Nuk
მილურიტი / MILURIT


1.რა არის პრეპარატი მილურიტი® და რისთვის გამოიყენება

მილურიტი® შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ალოპურინოლი. ის ანელებს გარკვეული ქიმიური რეაქციების სიჩქარეს თქვენს ორგანიზმში, და აქვეითებს სისხლსა და შარდში შარდმჟავას დონეს. 

მილურიტი® გამოიყენება:

-პოდაგრას პროფილაქტიკისათვის. ასე ეწოდება დაავადებას, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ნივთიერებას "შარდმჟავას". შარდმჟავა გროვდება სახსრებსა და მყესებში კრისტალების სახით. ეს კრისტალები იწვევენ ანთებით რეაქციას. ანთების შედეგად წარმოიქმნება კანის შებერილობა გარკვეულ სახსრებში, მისი მომატებული მგრძნობელობა და მტკივნეულობა მსუბუქი შეხების დროსაც კი. მოძრაობისას სახსარში შეიძლება ძლიერი ტკივილი იგრძნოთ. 

-სხვა მდგომარეობების პროფილაქტიკისათვის, რომელთა დროს ხდება ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება. მათ მიეკუთვნება თირკმლის კენჭები და თირკმლების მხრივ სხვა სახის დარღვევები, ასევე მდგომარეობები ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის დროს ან ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები. 

 

2.რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მილურიტი®-ის მიღებამდე

ნუ მიიღებთ პრეპარატს მილურიტს® თუ

გაქვთ ალერგია ალოპურინოლზე ან აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რომელიც მოცემულია პუნქტში 6. 

განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. 

განსაკუთრებული სიფრთხილე და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა შეიძლება საჭირო იყოს შემდეგი შემთხვევების დროს:

თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ან გთხოვოთ უფრო იშვიათად მიიღოთ პრეპარატი, ვიდრე დღეში ერთხელ. ასევე თქვენ უფრო ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით. 

თუ თქვენ პრობლემები გაქვთ გულის მხრივ ან მომატებული არტერიული წნევა, და თქვენ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი) და/ან გარკვეული ტიპის ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ეწოდება აგფ ინჰიბიტორები (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი).   

თუ დღეისათვის გაქვთ პოდაგრას შეტევა. 

თუ თქვენ ან რომელიმე თქვენს ახლო ნათესავს აქვს ჰემოქრომატოზი (იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება რკინის მომატებული შეწოვით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და იწვევს რკინის ჭარბ აკუმულაციას, განსაკუთრებით ღვიძლში).

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

თუ მკურნალობთ აზათიოპრინით (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად) ან მერკაპტოპურინით (გამოიყენება ლეიკოზის დროს). 

თუ ხართ ხანსკის ეთნიკური ჯგუფის ჩინელი ან კორეელი. 

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. 

ალოპურინოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევები (ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). არაიშვიათად გამონაყარს თან ახლავს წყლულები პირის ღრუში, ხორხში, ცხვირში, გენიტალურ ორგანოებში და კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება). ამ სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ, კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევებს წინ უსწრებს სიმტომები, რომლებიც აღინიშნება გრიპის დროს, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება (გრიპის-მსგავსი სიმპტომები). გამონაყარს შეუძლია პროგრესირება და გამოიწვიოს ბუშტუკების გავრცელება და კანის აქერცვლა. 

მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების შედარებით მაღლი რისკი.

კანის მხრივ ასეთი სერიოზული რეაქციები უფრო ხშირად უვითარდებათ ხანსკის ეთნიკური ჯგუფის ჩინელებს, ტაიელებს ან კორეელებს. F

თირკმლის ქრონიკული დაავადების არსებობამ შეიძლება დამატებით გაზარდოს ამ პაციენტებში ასეთი რეაქციების განვითარების რისკი.

გამონაყარის ან კანის მხრივ ზემოთ აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან აცნობეთ, რომ ღებულობთ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატ მილურიტის® მიღებისას განვითარდა კანის მძიმე გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, არასოდეს არ უნდა მიიღოთ პრეპარატი მილურიტი®. 

პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის ადრეულ სტადიებზე შეიძლება განვითარდეს პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა. ამიტომ ექიმმა შეიძლება დანიშნოს პროფიალაქტიკური მკურნალობა შესაფერისი ანთების საწინააღმდეგო საშუალებით ან კოლხიცინით, სულ მცირე ერთი თვით. 

პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე დაკვირვებისათვის ექიმმა შეიძლება გაგიშვათ ერთი ან რამდენიმე ლაბორატორიული ანალიზის გასაკეთებლად. გთხოვთ, ჩააბარეთ ისინი და არ დაგავიწყდეთ ანალიზის შედეგები აჩვენოთ თქვენს ექიმს. 

თუ გაქვთ კიბო ან ლეშ-ნიხანის სინდრომი, თქვენს შარდში შეიძლება გაიზარდოს შარდმჟავას შემადგენლობა. ამის პრევენციისათვის, უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, შარდის განზავებისათვის. 

თუ გაქვთ კენჭები თირკმლებში, ისინი შეიძლება შემცირდეს ზომებში და ჩავიდეს შარდგამომყოფ გზებში. 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ მილურიტის® დანიშვნა არ შეიძლება, გარდა ავთვისებიანი სიმსივნიის ზოგიერთი ტიპისა (განსაკუთრებით ლეიკოზი), და ასევე გარკვეული ფერმენტული დარღვევების მკურნალობისა, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის სინდრომი. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი მილურიტი®

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის, ცხელების ან ანთების შესამცირებლად, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა).

თეოფილინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოების დაავადებების დროს. მკურნალი ექიმი შეამოწმებს თეოფილინის დონეს სისხლში, განსაკუთრებით პრეპარატ მილურიტის® მიღების დასაწყისში ან დოზის შეცვლის დროს.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ (ფენიტოინი). 

ამპიცილინი ან ამოქსიცილინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). ალერგიული რეაქციების მომატებული სიხშირის გამო, პაციენტებს შეძლებისდაგვარად უნდა დაენიშნოს სხვა ანტიბიოტიკები. 

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აინ-ინფექციის სამკურნალოდ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) (დიდანოზიდი). 

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ვიდარაბინი). შენიშვნა: ვიდარაბინის დროს გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს. მათი გამოვლენისას აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება. 

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ალოპურინოლის ერთდროული გამოყენებისას ციტოსტატიურ საშუალებებთან ერთად (კერძოდ კი ისეთის, როგორიც არის ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი და ალკილ ჰალოგენტები). უფრო ხშირად ვითარდება დისკრაზიები (დარღვევები) სისხლის მხრივ, ცალკე მხოლოდ ციტოსტატიკების გამოყენებასთან შედარებით. მკურნალი ექიმი რეგულარულად მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას. 

ალოპურინოლის ერთდროული მიღებისას ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს, შეიძლება შემცირდეს ალოპურინოლის ეფექტი. Aმის გამოამ პრეპარატების მიღებებს შორის საჭიროა მინიმუმ 3 საათიანი შესვენების გაკეთება. 

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად (იმუნოდეპრესანტები), როგორებიცაა ციკლოსპორინი (ცისკლოსპორინის გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გვხვდებოდეს) და აზატიოპრინი (საჭიროა აზატიოპრინის დოზის შემცირება). 

მერკაპტოპურინი (გამოიყენება ლეიკოზის სამკურნალოდ). აუცილებელია მერკაპტოპურინის დოზის შემცირება. 

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ქლორპროპამიდი). ქლორპროპამიდის დოზის შემცირება შეიძლება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით. 

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მხრივ დარღვევების ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორებიცაა "აგფ ინჰიბიტორები" (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი) ან შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები, განსაკუთრებით, თიაზიდური დიურეტიკები, როგორებიცაა ჰიდროქლორთიაზიდი ან ფუროსემიდი). 

