კარცინომით. სისხლის ანალიზი ტარდებოდა ყოველკვირეულად და რეკომენდაციები დაფუძნებულია მკურნალობის შემდგომ თრომბოციტების და ნეიტოფილების ყველაზე დაბალ დონეზე. 
* პროცენტები ეხება კარბოპლატინს ერთეული აგენტის სახით ან ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში. ამ კონტროლირებულ კვლევებში, დოზირება შეესაბამებოდა დაბალ დონეს (50-60%) მწვავე მიელოდისპლაზიისას. ამ კვლევებში რეკომენდებული არ იყო 125%-ზე მეტად გაზრდა. კარბოპლატინი ჩვეულებრივ გამოიყებება ინფუზიის სახით 15 წუთის ან უფრო ხანგძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობამდე ამ მის შემდეგ საჭირო არ არის ჰუდრატაცია ან დიურეზის გაძლიერება.

თრომბოციტებინეიტროფილებიმოდიფიცირებული დოზა*(წინა კურსიდან)
 > 100000 > 2000125%
50-100000 500-2000არამოდიფიცირებული
< 50000< 50075%


პაციენტები თირკმელების ფუნქციის დაზიანებით : პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 60მლ/წთ გაზრდილია ძვლის ტვინის მწვავე სუპრესიის რისი. თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კარბოპლატინით მონოთერაპიას, მწვავე ლეიკოპენიის, ნეითროპენიის და თრომბოციტოპენიის სიხშირე დაახლოებით 25%-ია შემდეგი დოზირებისას : 250მგ/მ2 კარბოპლატინი ინტრავენურად პირველ დღეს პაციენტებში კრეატინინის კლირენსის დონით 41-59მლ/წთ.
200მგ/ მ2 კარბოპლატინი ინტრავენურად პაცეინტებში კრეატინინის კლირენსის დონით 16-40მლ/წთ.
მონაცემები თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებიდან (კრეატინინის კლირენსი < 15მლ/წთ) ძალიან შეზღუდულია და არ იძლევა მკურნალობის რეკომენდაიცის საშუალებას. დოზირების ეს რეკომენდაციები ეხება მკურნალობის საწყის კურსს. შესაბამისი დოზირება უნდა მოხდეს პაციენტის პასუხის და ძვლის ტვინის სუპრესიის ხარისხის მიხედვით. დოზირების ფორმულა : სხვა მიდგომა კარბოპლატინის საწყისი დოზის განსაზღვრისთვის არის მათემატიკუი ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია პაციენტის თირკმლის ადრე არსებულ ფუნქციაზე ან თირკმლის ფუნქციაზე და თრომბოციტების სასურველ დაქვეითებაზე. კარბოპლატინის გამოყოფის ძირითადი გზაა თირკმლით ექსკრეცია. დოზირბეის ფორმულის გამოყენება, დოზის ემპირიულ კალკულაციასთან შედარებით, რომელიც დაფუძნებულია სხეულის ზედაპირზე, იძლევა კომპენსაციის საშუალებას სხვადასხვა პაციენტში თირკმლის დაზიანებული ფუნქციით, რასაც სხვა შემთხევვაში შეიძლება გამოეწვია დოზის დაქევითება (პაციენტებში თირკმლის ფუნქციის საშუალოზე მეტი დაზიანებით) ან ჭარბი დოზირება (პაციენტებში თIრკმლის ფუნქციის დაზიანებით). მარტივი ფორმულა დოზირების შესარჩევად მოწოდებულია კალვერტის მიერ :
დოზა (მგ)=(სამიზნე AUC)*X(გფს+25) გფს : გლორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე (მლ/წთ) AUC : სამიზნე ზონა კონცენტრაციასა და დროის მრუდს შორის

* სამიზნე AUCმკურნალობაპაციენტის მდგომარეობა
5-7მგ/მლ.წთმონოთერაპია კარბოპლატინითარანამკურნალები
4-6 მგ/მლ.წთმონოთერაპია კარბოპლატინითნამკურნალები წარსულში
4-6 მგ/მლ.წთკომბინირებული თერაპია კარბოპლატინით და ციკლოფოსფამიდითარანამკურნალები


