მირამისტინი / MYRAMISTIN


წამლის ფორმა: ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა: 

აქტიური ნვთიერება: ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ] ამონიუმის ქლორიდის  მონოჰიდრატი (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0,1გ

დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი - 1 ლიტრამდე

აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე სითხე, ქაფდება შენჯღრევისას

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  ანტისეპტიკური  საშუალება 

ატქ კოდი:  [D08AJ] 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

მირამისტინს აქვს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით.

პრეპარატს  გააჩნია  გამოხატული ბაქტერიოციდული მოქმედება  გრამდადებით (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Streptococcus  pneumonia და სხვა), და გრამუარყოფით (Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella spp. და  სხვა) ბაქტერიებთან მიმართებაში, აერობული და ანაერობული ბაქტერიები, რომელიც განისაზღვრება მონოკულტურის და მიკრობული  ასოციაციის სახით, ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით ანტიბიოტიკებთან პოლირეზისტენტობით. 

აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ასკომიცეტებზე Aspergillus და Penicillium, საფუარის (Rhodotorula rubra, Torulopsis glabrata და ა.შ.) და საფუარისებურ სოკოებზე (Candida albicans, Candida tropicalis, Candida krusei, Pitiosporum orbiculare (Malassezia furfur) და ა.შ.), დერმაფიტებზე (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton schoenleini, Trichophyton violacent, Epidermophyton Kaufman-Wolf, Epidermophyton floccosum, Microsporum gypseum, Microsporum canis და ა.შ.), ასევე სხვა პათოგენური სოკოებზე,  მონოკულტურისა და მიკრობული ასოციაციის სახით, რეზისტენტული ქომიოპრეპარატების მიმართ.

აქვს ვირუსის საწინააღმდეგო ზემოქმედება, აქტიურია რთულ ვირუსებთან მიმართებაში (ჰერპესი  ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სხვა). 

 

მირამისტინი მოქმედებს  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევებზე (Chlamydia spp., Treponema spp., Trichomonas vaginalis, Neisseria gonorrhoeae და სხვა). 

ეფექტურად იცავს დამწვრობას და ჭრილობას ინფიცირებისაგან. ააქტიურებს  რეგენერაციის პროცესს. ასტიმულირებს დაცვით რეაქციებს გამოყენების ადგილზე, ფაგოციტების შთანმთქმელი და გადამამუშავებელი ფუნქციის აქტივაციის წყალობით, ხელს უწყობს მონოციტური-მაკროფაგული სისტემის აქტიურობას. აქვს გამოხატული ჰიპეროსმოლარული აქტივობა,  რის შედეგადაც ახდენს ჭრილობის პერიფოკალური ანთების კუპირებას, შთანთქავს ჩირქოვან ექსუდატს, ხელს უწყობს მშრალი ფუფხის ფორმირებას. არ აზიანებს კანის სიცოცხლისუნარიან უჯრედებს და გრანულაციას, არ თრგუნავს  ეპითელიზაციას. 

 

ფარმაკოკინეტიკა: მირამისტინს ადგილობრივი გამოყენებისას არ აქვს  კანსა და ლორწოვან გარსში შეწოვის თვისება. 

 

ჩვენებები:

ქირურგია, ტრავმატოლოგია: დაჩირქებების და ჩირქოვანი ჭრილობების პროფილაქტიკა. საყრდენ-მამოძრავებელი  აპარატის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების მკურნალობა. 

მეანობა-გინეკოლოგია: მშობიარობის შემდგომი ტრავმების, შორისისა და საშოს დაჩირქებების, მშობიარობის შემდგომი  ინფექციების, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ვულვოვაგინიტი, ენდომეტრიტი).

კომბუსტოლოგია:  II და III ხარისხის ზედაპირული და ღრმა დამწვრობის დროს, დამწვრობის ჭრილობების დერმატოპლასტიკისთვის მომზადება. 

დერმატოლოგია, ვენეროლოგია: პიოდერმიის და დერმატომიკოზის, კანისა და ლორწოვანის კანდიდომიკოზის, ტერფის მიკოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ინდივიდუალური პროფილაქტიკა (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალიური ჰერპესი, გენიტალიური კანდიდოზი და სხვა). 

უროლოგია: სპეციფიური (გონორეა, ტრიქომინოზი, ქლამიდიოზი) და არასპეციფიური ბუნების მწვავე და ქრონიკული ურეთრიტების კომპლექსური მკურნალობა.

სტომატოლოგია: პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: სტომატიტების, გინგივიტების, პარადონტიტების, პერიოდონტიტების. მოსახსნელი პროთეზების ჰიგიენური დამუშავება. 

ოტოლარინგოლოგია: მწვავე და ქრონიკული ოტიტების, ჰაიმორიტების, ტონზილიტების, ლარინგიტების, ფარინგიტების კომპლექსური მკურნალობა.

ბავშვებში: 3 წლიდან 14 წლამდე ასაკში გამოიყენება მწვავე ფარინგიტის და/ან ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების კომპლექსური მკურნალობისას. 

 

უკუჩვენებები:  ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი  მზადაა  გამოყენებისთვის. 

საცმი - საფრქვეველით  ფლაკონის  გამოყენების ინსტრუქცია:

1. მოხსენით ფლაკონს საცმი, ფლაკონიდან 50მლ. მოაცილეთ ასევე ურეტრალური აპლიკატორი. 

2. ამოიღეთ საცმი-საფრქვეველი დამცავი შეფუთვიდან. 

3. ვამაგრებთ საცმი-საფრქვეველს ფლაკონზე. 

4. გავააქტიუროთ საცმი-საფრქვეველი განმეორებითი დაჭერით. 

