Nuk
მილგამა ხსნარი / Milgama


შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებსთიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,

დამხმარე ნივთიერებებიბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი ინექციისათვის.

აღწერილობა: გამჭირვალე წითელი ხსნარი


ფარმაკოლოგიური თვისებები

B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერაიულ და ანთებით დაავადებებზე. იგი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას. თიამინი (B1 ვიტამინი)ასრულებს ძირითად როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დროს, აგრეთვე კრებსის ციკლში და შემდგომ თპფ (თიამინ პიროფოსფატის) და ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატი) სინთეზში. პირიდოქსინი(B6 ვიტამინი) მონაწილეობს პროტეინის, ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ურთიერთ მოქმედების პოტენცირება, რომელიც მჟღავნდება ნერვულ, ნეიროკუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით ზემოქმედებაში. B6 ვიტამინის დეფიციტის დროს ხდება ფართოდ გავრცელებული დეფიციტის  სწრაფი კუპირება, ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. ციანოკობალამინი(B12 ვიტამინი) მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულ სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინის ცვლას ფოლიუმის მჟავის აქტივაციის გზით. ლიდოკაინიადგილობრივი საანესეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას: ტერმინალურს, ინფილტრაციულს, გამტარიანს.

ფარმაკოკინეტიკა

კუნთქვეშა შეყვანის შემდეგ თიამინი სწრაფად აბსორბირებს ინექციის ადგილიდან და მიეწოდება სისხლს (484 ნგ/მლ 15 წუთის შეყვანის პირველ დღეს დოზით-50მგ) და ნაწილდება ორგანიზმში არათანაბრად შემდეგ შემცველობით: ლეიკოციტებში 15%, ერიტრიციტებში 75% და პლაზმაში 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობის გამო ის უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს ყოველდღე. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში და მჟღავნდება დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა-ფაზაში 0,15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში – 1 საათის შემდეგ და ტერმინალურ ფაზაშიორი დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ: თიამინკარბონის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. ყველა ვიტამინებს შორის თიამინი შენარჩუნდება ორგანიზმში უმცირეს რაოდენობით. ზრდასრულ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მიახლოებით 30მგ თიამინს: 80% თიამინ პიროფოსფატს, 10% თიამინ ტრიფოსფატის და დანარჩენითიამინ მონოფოსფატის სახით. კუნთში ინექციის შემდეგ პიროდოქსინი სწრაფად აბსორბირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ნაწილდება ორგანიზმში, ასრულებს კოენზიმის როლს CH2OH ჯგუფის მე-5 მდგომარეობაში ფოსფორილირების შემდეგ. 80%-მდე ვიტამინები უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პიროდოქსინი ნაწილდება მთელს ორგანიზმში, გადალახავს პლაცენტას და მჟღავნდება დედის რძეში, დეპონირებს ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინურ მჟავამდე, რომელიც ექსკრეტირდება შარდში, აბსორბაციიდან მაქსიმუმ 2-5 საათის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 40-150 მგ B6 ვიტამინს და მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარეა 1,7-3,6 მგ-მდე და შესრულების სიჩქარეა 2,2 - 2,4%.

ჩვენებები

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში, როგორც პათოგენეტიკური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიოიტები (მათ შორის შემომსარტყვლელი ლიქენი), პლექსოპათია, ნეიროპაია, პოლინეიროპაია (დიაბეტური, ალკოოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებისას: რადიკულოპათია, ლუმბოიშალგია, კუნთოვან-ტონიკური სინდრომები.

მიღების წესები და დოზები

გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით(ღრმად. პრეპარატი კეთდება მხოლოდ კუნთში) 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში. ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით რომელიც მიიღება შინაგანად.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი (აკნე). აღწერილია კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ბავშვის ასაკი, მონაცემების უქონლობსთან დაკავშირებით.

ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენება არ არის რეკომენდირებული

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, D- პენიცილამინთან, ეპინეფრინთან, ნორეპინეფრინთან, სულფონამიდთან , რომლებიც აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას. თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა-ამონიუმის-ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, დექსტროზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH- ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3- ზე მეტი).

შენახვის პირობები და ვადები

2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არაუმეტეს 15oC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარაშე.

სად შევიძინოთ?