Nuk
NatHealth იმუნითი ბუსტი / NatHealth IMMUNITY BOOST FOR KIDS

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: NatHealth
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ლოლიპოპი #100
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

4 ლოლიპოპი: ვიტამინი C – 80 მგ, ექინაცეა – 40 მგ, რუტინი – 24 მგ, თუთია – 20 მგ, ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) – 10 მკგ (400 სე)

დამატებითი ნივთიერებები: შაქარი, გლუკოზა, ლიმონმჟავა (E330), არომატიზატორები, ხილის კონცენტრირებული წვენები, ქლოროფილების და ქლოროფილინების სპილენძის კომპლექსები (E141) კურკუმინი, ბეტანინი (E162), კურკუმინი (E100)

 

მოქმედების მექანიზმი

ორგანიზმისთვის აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტების კომპლექსი უგემრიელესი ლოლიპოპების ფორმით ვირუსებისა და გაციების წინააღმდეგ. C ვიტამინისა და ექინაცეას კომპლექსი გემრიელი ლოლიპოპის ფორმით. 4 ლოლიპოპი შეესაბამება ბავშვისთვის რეკომენდებული ვიტამინების სადღეღამისო დოზებს. C ვიტამინი და თუთია აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს გაციების რისკს. D ვიტამინს აქვს იმუნომოდულაციური თვისებები და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ღუტინი ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და გაციებისგან, ექინაცეა აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

 

უსაფრთხოების ზომები

NatHealth იმუნითი ბუსტი ლოლიპოპი ბავშვებისთვის არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, ბავშვებში 3 წლის ასაკიდან – არაუმეტეს 4 ლოლიპოპი დღეში

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 18 თვე

ინახება ≤ 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

ლოლიპოპი №100

 

სად შევიძინოთ?