შენიშვნა : შემდეგი ფორმულით, კარბოპლატინის საერთო დოზა გამოითვლება
მგ-ებში და არა მგ/მ2-ებში.
ინტენსიურად ნამკურნალები* პაციენტებისთვის, რომლებიც კარბოპლატინს იღებდნენ მონოთერაპიის სახით, რომლებშიც მიზანია თრომბოციტეპის სპეციფიური დონის შენარჩუნება, შეიძლება გამოიყენონ ეგორინის ფორმუ ;ა »
დოზა (მგ/მ2)=86+0,091[კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)/სხეულის ფართობზე (მ2)]X[(თრომბოციტების რიცხვი მკურნალობამდე-თრომბოციტების სასურველი დაქვეითება/თრომბოციტების რიცხვი თერაპიამდე)X100]]-17
**ინტენსიურად ნამკურნალებ პაციენტებში იგულისხმება ის პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ : მიტომიცინი C, ნიტროზურია, კომბინირებული ქიმიოთერაპია 5 განსხვავებული ნივთიერებით ან სხივური თერაპია≥4500რადით რადიაციის უბნით 20X20სმ ან ერთ უბანზე მეტი. 
გერიატრული დოზირება : რადგან ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქცია ხშირად დაქვეითებულია, უნდა გამოიყენონ კარბოპლატინის გფს-ზე დაფუძნებუი დოზირების ფორმულა,პლაზმაში კარბოპლატინის მოსალოდნელი AUC-ს შესანარჩუნებლად და ტოქსიურობის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად.
ინსტრუქცია გამოყენებისთვის
პრეპარატი შეიძლება განზავებული იქნას 5% დექსტროზის ხსნაში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%იან ხსნაში კონენტრაციით 0,5მგ/მლ. ნემსები ან ინტრავენური ატრიბუტები რომლებიც შეიცავენ ალუმინს და შეიძება კონტაქტში შევიდნენ კარბოპლატინთან არ უნდა გამოიყენონ პრეპარატის დასამზადებლად ან მისაღებად. ალუმინი შეიძლება რეაქციაში შევიდეს კარბოპლატინთან და გამოიწვიოს ნალექის ქარმოქმნა და პოტენციალის დაქვეითება.
უნდა გაითვალისწინონ კიბოსსაწინააღმდეგო საშუალებების შენახვის და განაწილების პრინციპები.. ამ თემაზე გამოქვეყნებულია რამდენიმე გაიდლაინი. შეთანხმება არ არსებობს, რომ ამ გაიდლაინებში აღწერილი ყველა რეკომენდებული პროცედურა აუცილებელი და გამართლებულია.
პარენტერული სამკურნალო საშუალებები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ფერის შეცვლის აღმოსაჩენად გამოყენებამდე, როდესაც ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.

გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემულ სექციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე დაფუძნებულია 1893 პაციენტის მონაცემზე სიმსივნის სხვადასხვა ტიპით, რომლებიც კარბოპლატინს იღებდნენ მონოთერაპიის სახით.
ჰემატოლოგიური ტოქსიურობა : ძვლის ტვინის სუპრესია დოზადამოკიდებულია. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რიცხვის დაქვეითებით 50000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 25%-ში (35%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში) ; ნეიტროპენია გრანულოციტების რაოდენობით 1000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 16%-ში (21%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში) ; ლეიკოპენია სისხლის თეთრი უკრედების დაქვეითებით 2000/მმ-ზე ნაკლებად აღინიშნება 15%-ში (26%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში) ; დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება 21-ე დღეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მონოთერაპიას ერთი პრეპარატით. 28-ე დღისთვის პაციენტთა 90%-ში თრომბოციტების რიცხვი ნაკლებია 100000/მმ3-ზე, 74%-ში ნეიტროფილების რიცხვი ნაკლებია 2000/მმ3-ზე, 67%-ში ლეიკოციტების რიცხვი ნაკლებია 4000/მმ3-ზე.
ძვლის ტვინის სუპრესია ჩვეულებრივ უფრო მწვავეა თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. პაციენტებში დაბალი ქმედუნარიანობით აგრეთვე უფრო ხშირია მწვაევ ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. ჰემატოლოგიური ეფექტები, თუმცა ჩვეულებრივ შექცევადი, იწვევს ინფექციებს ან ჰემორაგიულ გართულებებს კარბოპლატინით ნამკურნალები პაციენტების 5%-ში, წამალთან დაკავშირბული სიკვდილიანობის სიხშირე 1%-ზე ნაკლებია. ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში აგრეთვე აღწერილია ცხელება. ანემია ჰემოგლობინის დანაკარგით 11გ/დლ-ზე მეტდ აღინიშნა 71%-ში იმ პაციენტებისა, რომლებმაც თერაპია დაიწყეს ამ მაჩვენებელზე მაღალი მოცულობით. ანემიის სიხშირე იზრდება კარბოპლატინისადმი ექსპოზიციასთან ერთად. ტრანსფუზია გამოიყენეს კარბოპლატინით ნამკუნალები პაციენტების 26%-ში.
ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მწვავე იყოს კარბოპლატინის კომბინირებისას ძვლის ტვინის დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ან სხივურ თერაპიასთან.
გასტროინტესტინური ტოქსიურობა : ღებინება აღინიშნება პაციენტების 65%-ში და დაახლოებით 1/3-ში მწვავეა. კარბოპლატინი ერთი პრეპარატის სახით ან კომბინაციაში, მნიშვნელოვნად უფრო ემეტოგენურია ვიდრე ცისპლატინი. თუმცა პაციენტები, რომლებიც ადრე მკურნალბდნენ ემეტოგენური პრეპარატებით, განსაკუთრებით ცისპლატინით, უფრო მიდრეკილნი არიან ღებინებისადმი. მხოლოდ გულისრევა აღინიშნება დამატბით 10-15%-ში. გულსირევა და ღებინება ჩვეულებრივ წყდება მკურნალობიდან 24 საათში და ხშირად მგრძნობიარეა ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებებისადმი. თუმცა არ არსებობს ეფექტურობის დასკვნითი მონაცემები შემდეგი სქემებისთვის, ერთჯერადი ინტრავენური მიღების 24 საათამდე გახანგრძლივებისას ან მთელი დოზის გაყოფისას 5 დღიურ დოზად აღინიშნა ღებინების სიმწვავის შემცირება. ღებინება გაიზარდა კარბოპლატინის გამოყენებისას სხვა ემეტოგენურ შენაერთებთან კომბინაციაში. სხვა გასტროინტესტინური ეფექტები იყო ტკივილი, 17%-ში. დიარეა 6%-ში, შეკრულობა 6%-ში.
ნევროლოგიური ტოქსიურობა : პერიფერიული ენიროპათია აღინიშნა პაციენტების 4%-ში, მსუბუქი პარესთეზიები უფრო ხშირად ვითარდებოდა. კარბოპლატინით მკურნალობა იწვევს უფრო ნაკლებ ნევროლოგიურ გვერდით ეფექტს ვიდრე ცისპლატინი. თუმცა 65 წელზე უფროს და/ან ადრე ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში გაზრდილია (10%-ით) პერიფერიული ნეიროპათიების რისკი. ცისპლატინით გამოწვეული ნეიროპათიის მქონე პაციენტების 70%-ში კარბოპლატინის გამოყეენებისას არ არინიშნა სიმპტომების გაუარესება. კლინიკური ოტოტოქსიურობა და გრძნობათა ორგანოების სხვა ანომალიები როგორიცაა მხედველობის დარღვევა და გემოვნების ცვლილება აღინიშნა მხოლოდ პაციენტთა 1%-ში. 
ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები აღინიშნა 5%-ში და უფრო ხშირად დაკავშირებულ იყო ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან. 
თუმცა პერიფერიული ნევროლოგიური გვერდითI ეფექტები საერთო სიხშირე დაბალია, ხანგრძლივი მკურნალობა, განსაკუთრებით ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში, იწვევს კუმულაციურ ნეიროტოქსიურობას.
ნეფროტოქსიურობა : თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტები იშვიათია, იმის მიუხედავად რომ კარბოპლატინი ცისპლატინისგან განსხვავებით, ვეულებრივ გამოიყენება ჰიდრატაციის და/ან ფორსირებული დიურეზის გარეშე. თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტების სიხშირე 6%-ია შრატის კრეატინინისთვის და 14% სისხლში შარდის აზოტისთვის (10% და 22% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ამ აღწერილი ანომალიების უმრავლესობა მსუბუქია და მათი ნახევარი შექცევადი ხასიათისაა.
კრეატინინის კლირენსი თირკმლის ფუნქციის ყველაზე სენსიტიური მაჩვენებელია იმ პაციენტებში, რომლებიც კარბოპლატინს იღებენ და ყველაზე სასარგებლო ტესტია პრეპარატის კლირენსის და ძვლის ტვინის სუპრესიის კორელაციისთვის. პაცეინტების 27%-ში, რომლებშიც კლირენსი იყო 60მლ/წთ ან მეტი გამოჩნა ამ მაჩვენებლის შემცირება კარბოპლატინით მკურნალობის დროს.
ელექტროლიტების ცვლილებები : შრატსი ელექტროლიტების ანომალური დაქვეითების სიხშირე შემდეგია : ნატრიუმი 29%, კალიუმი 20%, კალციუმი 22%, მაგნიუმი 29% ; (47%, 28%, 31% და 43% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ელექტროლიტების დანამატები რუტინულად არ გამოიყენებოდა კარბოპლატინთან ერთად, ელექტროლიტური ანომალიები იშვიათად იყო სიმპტომებთან დაკავშირებული. 
ჰეპატოტოქსიურობა : ღვიძლის ფუნქციის ანომალური ტესტების სიხშირე ადრე ნორმალური მაჩვენებლების მქონე პაციენტებში შემდეგია : საერთო ბილირუბინი 5%, ასპარტატამინოტრანსფერაზა 15%, ტუტე ფოსფატაზა 24% (5%, 19% და 37% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ეს ანომალიები ჩვულებრივ მსუბუქი და შემთხვევათა ნახევარში შექცევადია, თუმცა ღვიძლში მეტასტაზურმა სიმსივნემ შეიძლება გაართულოს შეფასება მრავალ პაციენტში. პაციენტთა შეზღუდულ რაოდენობაში, რომლებიც კარბოპლატინის ძალიან დიდ დოზებს იღებდნენ და რომლებშიც გაკეთდა ვლის ტვინის აუტოგენური ტრანსპლანტაცია, აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური სინჯების მწვავე ანომალიები. 
ალერგიულ რეაქციები : კარბოპლატინისადმი მომატებული მგრძნობელობა აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები მსგავსია ბუნებით დ სიმწვავით პლატინის შემცველი სხვა პრეპარატების დროს განვითარებული მოვლენებისა, მაგ. ქავილი, უტიკარია, ერითემა, სიწითლე და იშვიათად ბრონქოპსაზმი და ჰიპოტენზია. ამ რეაქციების მკურნალობა წარმატებულია ეპინეფრინით, კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინური საშუალებებით. 
სხვა მოვლენები : ტკივილი და ასთენია აღინიშნა ყველაზე ხშირად სხვადასხვა გვერდითი ეფექტებიდან. კავშირი ანემიასთან და სიმსივნესთან სავარაუდოა. ალოპეცია აღინიშნა 3%-ში. კარდიოვასკულური, რესპირატორული, შარდ-სასქესო, ლორწოვანის გვერდითი ეფექტები აღინიშნა 6%-ში ან ნაკლებში. კარდიოვასკულური მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულირი მოვლენები) ფატალური იყო 1%-ზე ნაკლებში და დაკავშირებული არ იყი ქიმიოთერაპიასთან. კიბოსთან ასოცირებული ურეიული სინდრომი აღინიშნა იშვიათად. 
საერთო სისუსტე, ანორექსია და ჰიპერტენზია ისევე როგორც ინექციის ადგილის რეაქციები სიწითლის, შეშუპების და ტკივილის ჩათვლით, აღინიშნა პოსტმარკეტინგული კვლევებისას.