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად (შედედების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორებიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი და აცენოკუმაროლი. თქვენი მკურნალი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს სისხლის შედედების მაჩვენებლებს, და თუ საჭიროა, შეამცირებს ასეთი სამკურნალო საშუალებების დოზას. 

პოდაგრას სამკურნალო ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი). 

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან შეგეძლოთ მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. ეს გულისხმობს ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების და მცენარეული წარმოშობის პრეპარატების ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრეპარატმა მილურიტი® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პრეპარატ მილურიტზე®. 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. 

ორსულობა

ადამიანში ორსულობის პერიოდში პრეპარატ მილურიტის® გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება. 

მილურიტის® გამოყენება ორსულებში არ შეიძლება, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს მკურნალობის უფრო უსაფრთხო ალტერნატივა ან თუ თვითონ დაავადება უფრო დიდ რისკს წარმოადგენს დედისა და ბავშვისათვის, ვიდრე პრეპარატის მიღება. 

ძუძუთი კვება

მილურიტი® გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან უსაფრთხოების შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს, პრეპარატ მილურიტის® გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუ ან მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა. 

პრეპარატ მილურიტის® 100 მგ შეიცავს 50 მგ ლაქტოზას

თუ მკურნალ ექიმს უთქვამთ თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. 

 

3.როგორ მივიღოთ პრეპარატი მილურიტი®

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. თუ ეჭვი გაგიჩნდათ თქვენი მოქმედებების სისწორეში, კიდევ ერთხელ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. 

მიღების წესი

მილურიტი მიირება დღეში ერთხელ კვების შემდეგ, წყლის მიყოლებით. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მიიღეთ ბევრი სითხე (2-3 ლიტრი დღეში). თუ დღიური დოზა აღემატება 300 მგ-ს, ან თუ იგრნობთ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, როგორებიცაა გულისრევა ან ღებინება (იხ. პუნქტი 4), ექიმმა შეიძლება დაყოს ალოპურინოლის დღიური დოზა რამდენიმე მიღებად აღნიშნული მოვლენების შემცირების მიზნით, 

ინდივიდუალური დოზა ყოველთვის დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. 

დოზირების რეჟიმი

ჩვეულებრივ რეკომენდებულია შემდეგი დოზები: 

მოზრდილები

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება თანდათანობით გაზარდოს დოზა, თუ შრატში ურატების დონე საკმარისი არ არის. შემანარჩუნებელი დოზები რეკომენდებულია შემდეგ დიაპაზონებში:

100-200 მგ დღეში მსუბუქი სიმძიმის მდგომარეობის დროს, 300-600 მგ დღეში საშუალო სიმძიმის დროს და 700-900 მგ მძიმე მდგომარეობის დროს. 

თუ მოითხოვება დოზის დადგება მგ-ში კგ სხეულის მასაზე, მაშინ უნდა დავიცვათ 2-10 მგ/კგ/დღეში დიაპაზონი. 

მკურნალობის საწყის სტადიაზე პოდაგრული ართრიტის შეტევების პრევენციის მიზნით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალება ან კოლხიცინი ერთი თვით ან მეტი. 

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (15 წლამდე)

გამოყენება ბავშვებში იშვიათია, ავთვისებიანი მდგომარეობების (განსაკუთრებით, ლეიკოზები) და ზოგიერთი ფერმენტატული დარღვევების (მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომი) გარდა. 

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ დღეში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ, გაყოფილი 3 მიღებად. 

ხანდაზმული პაციენტები

მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატ მილურიტის® მინიმალურ დოზას დაავადების სიმპტომების მაქსიმალური მოხსნისათვის. 

თუ აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის შემცირება. თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგინიშნონ 100 მგ-ზე ნაკლები დღეში, ან 100მგ-ის მიღება, ოღონდ ერთი დღის შემდეგ. 

თუ გიტარდებათ ჰემოდიალიზი ორჯერ ან სამჯერ კვირაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის დოზა 300 ან 400 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ექიმი გამოიკვლევს თირკმლის ფუნქციას, განსაკუთრებით, თუ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (კერძოდ კი თიაზიდურ შარდმდენებს, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი). 

