Nuk
მემორტაბი 100მლ სიროფი / MEMORTAB


შემადგენლობა 

სიროფის 10 მლ შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ბაკოპა (Bacopa monnieri) - 200 მგ; ხვართქლა (Convolvulus pluricaulis) - 100 მგ; ცენტელა (Centella asiatica) – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თაფლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი: Sugar Caramel Colour (E 150), არომატიზატორები: მანგოს არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი. 
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: 
ყავისფერი, გამჭვირვალე სიროფი დამახასიათებელი სუნით;

ფარმაკოლოგიური თვისებები
მემორტაბის სიროფი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები: 
Bacopa monnieri - ს ექსტრაქტი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეიროგადაცემის მოდულაციის გზით. აძლიერებს საფეთქლის წილის კორტიკალური მუსკარინული და ქოლინერგული რეცეპტორების აქტივობას. გააჩნია ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. მცენარეში შემავალი A და B ბაკოზიდები ავლენენ კოგნიტური თვისებების გამაძლიერებელ ეფექტს.
Convolvulus pluricaulis - ის ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინში ნეიროპეპტიდების სინთეზს. სისხლის პლაზმაში ამცირებს ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების დონეს, აძლიერებს დამახსოვრების უნარს.
Centella asiatica - ს ექსტრაქტი გამოიყენება როგორც მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება.

ჩვენებები
• მეხსიერების დაქვეითება;
• ასაკთან დაკავშირებული დემენცია;
• გონებრივი გადაღლა;
• დასწავლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვებში;
• სტრესი.

მიღების წესები და დოზები
მემორტაბის სიროფი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით – 10-10 მლ 2-ჯერ დღეში. 
ბავშვებში 3-დან 12 წლამდე მემორტაბი ინიშნება დასწავლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, დოზით 5-5 მლ 2-ჯერ დღეში.
შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა;
- ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სიროფის გაყინვა დაუშვებელია. სიროფი ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში. 
ვარგისიანობის ვადა: 
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?