უკუჩვენება
კარბოპლატინი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის ხანგრძლივი დაზიანებით (იხ. დოზირება და მიღება). 
კარბოპლატინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძვლის ტვინის მწვავე დეპრესია ან მნიშვნელოვანი სისხლდენა. კარბოპლატინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მწვავე ალერგიული რეაქციები კარბოპლატინის ან პლატინის ან მანიტოლის შემცველი სხვა ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულ ქალებში გამოყენებისას. კარბოპლატინმა გამოამჟღავნა ემბრიოტოქსიური და ტერატოგენური ეფექტები ვირთხებში. არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში. თუ პრეპარატის გამოყენება ხდება ორსულობისას, ან პაციენტი დაორსულდება მკურნალობის კურსის დროს, იგი უნდა გააფრთხილონ ნაყოფისთვის პოტენციურ საფრთხეზე. რეპროდუქციული ასაკის ქალებს უნდა ურჩიონ ორსულობის თავიდან აცილება. ცნობილია, რომ კარბოპლატინი გამოიყოფა რძეში. ამის გამო არსებობს ტოქსიურობის შესაძლებლობა ძუძუთა ბავშვებში, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა თუ დედა იტარებს კარბოპლატინით მკურნალობას.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა მანქანის მართვის უნარსა და ტექნიკის სათანადო გამოყენებაზე
ეფექტი აღწერილი არა რის. უნდა გაითვალისწინონ ოპტიკური და აუდიოლოგიური ტოქსიურობის რისკი, აგრეთვე პაციენტის ფიზიკური მდგომარეობა. 
ზოგადი :
ნემსები ან ინტრავენური გამოყენების ატრიბუტები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს და შეიძლება კონტაქტში მოხვდნენ კარბოპლატინთან, არ უნდა გამოიყენონ პრეპარატის მისაღებად. ალუმინი შეიძლება რეაქციაში შევიდეს კარბოპლატინთან და გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა და პოტენციალის დაქვეითება.

ჭარბი დოზირება
არ არსებობს ანტიდოტ