ნაქსოჯინი / NAXOGIN


შემადგენლობა 

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტი: ნიმორაზოლი - 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა - 101.2 მგ, სიმინდის სახამებელი – 40.0 მგ, მეთილცელულოზა 400 - 2.8 მგ, სტეარინმჟავა – 6.0 მგ.
აღწერილობა: მრგვალი, ამოზნექილი, თეთრი ან მოყვითალო ელფერის ტაბლეტები ერთ მხარეს გადატეხვის ხაზით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაქსოჯინი ეს არის ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც ავლენს აქტივობას Trichomonas vaginalis და სხვა უმარტივესების (მათ შორის Giardia inetstinalis და Entamoeba histolytica), აგრეთვე ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ კი Bacteroides და Gardnerella vaginalis მიმართ.
მინიმალური ტრიქომონაციდური კონცენტრაცია მერყეობს 0.3-3 მკგ/მლ დიაპაზონში.

ფარმაკოკინეტიკა
ნაქსოჯინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. 1 გ ნიმორაზოლის სამჯერადი მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში აღწევს 16 მკგ/მლ პირველი მიღებიდან 3 საათის შემდეგ, 28 მკგ/მლ 25-ე საათზე და 7.5 მკგ/მლ - ბოლო მიღების შემდეგ. 
ნაქსოჯინი გამოიყოფა ორგანიზმიდან უმთავრესად თირკმელებით; ნიმერაზოლისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია შარდში და ვაგინალურ სეკრეტში მნიშვნელოვნად აჭარბებს ტრიქომონაციდურ კონცენტრაციებს. 1 გ ნაქსოჯინის სამჯერადი მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში ნიმორაზოლის კონცენტრაციამ ვაგინალურ სეკრეტში, რომელიც იზომებოდა 24-ე, 48-ე და 72-ე საათზე შეადგინა შესაბამისად 129 მკგ/მლ, 95 მკგ/მლ და 4 მკგ/მლ .

ჩვენებები
ინფექციები, რომელთა გამომწვევია Trchomonas vaginalis, ლამბლიოზი, ამებიაზი, ვაგინიტები, რომლებიც გამოწვეულია Gardnerella vaginalis - ით, მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი)

მიღების წესები და დოზები
გამოიყენება პერორალურად 
ტრიქომონიაზი:
მკურნალობა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთლილიდან ერთ-ერთი სქემის მიხედვით:
მოზრდილები:
ა) 2 გ ერთჯერადად ჭამის შემდეგ
ბ) 1 გრამი 3-ჯერ დღეში, ყოველ 12 საათში ერთხელ;
გ) 250 მგ სამჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში.
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი სამ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.

ამებიაზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
20 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-10 დღის განმავლოაბში.

ლამბლიოზი: 
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
Gardnerella vaginalis - ით გამოწვეული ინფექციები:
ა) 500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ბ) 2 გ ერთჯერადად
მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი) მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში;

გვერდითი მოვლენები
გამოიყენება პერორალურად 
ტრიქომონიაზი:
მკურნალობა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთლილიდან ერთ-ერთი სქემის მიხედვით:
მოზრდილები:
ა) 2 გ ერთჯერადად ჭამის შემდეგ
ბ) 1 გრამი 3-ჯერ დღეში, ყოველ 12 საათში ერთხელ;
გ) 250 მგ სამჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში.
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი სამ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.

ამებიაზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
20 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-10 დღის განმავლოაბში.

ლამბლიოზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
Gardnerella vaginalis - ით გამოწვეული ინფექციები:
ა) 500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ბ) 2 გ ერთჯერადად
მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი) მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში;

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მძიმედ მიმდინარე ჰემატოლოგიური და ცერებრალური დაავადებები. თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
სიფრთხლით უნდა მოხდეს მისი გამოყენება მწვავე ნევროლოგიური დაავადებების დროს.
ნაქსოჯინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელების მიღება (სულ მცირე 48 საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან).

ორსულობა და ლაქტაცია
ნაქსოჯინის გამოყენებისგან თავის შეკავებაა საჭირო ორსულობის (განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში) და ლაქტაციის პერიოდში მუტაგენური თვისებების შესაძლო გამოვლენის გამო.

განსაკუთრებული მითითებები
მწვავე ნევროლოგიური დარღვევების პაციენტების მკურნალობა უნდა განხორციელდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ტრიქომონიაზის მკურნალობისას ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთ მათგანს არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (გულძმარვა, გულისრვა, ღებინება, დიარეა), თავბრუსხვევა, შესაძლებელია ასევე ნევროლოგიური სიმპტომები (გაშეშება,ჩხვლეტითი ტკივილი, პარესთეზიები და გულყრები).
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას ნაქსოჯინმა შეიძლება მოახდინოს დისულფირამის მსგავსი რეაქციების პროვოცირება. ნაქსოჯინმა შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტი და დააქვეითოს ფენიტოინის და ლითიუმის კლირენსი. ფენობარბიტალმა შეიძლება შეამციროს ხოლო ციმეტიდინმა გაზარდოს ნაქსოჯინის პლაზმური კონცენტრაციები.

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე არ არის აღწერილი

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 5 წელი
არ შეიძლება პერპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25oC. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

რეგისტრაციის # და თარიღი
R 004384 14.05.04