მილგამა® კრემი / Milgama


შემადგენლობა

შეიცავს 10% შარდოვანას.
მილგამა® კრემი ფეხის მოვლისათვის შეიცავს 10% შარდოვანას. იგი არ შეიცავს არომატიზატორებს და კონსერვანტებს.

ჩვენებები
მილგამა® კრემი ფეხის მოვლისათვის რეკომენდირებულია:
-ყოველდღიური მოვლისთვის მშრალი, გაუხეშებული, დამსკადი ფეხის ქუსლებისთვის;
-ფეხის კანის მოვლისთვის დიაბეტის, ნეიროდერმატიტის და იქტიოზის დროს 

შარდოვანა წარმოადგენს კანის ბუნებრივ ტენის შემაკავებელ კომპონენტს და ჯანმრთელ რქოვანას ფენაში შეადგენს 1 % ს. ხშირად მშრალი კანის შემთხვევაში შარდოვანას შემადგენლობა კანის საფარველში შემცირებულია. დერმატოლოგიაში შარდოვანა წარმოადგენს გამოცდილ, ბუნებრივ წყლის შემაკავებელ კომპონენტს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და ამავე დროს ზრდის მის დონეს კანში, ამცირებს ქავილს და არბილებს რქოვან ფენას .
მილგამა® კრემი ფეხის მოვლისათვის შეიცავს შარდოვანას ტენის შემაკავებელ საშუალებას მაღალი კონცენტრაციით. შესაბამისად ხელს უწყობს კანის მიერ ტენიანობის შეწოვას და აკუმულირებას. მიზანი არის კანის გაღიზიანების და ალერგიის განვითარების რისკის შემცირება.
მილგამა® კრემი ფეხის მოვლისათვის შეიცავს მხოლოდ შარდოვანას , გაჩნია წყლის შემაკავებელი თვისებები და მაზის ფუძეს , რომელიც კარგად მოქმედებს კანზე. კრემის შემადგენლობის ფორმირებისას არ იყო გამოყენებული არომატიზატორები და საღებავები, ასევე კონსერვანტები.

მიღების წესები და დოზები
მილგამა® კრემი ფეხის მოვლისათვის დღეში რამდენჯერმე დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე.
კანის რეგულარულ მოვლა, რომელიც განსაკუთრებით ორიენტირებულია დიაბეტით დაავადებული პირების მოთხოვნებზე, გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა.

განსაკუთრებული მითითებები
დიაბეტით დაავადებული პირები იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ , რომელიც დაკავშირებულია ფეხის ჯანმრთელობასთან. დიაბეტით დაავადებულ პირებს ხშირად ახასიათებთ ფეხის კანის სიმშრალე, მიდრეკილება ფეხის კანის ნახეთკებისაკენ. სამწუხაროდ, დიაბეტი ყოველთვის არ განიხილება როგორც მხოლოდ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
დიაბეტიკებში ნივთიერებათა ცვლის დარღევა ამცირებს საოფლე და ცხიმის ჯირკვლების აქტივობას, რაც განსაკუთრებით ვლინდება ფეხზე და ქუსლებზე. დიაბეტიკებში ქუსლის კანის სიმშრალე ნიშნავს არა ცხიმოვანი ნივთირების ნაკლებობას , არამედ მიუთითებს ტენიანობის არ არსებობაზე, რაც განპირობებულია ოფლის გამოყოფის ფუნქციის ცვლილებით.
შარდოვანას - ტენიანობის დამაგროვებელი საშუალების რეგულარულად მიღება აძლიერებს კანში წყალის შეკავშირების ფუნქციას და მისი თვისებას მიიღოს და მოახდინოს წყლის აკუმულირება.