მილგამა® მონო 300 / Milgamma® mono 300


შემადგენლობა

ქიმიურად აქტიური ნივთიერებაა ბენფოტიამინი.
1 ბლისტერული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ბენფოტიამინს (უცხიმო ვიტამინი B1- დევირატი)
დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი (K30), მაღალდისპენზიური სილიციუმდიოქსიდი, კროსკარმელოზა-ნატრიუმი, მაღალი ჯაჭვური ნაწილობრივი გლიცერიდი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, საქარინის-ნატრიუმი.

როგორ გამოიყურება მილიგამა მონო 300 და შეფუთვის შემადგენლობა: მილგამა მონო 300 არის მართკუთხა ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში გადასატეხი ჭრილით.
მილგამა მონო 300 არის 30, 60, 90, 100 ბლისტერულ ორიგინალ შეფუთვაში. შეძლებისდაგვარად არ არის ყველა სახეობა მიმოქცევაში.

ჩვენებები
მილგამა მონო 300 არის ვიტამინური პრეპარატი
გამოყენების სფერო
მონო პრეპარატის ძირითად გამოყენების სფეროს წარმოადგენს თერაპია ან პროფილაკტიკური მკურნალობა ვიტამინი -B1- ის მხოლოდ კლინიკური დეფიციტის შემთხვევაში, როდესაც საკვები დანამატებით ვერ ხერხდება მისი მიღება.
კლინიკურად გამოწვეული ვიტამინი-B B1-ის დეფიციტი შესაძლებელია გამოვლინდეს: დეფიციტის ან არასწორი კვებისას (მაგ. ბერი-ბერი-ავიტამინოზი), ხანგრძლივი დროის მანძილზე პარენტერალური კვების დროს, ნულოვანი დიეტისა დროს, ჰემოდიალესისას, მალაბსორბციისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად (ალკოჰოლტოქსიკური კარდიომიოპათია, ალკოჰოლური ენცელოფალოპატია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში (მაგ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
აგრეთვე გამოიყენება ნეიროპათიული და კარდიოვასკულარული დარღვევების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვიტამინი B1- ის დეფიციტით.

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ მილგამა მონო 300 ყოველთვის ზუსტად ფურცელჩანართში აღნიშნული მითითებების შესაბამისად. გაურკვეველი სიტუაციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.
თუ თქვენ არ გაქვს ექიმისაგან განსხვავებული დანიშნულება, მაშინ მოქმედებს მილგამა მონო 300-ის მიღების შემდგომი წესები. დაიცავით მილგამა მონო 300-ის მიღების წესების ინსტრუქციის შესაბამისად, რადგანაც შესაძლოა სხვაგვარად პრეპარატმა არ იმოქმედოს სწორად!

მიღების სახე
დანიშნულების გარეშე მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ბლისტერული შეფუთვის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად ცოტაოდენ სითხესთან ერთად. ნეიროპათიული თერაპიისას უნდა მიიღოთ მილგამა მონო 300 თავდაპირველად მცირე სამი კვირის განმავლობაში. შემდგომი თერაპიული მკურნალობა უნდა განაგრძოთ შედეგობრივად.

გამოყენების ხანგრძლივობა
მილგამა მონო 300-ის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიის შედეგების მიხედვით. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ მილგამა მონო 300-ს გააჩნია ძლიერი ან პირიქით სუსტი ზემოქმედება.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს მილგამა მონო 300-საც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი შეფასებით:
ძალიან ხშირად:10- დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირად:10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
საშუალოდ:100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1 -ზე მეტ პაციენტში
იშვიათად:1000-დან 1 ზე ნაკლებ, მაგრამ 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათად:10 000-დან 1 ზე ნაკლებ პაციენტში, ან უცნობია


განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები ან ნიშნები, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ღონისძიებები, რომელთაც უნდა მიმართოთ:
თუ თქვენ აღგენიშნათ შემდგომში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, მაშინ უნდა შეწყვიტოთ მილგამა მონო 300-ის მიღება და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ზედმეტ მგრძნობელობას (ჭინჭრის ციებ-ცხელება, კანის გამონაყარი).
კლინიკური ცდებისას გამოვლინდა ცალკეულ შემთხვევებში გასტროინტესტინალური დარღვევები, მაგალითად, როგორიცაა ღებინება ან სხვა ჩივილები. მიზეზობრივი კავშირი ვიტამინ B1- თან და აგრეთვე დოზირებასთან ჯერ-ჯერობით არ არის ბოლომდე დადასტურებული.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენში რომელიმე გვერდითი მოვლენა ძლიერად გამოვლინდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.

