Nuk
NatHealth ბიუთი ბანი / NatHealth BEAUTY BUNNY

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: NatHealth
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ჟელეს საღეჭი პასტილა №54
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

1 საღეჭი პასტილა: ვიტამინი A – 200 მკგ, ვიტამინი E – 6 მგ, ვიტამინი C – 40 მგ, ვიტამინი B1 – 0.55 მგ, ვიტამინ B3 – 8 მგ, ვიტამინი B6 – 0.7 მგ, ვიტამინი B7 – 62.5 მკგ , ვიტამინი B9 – 100 მკგ, ვიტამინი B12 – 1.25 მკგ, თუთია – 2.5 მგ, მანგანუმი – 0.45 მგ, სელენიუმი -13.75 მკგ

დამატებითი ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ღორის ჟელე, ლიმონმჟავა (E330), არომატიზატორები, კარნაუბას ცვილი (E903), იისფერი სტაფილოს კონცენტრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

არ შეიცავს გმო-ს

 

მოქმედების მექანიზმი

ვიტამინებისა და მინერალების სპეციალურად შემუშავებული კომპლექსი სილამაზისთვის – ბრწყინვალე იერს სძენს კანს, თმასა და ფრჩხილებს. საღეჭი პასტილა მარწყვისა და ნაღების გემრიელი არომატით, კვებავს კანს, თმასა და ფრჩხილებს. ქალთა სილამაზისთვის და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საკვები დანამატი - ბიუთი ბანი – აფერხებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს სილამაზის შენარჩუნებასა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას. ბიოტინი, ნიაცინი, ვიტამინი A და თუთია ხელს უწყობს კანის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას, ვიტამინი ჩ მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, ბიოტინი, თუთია და სელენიუმი უზრუნველყოფს თმის, ფრჩხილების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესტი გამოწვეული დაზიანებისგან, ვიტამინი C, ვიტამინ B3, ვიტამინი B6, ვიტამინი B12 ამცირებს დაღლილობას და მანგანუმთან ერთად ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

უსაფრთხოების ზომები NatHealth ბიუთი ბანი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის სასურველია მიმართოთ ექიმს

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან – 1-2 საღეჭი პასტილა დღეში, უმჯობესია ჭამის შემდეგ

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება 12-25OC ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

ჟელეს საღეჭი პასტილა №54

 

სად შევიძინოთ?