თუ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შემცირება. შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. 

ურატების მომატებული წარმოქმნით მიმდინარე დაავადებების მკურნალობა

(მაგალითად, ახალწარმონაქმნების, ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები)

სასურველია შარდმჟავას მაღალი დონის კორექცია პრეპარატ მილურიტის® საშუალებით ციტოტოქსიური თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება. 

რეაქციები კანის მხრივ

კანის მხრივ რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ალოპურინოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.  მსუბუქი სიმძიმის რეაქციების შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ალოპურინოლის დაბალი დოზით (50 მგ/კგ) გამოყენების აღდგენის შესახებ. ამის შემდეგ შეიძლება დოზის თანდათანობით მომატება, კანის მხრივ რეაქციების და სხვა შესაძლო არასასურველ მოვლენებზე დაკვირვებით. თუ კანის მხრივ რეაქციები კვლავ გამოვლინდება, ალოპურინოლის მიღება საბოლოოდ უნდა შეწყდეს, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის უფრო მძიმე რეაქციები (იხ. პუნქტი 4). 

თუ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა   

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა, ვიდრე იყო დანიშნული, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან უნდა იქონიოთ აღნიშნული ინსტრუქცია, დარჩენილი ტაბლეტები და სამკურნალო საშუალების შეფუთვა, ცნობილი რომ იყოს, თუ რა ტებლეტები იყო მიღებული. ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან თავბრუ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე არის ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება. 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მილურიტის® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროს არის, გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. 

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება

მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი. 

ნუ შეწყვიტავთ პრეპარატ მილურიტის® მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გარდა ალერგიული რეაქციების ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევებისა (იხ. პუნქტი 4). 

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

4.შესაძლო გვერდითი მოქმედება

სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნული სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. 

პრეპარატ მილურიტის® გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება იშვიათად და უმეტეს შემთხვევებში ხასიათდებს მსუბუქი სიმძიმით. 

გვერდითი მოვლენების სიხშირე შეიძლება ვარირებდეს მიღებული დოზის და ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისაგან. მათი სიხშირე უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების დარღვევებით. 

აღინიშნება კანის გამონაყარის სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში შემთხვევების არსებობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პუნქტი 2).

თუ პრეპარატ მილურიტის® მიღების დროს გამოვლინდება ქვემოთ მოცემული რომელიმე დარღვევა, შეწყვიტეთ აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. 

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაიცეცნტში)

-ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია შემდეგი ნიშნები:

ოკანზე გამონაყარი, კანის აქერცვლა, ტუჩებისა და პირის ღრუს მტკივნეულობა

ოსახის, ხელები, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება

ოყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება

ოძალიან იშვიათი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ხიხინებს, გახშირებულ გულისცემას ან გულმკერდში მოჭერის შეგრძნება და კოლაფსი. 

ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ნუ მიიღეთ მილურიტის® ტაბლეტებს მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე. 

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (გრიპის მსგავსი სიმპტომები);

კანის ნებისმიერი ცვლილებები, მაგალითად პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულები, კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება), გავრცელებული ბუშტუკებული და აქერცვლა;

ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგების და ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრის (რაც შეიძლება იყოს პოლიორგანული დარღვევის ნიშანი/ბევრი შინაგანი ორგანოს ფუნქციის დარღვევა/ ჰიპერმგრძნობელობის ტიპის მიხედვით) ჩათვლით. 

არსებობს სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევები:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-კანზე გამონაყარი

-თირეოტროპული ჰორმონის მომატება სისხლში

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-გულისრევა, ღებინება და ფაღარათი

-ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების შეცვლა.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-ტკივილი სახსრებში ან მტკივნეული შეშუპება საზარდულში, იღლიებსა და ყელზე

-სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება)

-დარღვევები ღვიძლის მხრივ, როგორიცაა ღვიძლის ანთება

-დარღვევები თირკმლების მხრივ

-კენჭების წარმოქმნა შარდგამომყოფ გზებში, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლის გამოვლენას შარდში და ტკივილს მუცელსში, გვერდში ან საზარდულის მიდამოში. 