უკუჩვენება
მილგამა მონო 300-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
- თუ თქვენ გახასიათებთ ზედმეტი მგრძნობელობა (ალერგიულობა) ბენფოტიამინის, თიამინის ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ორსულად ხართ, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენება მისი აქტიური ნივთიერების შემცველობის რაოდენობის საფუძველზე მიზანშეწონილია მხოლოდ ვიტამინი B1- ის გამოხატული დეფიციტის სამკურნალოდ. აქედან გამომდინარე მილგამა მონო 300 უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად საჭიროდ ჩათვლის თქვენი მკურნალი ექიმი. ორსულობისას ვიტამინი B1- ის დღიური დოზა შეადგენს 1.4 – 1.6 მგ-ს. დღიურ ნორმაზე მეტი დოზით მიღების შესახებ დღემდე არ არის მონაცემები. 
ლაქტაციის დროს ამ პრეპარატის მიღება მისი აქტიური ნივთიერების შემცველობის რაოდენობის საფუძველზე ვიტამინი B1- ის გამოხატული დეფიციტის სამკურნალოდ მიზანშეწონილია. აქედან გამომდინარე მილგამა მონო 300 უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად საჭიროდ მიიჩნევს თქვენი მკურნალი ექიმი. ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი B1- ის დღიური დოზა შეადგენს 1.4 – 1.6 მგ-ს. დღიურ ნორმაზე მეტი დოზით მიღების შესახებ დღემდე არ არის მონაცემები. ვიტამინი B1 გადადის დედის რძეში.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის.

განსაკუთრებული მითითებები
კონცენტრირების უნარი ავტომობილის მართვის დროს:
არ საჭიროებს განსაკუთრებული პირობების დაცვას. 
სხვა მონაცემები
ადამიანმა უნდა მიიღოს ვიტამინი B1 ყოველდღიურად საკმარისი დოზით. იგი არის ორგანიზმის შეუცვლელი სასიცოცხლო შემადგენელი ინგრედიენტი, რადგანაც ორგანიზმის მრავალი ფუნქცია ვერ იქნება სრულყოფილი ამ მიკრო საკვები ნივთიერების გარეშე. ვიტამინი B1 მთავარ როლს თამაშობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში და მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესებში, რომლის დროსაც საკვები ენერგიად გადაიქცევა.
ვიტამინი B1 მოიპოვება მცირე დოზით მცენარეულ და ცხოველურ საკვებში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ვიტამინი B1 ბურღულეულის კანში, მაგალითად, როგორიცაა ბრინჯი და ხორბალი.
მილგამა მონო 300 შეიცავს ბენფოთიამინს, ეს არის ვიტამინი B1 - ს უცხიმო ფორმა. იგი გამოხატავს შემდგომ განვითარებას. ბენფოთიამინი გაცილებით უკეთ შეთვისებადია, ვიდრე იგივე რაოდენობის ვიტამინი B1 - ის წყალში ხსნადი ფორმა. მიღების შემდეგ ბენფოთიამინი სხეულში გადაიქცევა ვიტამინი B1 - ის აქტიურ სუბსტანციად.

ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ დოზაზე მეტი რაოდენობით მილგამა მონო 300 არ არის საჭირო სამედიცინო ჩარევები
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
თიამინი კარგავს აქტივობას (ნეიტრალდება) 5-ფლუორურაცილის (კიბოს სამკურნალო საშუალება) ზემოქმედების შედეგად, რადგანაც 5-ფლუორურაცილი კონკურენტულად აბრკოლებს თიამინის თიამინპიროფოსფატად ფოსფორირებას.

შენახვის პირობები და ვადები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში
შეეკითხეთ ექიმს მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ, თუ ის აღარ გჭირდებათ, ეს ღონისძიება ხელს უწყობს ბუნების დაცვას.