ქირურგია, ტრავმატოლოგია, კომბუსტოლოგია: 

ჭრილობის ან დამწვრობის ზედაპირს ამუშავებენ პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნებით, ჭრილობებს და ფისტულებს თავისუფლად ადებენ ტამპონებს, აფიქსირებენ მარლის ტამპონებს, დასველებულს პრეპარატში. სამკურნალო პროცედურა მეორდება დღე-ღამეში 2-3-ჯერ  3-5 დღის განმავლობაში. ჭრილობების და ღრმულების აქტიური დრენირების მაღალეფექტური მეთოდი 1 ლიტრამდე პრეპარატის ხარჯვით. 

მეანობა, გინეკოლოგია: 

მშობიარობის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება მშობიარობამდე საშოს სავლების სახით (5-7 დღე), მშობიარობისას საშოს ყოველი გამოკვლევის შემდეგ და მშობიარობის შემდგომ პერიოდში 50მლ. პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონების სახით, 2 სთ ექსპოზიციით 5 დღის განმავლობაში. საკეისრო კვეთითის შემთხვევაში საშო მუშავდება უშუალოდ ოპერაციის წინ, ხოლო ოპერაციის დროს საშვილოსნოს ღრუ და ჭრილობა, ხოლო შემდგომ პერიოდში გამოიყენება 50 მლ პრეპარატით გაჟღენთილი საშოს სამკურნალო ტამპონების სახით, 2 სთ  ექსპოზიციით 7 დღის განმავლობაში. ანთებითი დაავადებების მკურნალობა ტარდება 2 კვირიანი კურსით პრეპარატით გაჟღენთილი საშოს ტამპონების, ასევე პრეპარატის სამკურნალო ელექტროფორეზის  სახით. 

ვენეროლოგია:

ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ეფექტურია თუ ის გამოიყენება სქესობრივი აქტიდან არა უგვიანეს 2 საათზე მეტის. ფლაკონის შიგთავსი ურეთრალური აპლიკატორის მეშვეობით შეიყვანება შარდსადენ მილში 2-3 წუთით: მამაკაცებში (2-3 მლ), ქალებში (1-2 მლ) და საშოში (5-10მლ). დამუშავდეს ბოქვენის, სასქესო ორგანოების, ბარძაყების შიდა მხარეს კანი. პროცედურების შემდეგ რეკომენდებულია შარდვისგან თავის შეკავება 2 საათის მანძილზე. 

უროლოგია:

ურეთრიტების და ურეთროპროსტატიტების კომპლექსური მკურნალობისას ატარებენ ურეთრაში  2-3მლ პრეპარატის შესხურების გზით, დღეში 1-2- ჯერ, მკურნალობის კურსი 10 დღე.

ოტორინოლარინგოლოგია:

ჩირქოვანი ჰაიმორიტისას - პუნქციის დროს ჰაიმორის წიაღი  გამოირეცხება პრეპარატის საკმარისი რაოდენობით. 

ტონზილიტები, ფარინგიტები და ლარინგიტები იკურნება ყელში მრავალჯერადი გამოვლებით ან საცმი-საფრქვეველით შესწურებით, 3-4-ჯერადი დაჭერით, 3-4-ჯერ დღეში. პრეპატარის რაოდენობა ერთ გამოვლებაზე 10-15მლ 

ბავშვებში:

მწვავე ფარინგიტის ან/და გამწვავებული ქრონიკული ტონზილიტის დროს ხორციელდება ყელში შესხურება საცმი-საფრქვეველის დახმარებით. ბავშვები 3-6 წლის ასაკში: საცმი-საფრქვეველის თავზე ერთჯერადი დაჭერით (3-5 მლ  ერთ შესხურებაზე), 3-4-ჯერ დღეში; ბავშვები 7-14  წლის ასაკში: საცმი-საფრქვეველის თავზე ორჯერადი დაჭერით (10-15 მლ  ერთ შესხურებაზე), 3-4-ჯერ დღეში. თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 4-დან 10 დღეს რემისიის დადგომამდე. 

სტომატოლოგია:

სტომატიტების, გინგივიტების, პაროდონტიტების დროს რეკომენდებულია პირის ღრუს გამოვლება 10-15მლ   პრეპარატით, 3-4-ჯერ დღეში. 

 

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში დატანის ადგილას შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაივლის 15-20 წამში და არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.   ალერგიული რეაქციები. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან უერთიერთქმედება: 

ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მათი ბაქტერიების საწინააღმდეგო და სოკოს საწინააღმდეგო ზემოქმედების გაძლიერება. 

 

გამოშვების ფორმა:

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისთვის 0,01%. 

პოლიეთილენის ფლაკონი  50მლ და 100მლ  ურეთრალური  და  სახრახნიანი  საცმით.  

პოლიეთილენის ფლაკონი 50მლ ურეთრალური  და  სახრახნიანი  საცმით, კომპლექტში საცმი-საფრქვეველით.

პოლიეთილენის ფლაკონი 100მლ, 150მლ, 200მლ კომპლექტში საცმი-საფრქვეველით  ან აღჭურვილი საფრქვევი ტუმბოთი და  დამცავი საცმით. 

პოლიეთილენის ფლაკონი 500მლ  სახრახნიანი  თავსახურით, პირველადი გახსნის კონტროლით.

ყოველი  50მლ, 100მლ, 150მლ, 200მლ, 500მლ ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

სტაციონარისთვის:  500მლ  12 ფლაკონი, კოლოფის გარეშე, შესაბამისი რაოდენობის გამოყენების ინსტრუქციით,  მოთავსებულია სამომხმარებლო  ტარის  მუყაოს ყუთში.

 

შენახვის პირობები:  ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.  ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ  არ გამოიყენება. 

 

გაცემის პირობები: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.