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-მილურიტი შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სისხლსა და ლიმფურ სისტემაზე. ნიშნები შეიძლება იყოს: სიფერმკრთალე, ანთება პირის ღრუში, სისხლნაჟღენთები, სისხლჩაქცევები ტუჩებში, თვალებში, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებში, ტკივილი ყელში ან ინფექციის სხვა ნიშნები. აღნიშნული მოვლენები ხშირად ვითარდება პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლების დარღვევებით

-მილურტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ლიმფურ ჯირკვლებზე

-სხეულის ტემპერატურის მომატება

-სისხლი შარდში, თირკმლის უკმარისობა

-სისხლიანი პირღებინება

-სისხლში ლიპიდების (ცხიმები) მაღალი დონე

-ზოგადი უგუნებობა

-სისუსტე, ხელებისა და ფეხების გაშეშება, კოორდინაციის დარღვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების მოძრაობების დარღვევა (დამბლა) ან გონების დაკარგვა

-თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა ან მხედველობის დარღვევა

-ტკივილი გულმკერდში, მომატებული არტერიული წნევა ან შენელებული პულსი

-კაცის უნაყოფობა ან ერექციის დარღვევები

-სარძევე ჯირკვლების გადიდება კაცებსა და ქალებში

-ნაწლავების მუშაობის ჩვეული რითმის შეცვლა, ცხიმის არსებობა განავალში

-გემოს შეცვლა

-კატარაქტა (თვალის ბრონის შემღვრევა), თვალის ყვითელი ლაქას დაზიანება

-თმის ცვენა ან თმის ფერის შეცვლა

-კრუნჩხვითი შეტევები

-დეპრესია

-სითხის შეკავება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით კოჭების

-წყურვილის შეგრძნება, დაღლილობა, სხეულის მასის შემცირება (შაქრიანი დიაბეტის შესაძლო სიმპტომები). ამის შესამოწმებლად ექიმმა შეიძლება განსაზღვროს შაქრის დონე სისხლში

-ფურუნკულები (ფურუნკულოზი, მცირე ზომის მტკივნეული წითელი მუწუკები კანზე)

-ტკივილი კუნთებში

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება)

-ტკივილი მუცელში

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ასევე თუ გამოვლინდა მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლით აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას. 

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, დამატებით ინფორმაციას აწვდით აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

5.როგორ შევინახოთ მილურიტის® ტაბლეტები 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურის პირობებში. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

მილურიტის® ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება, თუ შეინიშნება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნება (მაგალითად ფერის შეცვლა)

 

6.ვარგისობა

ვარგისობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. 

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისობის თარიღი აღნიშნავს არსებული თვის ბოლო დღეს. 

არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაგდება საკანალიზაციო წყალსა თუ ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას. 

 

7.აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

8.შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მილურიტი

აქტიური ნივთიერება: ალოპურინოლი.

მილურიტი® 100 მგ ტაბლეტები: 100 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

მილურიტი® 150 მგ ტაბლეტები: 150 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

მილურიტი® 200 მგ ტაბლეტები: 200 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

მილურიტი® 300 მგ ტაბლეტები: 300 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

100 მგ ტაბლეტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A).

150 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A), ჟელატინი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო,  მაგნიუმის სტეარატი. 

200 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A), ჟელატინი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო,  მაგნიუმის სტეარატი. 

300 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჟელატინი, მაგნიუმის სტეატი, 

სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო. 

 

მილურიტის® ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტების აღწერილობა

100 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 351 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო. 

150 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ოვალური ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 353 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო. 

200 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ოვალური ტაბლეტები, შNAP გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 354 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო. 

300 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 352 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო. 

შეფუთვა:

30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100 ან 120 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიეთილენის თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით და ამორტიზატორით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

სად შევიძინოთ?